სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება

access_time2019-06-26 15:00:58


რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის შემდეგ, სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის ტრანზიტის ცენტრი.


ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს სტეპან პაიასლიანის თქმით, ავიაკომპანიებს შორის უკვე დაიწყო შესაძლებელი ვარიანტების განხილვა.


„მაგალითად, შეიძლება რუსეთიდან თვითმფრინავით ჩასვლა ერევანში, იქედან კი უფასო ავტობუსით თბილისამდე და პირიქით. ასევე განიხილება უკვე არსებული ავიარეისების სიხშირის ზრდის შესაძლებლობა. მაგალითად, Georgian Airway ასრულებს კვირაში 7 ავიარეისს თბილისს და ერევანს შორის და განიხილება დამატებითი რეისების დანიშვნა,“ - ამბობს ის.



სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის საავიაციო საკითხებში აკოპ ჩაგარიანის თქმით, ქართული ავიაკომპანიები, რომლებიც ახორციელებდნენ რეისებს საქართველოდან რუსეთში, უკვე ემზადებიან სომხეთის გავლით ფრენებისთვის.




„მთავარი გადამზიდავი იქ არის Georgian Airway – Airzena, რომელიც არის ჩვენი ავიაკომპანია Armenia-ს პარტნიორი, და ალბათ სწორედ ის შეასრულებს რეისებს ერევნის ამ გიუმრის გავლით რუსეთის მიმართულებით,“ - განაცხადა მან.



ავიაკომპანია Armenia-ს დირექტორის მოადგილის გევორკ ხაჩატრიანის თქმით, 9 ივლისიდან კომპანია გეგმავს ახალი რეისების დანიშვნას ორ მიმართულებაზე - მოსკოვი-ერევანი და ერევანი-თბილისი.



პრემიერ-მინისტრი შიშობს, რომ რუსი ავიაგადამზიდავები დაიწყებენ საქართველოს მიმართულებით ფრენებს ბაქოს გავლით.


„ძირითად რუს გადამზიდავებს აქვთ პარტნიორული შეთანხმებები აზერბაიჯანულ Azal-თან და სავარაუდოდ, აზერბაიჯანული მხარე გამოიყენებს თავის შესაძლებლობებს ამ რეისების თავისკენ გადმოქაჩვისთვის,“ - აღნიშნა ჩაგარიანმა.


kavkasia.net





თეგები:
სომხეთი



„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „
access_time2019-10-13 18:00:26
რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარტია ახალი საქართველოს წევრმა, ეკონომისტმა, ალექსი ნონიაძემ 2020 წლის ბიუჯეტსა და ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. „ლარს ამყარებს მწარმოებლურობა. საქსტატი გვეუბნება, რომ უმუშევრობა ქვეყანაში 12%-მდე შემცირდა, მაგრამ რის ხარჯზე? საქსტატი არ ითვლის თვითდასაქმებულების რიცხვს. ქალაქსა და სოფელში ჯამში 800 ათასი ადამიანია თვითდასაქმებული. ქალაქში თვითდასაქმებულების...

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები
access_time2019-10-13 20:00:36
დეიტონის უნივერსიტეტის (აშშ) მკლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მომსახურეობის სფეროს თანამშრომლები მიმზიდველი გარეგნობით, ხშირად იწვევენ მომხმარებლებში ნეგატიურ ემოციებს. მეცნიერებმა ჩაატარეს რამდენიმე ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა კოლეჯის 309 სტუდენტი - მათ შესთავაზეს რესტორანში სერვისის ხარისხის და მომსახურეობით კმაყოფილების დონის შეფასება. ასევე მათ უნდა შეეფასებიათ ოფიციანტების სილამაზე და დაეხასიათებიათ საკუთარი დამოკიდებულება მათ...

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს
access_time2019-10-13 16:00:49
2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949,777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 2,747,100 ლარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ „ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს“ კვლევაშია აღნიშნული. ამავე კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მაჩვენებლით მეორე ადგილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს - 1,395,232 ლარით. ასევე, ნახევარ...

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც
access_time2019-10-13 12:00:28
„ელექტროენერგიაზე და ზოგადად, ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივია და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება მოთხოვნა ენერგიაზეც. ეკონომიკური ზრდა დაკავშირებულია ახალ წარმოებებთან, ახალ საცხოვრებელ მასივებთან, რომლებიც მოიხმარენ ენერგიას. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ტემპებით გვეზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ვიდრე ეკონომიკური ზრდაა. საშუალოდ, 4.55%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როცა ენერგეტიკაზე მოთხოვნა...

კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია

კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია
access_time2019-10-12 13:55:31
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ეხმაურება S&P Global Ratings-ის მიერ სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას და ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას  დადებითად აფასებს.   „საერთაშორისო ინვესტორებისათვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორი საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგებია. ამიტომ, მისასალმელია საინვესტიციო რეიტინგის გაუმჯობესება....


მსგავსი სიახლეები

up