ქართველი მეღვინეების იუმორით შეფასებული სომეხი კოლეგის განცხადება - “სომხებს ხარისხიანი ღვინო სად აქვთ?“

ქართველი მეღვინეების იუმორით შეფასებული სომეხი კოლეგის განცხადება - “სომხებს ხარისხიანი ღვინო სად აქვთ?“

access_time2019-02-14 15:00:14

სომეხი მეღვინეების განცხადებას ქართველი მეღვინეები არასერიოზულს უწოდებენ და კომერსანტთან კომენტასაც ხუმრობის ტონით აკეთებენ. 


  “საქართველო, როგორც კონკურენტი, ჩვენთვის წარსულშია.სომხური ღვინო უკვე ის არ არის, რაც ხუთი წლის წინ იყო. ის ბევრად შეიცვალა, გახდა უკეთესი და ხარისხიანი. ჩვენ ხარისხით ჩვენს მეზობლებს ვუსწრებთ და შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ იტალიურ, ფრანგულ, ამერიკულ, ახალზელანდიურ ღვინოებს,” – თქვა სომხეთის ეროვნული მეღვინეობის ცენტრის თავმჯდომარემ ავაგ არუტუნიანმა “სპუტნიკთან” საუბარში. 



 ყვარლის ღვინის მარანის“   დამფუძნებელი თამ წიტრიაშვილი  განმარტავს, რომ ქართული ღვინის ხარისხი,  განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა. ამიტომ სომეხი მეღვინეების  განცხადება ცოტა არასერიოზულია.

 

„ქართული ღვინო  ხარისხიანია. ჯერ მარტო იმიტომ, რომ  მდგრადია, მეტი ხალისი აქვს. სომეხ მეღვინეებს რაც შეეხება, მათიც მესმის, აბა, ვინ იტყვის ჩემი შვილი ცუდიაო. ისე, ეგენი აქ ყიდულობენ ღვინოს,“  აღნიშნავს წიტრიაშვილი.

 

სომეხი მეღვინეების განცხადება არასერიოზულად ეჩვენება ღვინის მწარმოებელი კომპანია „შუმის ხელმძღვანელ აკაკი ცოფურაშვილს.   მისი განცხადებით,  ქართული ღვინო მუდმივად დიდ წარმატებას აღწევს ევროპის ყველა ქვეყანაში, შესაბამისად,  სომეხი კოლეგების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები ქართული ღვინის იმიჯს ვერ შელახავს.

 

რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებელ გიორგი ალადაშვილის თქმით, იმაზე საუბარი, რომ სომხურ  ღვინოს ქართული კონკურენციას ვერ გაუწევს, არასწორია. მისი განმარტებით, სომხები აქეთ ახდენენ ქათული ღვინის ფალსიფიცირებას და ჩვენი ბრენდებით ფონს გასვლას ცდილობენ.


„ჩემი ბაზარი შვეიცარიაა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისეთი კონკრენტუნარიანია იქ ქვევრის ღვინო, რომ სომხური ახლოსაც ვერ მოვა. სომხებს ხარისხიანი ღვინო სად აქვთ?“ აცხადებს ალადაშვილი.

 

ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნულ თემაზე  კომენტარის გაკეთება არ სურთ. კომენტარს არ აკეთებენ  არც „ღვინის ტურიზმის ასოციაციაში“.

 

როგორც ცნობილია, 2019 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში 6,25 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის იანვრის მაჩვენებელს 22%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 15,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 33%-ით მეტია.


ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 52% (268724), ჩინეთი - 12% (281229), დიდი ბრიტანეთი - 110% (7800) და აშშ - 1639% (62609); ასევე ევროპის მიმართულებით: გერმანია - 235% (63210), შვედეთი - 100% (9000), ბულგარეთი - 6% (4500), ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: აზერბაიჯანი - 100% (5790), მონღოლეთი - 100% (66012), რუსეთი - 30% (4602218), ბელარუსი - 100% (43272) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (4602218), უკრაინა (553164), ჩინეთი (281229), პოლონეთი (268724) და ყაზახეთი (156120). წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 96-მა კომპანიამ განახორციელა.



ამასთან, მსოფლიოს 9 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 109%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს 5 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4,4 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 2% შეადგინა.



სოფო ქსოვრელი 






„მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა“ - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

„მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა“ - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“ მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“  მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის
access_time2020-05-25 17:00:48
სილამაზის სალონის მფლობელი, შპს „ვი ემ თის“ დამფუძნებელი თეონა ხარაზიშვილი „თიბისი დაზღვევას“  ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. როგორც „კომერსანტს“ თეონა ხარაზიშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 04 დეკემბერს ქ.გორში სილამაზის სალონში მომხდარ შემთხვევას, როდესაც დაზიანდა ეპილაციის აპარატი, რომელიც დაზღვეული იყო „თიბისი დაზღვევის“ მიერ და რომლის შეკეთებაც 19 400 ევრო ჯდება. გიგუაშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანია დაზღვეულს  დღემდე...


მსგავსი სიახლეები

up