სომხეთი ბირთვული საწვავის ნარჩენების საქართველოს გავლით ტრანსპორტირებას ითხოვს

სომხეთი ბირთვული საწვავის ნარჩენების საქართველოს გავლით ტრანსპორტირებას ითხოვს

access_time2019-05-06 09:30:12

„ბაქო ხელოვნურად და მიზანმიმართულად ამწვავებს სიტუაციას და სპეკულირებს სომხეთიდან რადიოაქტიური ნარჩენების გატანის საკითხთან დაკავშირებით“, - ნათქვამია სომხურ გამოცემაში „ნოვაია ვრემიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც სომხეთის ატომური ელექტროსადგურის (მეწამორში) საცავებიდან ბირთვული სათბობის ნარჩენების რუსეთში გატანას ეხება, მათი შემდგომი გადამუშავებისა და გაუვნებლობის მიზნით..



„რადგანაც ერთადერთი გზა საქართველოზე გადის, ბაქო ცდილობს თბილისზე ზეწოლა მოახდინოს და უარი ათქმევინოს კონტეინერების გადატანაზე, საქართველოს ტერიტორიის გავლით. აზერბაიჯანში გულწრფელად სჯერათ იმისა, რომ ასეთი მოქმედებით სომხეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიან“, - წერს ავტორი და იქვე მკითხველს ბირთვული საწვავის ნარჩენების გატანასთან დაკავშირებულ ისტორიას აცნობს: საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, ატომურ რეაქტორებში გამოყენებული ბირთვული საწვავის ნარჩენები შემდგომი გადამუშავებისათვის ისევ იმ ქვეყანაში უნდა გადაიგზავნოს, სადაინაც ის არის იმპორტირებული, ანუ რუსეთში. სომხეთის აეს-იდან უკანასკნელად კონტეინერები რკინიგზით რუსეთში 1989 წელს გაიგზავნა, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით. მოგვიანებით კი, რეგიონში სიტუაციის გამწვავების გამო, ეს გზა ჩაიკეტა, სომხეთი იძულებული გახდა, ევროპის სახელმწიფოების დახმარებით ბირთვული საცავი აეშენებინა და რადიოაქტიური ურანის ნარჩენები იქ შეენახა.



„პრობლემა იმაშია, რომ პროექტის მიხედვით, საცავის ექსპლოატაციის ხანგრძლივობა 40-50 წელიწადია, ანუ მას მალე ვადა გასდის. ამრიგად, სამზადისი ახლავე უნდა დავიწყოთ: ან საცავის მოცულობა უნდა გავზარდოთ, მისი მოდერნიზების გზით, ან ახალი ავაშენოთ, რაც ძალიან ძვირია. უფრო სწორი იქნებოდა ნარჩენების რუსეთში გატანა, მაგრამ როგორ და რომელი მიმართულებით?



სატრანსპორტო მარშრუტების არჩევანი, როგორც ცნობილია, მდიდარი არ არის. ქართული მარშრუტის ალტერნატივა პრაქტიკულად არ არსებობს. ირანის მიმართულებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია: თუნდაც ირანელმა პარტნიორებმა ტრანზიტის ნებართვა მოგვცენ, კონტეინერებმა ან თურქმენეთისა და ყახაზეთის ტერიტორია უნდა გაიარონ, ან კასპიის ზღვით უნდა იქნეს გადაზიდული, რაც არარეალურია.




რა თქმა უნდა, ქართულ ტრანზიტსაც აქვს თავისი სირთულეები, რაც იმაში გამოიხატება, რომ რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირება ავტოტრანსპორტით უნდა მოხდეს. თბილისს რუსეთთან სარკინიგზო კავშირი აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით აქვს, აზერბაიჯანი კი, რასაკვირველია, სომხურ კონტეინერებს არ გაატარებს. ეს ნიშნავს, რომ სარკინიგზო ვერსია მხედველობაში არ მიიღება: ბირთვული საწვავი ხომ სამშენებლო მასალა არ არის, რომ სომხეთმა ქართული კომპანიების დაყოლიება მოახერხოს, აზერბაიჯანის ტერიტორიის დაუბრკოლებლად გასავლელად... ერთადერთი ავტომაგისტრალი, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს, ზემო ლარსზე გადის. ეს ტრასა ძალიან რთული რელიეფით გამოირჩევა, არსებობს მეწყერული უბნებიც, პლუს ამას - ბოლო დროს ძალზე გადატვირთულია. ჰოდა, ქართველმა ეკოლოგებმაც დაიწყეს პრეტენზიების გამოხატვა, რომ რაიმე რომ მოხდეს გზაზე, ტვირთის უსაფრთხოება დაცული არ იქნებაო. კიდევ ერთი არგუმენტი, რომლითაც ეკოლოგები სარგებლობენ: რადიოაქტიური ნარჩენები შეიძლება რუსეთმა სამხედრო მიზნებისათვის გამოიყენოს, რაც საქართველოსთვის მიუღებელიაო.



დავიწყოთ ბოლოდან: სამხედრო მიზნებისათვის გამოყენების შიში უსაფუძვლოა - ატომური ბომბის დასამზადებლად საჭიროა პლუტონ-239, სომხეთის აესი კი პლუტონ-240-ს იყენებს. ანუ, ეს თემა დახურულია. რაც შეეხება საქართველოს სამხედრო გზით სპეციალური ტვირთის გადატანის უსაფრთხოების საკითხს, აქ სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის: კონტეინერების გადატანის დროს გზა სხვა ავტოტრანსპორტისათვის უნდა გადაიკეტოს, ათი საათის განმავლობაში მაინც. რა საკვირველია, ეს ნაკლებად სასიამოვნოა, მაგრამ საქართველო ამისთვის სომხეთისაგან კომპენსაციას - მნიშვნელოვან თანხას მიიღებს. გარდა ამისა, სპეციალისტთა თქმით, ავტომობილებით რადიოაქტიური ნარჩენების გადაზიდვა სრულიად უსაფრთხოა, კონტეინერები ცირკონიუმის შემცველ მტკიცე შენადნობებითაა დამზადებული და არანაირი ნივთიერების გაჟონვა არ მოხდება, თუ, რა თქმა უნდა, მას რაკეტულ დარტყმას არავინ მიაყენებს...



ქართველი ეკოლოგების განცხადებებში ბაქოს კვალის დადასტურება რთულია, მაგრამ ლოგიკა გვკარნახობს, რომ ძაფის სათავე სწორედ აზერბაიჯანში იწყება: ბირთვული საწვავის ნარჩენების გადაზიდვის მოწინააღმდეგე სხვა ხომ არავინ არ არის... ილჰამ ალიევის ადმინისტრაცია ყველანაირი ხერხებით შეეცდება წაახალისოს ანგაჟირებული ეკოლოგების აქტიურობა სომხეთისათვის „გამოუვალი მდგომარეობის“ შექმნის მიზნით. ამის შედეგად შეფერხდება ახალი ბლოკების მშენებლობა და სომხეთში ენერგეტიკული კრიზისი დაიწყება.



ამ ეტაპზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პოზიცია უცნობია, თუმცა ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ რადიოაქტიური უსაფრთხოების ქართულ კანონში ამას წინათ ცვლილებები შევიდა - ადრე კანონი ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული ნარჩენების გადაზიდვას კრძალავდა, ახლა კი მოთხოვნები შერბილებულია. ეს პრაგმატული მიდგომაა: თუ საქართველო დათანხმდება სომხეთის თხოვნას, მაშინ თბილისი ერევნისაგან იოლად მიიღებს მნიშვნელოვან თანხას. მთავარია, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ქართველმა ლიდერებმა ანგარიში გაუწიონ არა სპეკულაციურ, არამედ რეალურ არგუმენტებს. იმედია, საქართველოს ხელმძღვანელობა მოახერხებს ბაქოს ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევას“, - წერია სტატიაში.



მოამზადა სიმონ კილაძემ

bpn.ge




ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-28 21:00:46
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....


მსგავსი სიახლეები

up