სოკარის პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი

სოკარის პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი

access_time2018-11-16 16:56:56

CSR სტრატეგია სტუმრებს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორმა წარუდგინა


„სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებს „სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პლატფორმა, „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ გააცნო.


ლევან გიორგაძემ სტუმრებს კორპორაციული პასუხისმებლობის ახალი მიმართულებების, ასევე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსიაც სოკარის პარტნიორებისა და ექსპერტების ჩართულობით.


„სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრინციპი გამჭვირვალობაა, რაც გულისხმობს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია „სოკარის“ მიერ წარმოებული CSR საქმიანობის მიზნებისა და იმ რესურსების თაობაზე, რასაც კომპანია გაიღებს ამა თუ იმ პროგრამის რეალიზაციისთვის. „სოკარი“ ყოველწლიურად მოამზადებს CSR ანგარიშს, სადაც იქნება ასახული ყველა მონაცემი და ინფორმაცია წლის აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.


სოკარის CSR-ის პლატფორმა „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტს“ გულისხმობს, რომელიც შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:



გარემოს დაცვა : გარემოს დაცვის კუთხით, „სოკარი“, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ცდილობს გარემოსთვის ნაკლებად საზიანო ელექტროტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობას. ამისათვის „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე, საქართველოს მასშტაბით უნდა შეიქმნას ელექტროსატენების ქსელი, რაც უზრუნველყოფს ელექტრომობილების პოპულარიზაციასა და მეტად გავრცელებას. ამასთან, „სოკარ გაზის“ ქსელის განვითარება საქართველოს რეგიონებში კი ხელს უწყობს მწვანე საფარის და ტყეების შენარჩუნებას, რადგან ბუნებრივმა აირმა ნელ-ნელა ჩაანაცვლა შეშის ღუმელების გამოყენება. კომპანია მილიონობით ლარს ხარჯავს ტყეების აღდგენისა და გაშენების პროექტებში ბორჯომ-ხარაგაულის რეგიონსა და საქართველოს სხვა ადგილებშიც.


ახალგაზრდების მხარდაჭერა: ახალგაზრდების მხარდასაჭერად, „სოკარი“პრობონო სერვისების განვითარების მიმართულებით ახდენს საკუთარი გამოცდილებისა და კომპეტენციის გავრცელებას პროფესიულ სასწავლებლებში. ასევე, „სოკარი“ ხელს შეუწყობს რეგიონებში არაფორმალური და ონლაინ განათლების განვითარებას.


უსაფრთხოება: კომპანია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საგზაო უსაფრთხოების საკითხებს და სამუშაო ადგილებზე თანამშრომლების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას. საქართველოში „სოკარის“ ჰოლდინგის ყველა კომპანია ნერგავს და მომავალშიც გააუმჯობესებს H&S სისტემებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული პერსონალის ჯანმრთელობა სამუშაო ადგილებზე.


ქალთა გაძლიერება: „სოკარი“ მიუერთდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რაც გულისხმობს სამუშაო ადგილებზე ქალთა უფლებების მაქსიმალურად დაცვას, ქალების წახალისებას მაღალი რგოლის მენეჯმენტის პოზიციებსა და ქალების დასაქმებას ე.წ. არატრადიციულ თანამდებობებზე. ამასთან, ინერგება სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროვების პრევენციის მექანიზმები, რომლებიც ასევე საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი.


შშმ პირებისა და ხანდაზმულების მხარდაჭერა: შშმ პირების და ხანდაზმულების დასაქმება და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია „სოკარის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან დღესდღეობით საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები განიცდიან დისკრიმინაციას და მათ თვითრეალიზაციის ნაკლები შესაძლებლობა ეძლევათ, ხოლო ხანდაზმულების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მინიმალურია. ამ მიმართულებით კომპანია ნერგავს სპეციალურ მექანიზმებს ადამიანური რესურსების მართვის სისტემაში იმისათვის, რომ გაადვილდეს შშმ პირების დასაქმებისა და მათი სამუშაო ადგილებზე ინტეგრაციის პროცესი.



(NS)





საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება ბევრილი ჯგუფთან დაკავშირებით

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება ბევრილი ჯგუფთან დაკავშირებით
access_time2020-10-30 15:55:25
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება ყოველთვის წარმოადგენს და იცავს ასოციაციის წევრი ასეულობით კომპანიის ინტერესებს.  მათ შორისაა, კომპანია „ბევრილი ჯგუფი“, რომელიც ასოციაციის წევრია 2012 წლიდან და სხვა უმსხვილეს ქართულ კომპანიებთან ერთად ბოლო რამოდენიმე წელია აქტიურად საქმინობს, როგორც საკუთარი ბიზნესისა და სექტორის განვითარების, ასევე, ზოგადად, საქართველოში წარმატებული ბიზნეს კლიმატის შექმნისთვის.     სამწუხაროდ, გვინდა...

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება
access_time2020-10-30 14:30:00
სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის იმ სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების, ბიზნესისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. „სისტემური ლოკდაუნი...

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან
access_time2020-10-30 16:00:45
სატელეკომუნიკაციო კომპანია VEON-ი სომხეთში საკუთარ ბიზნესს ყიდის. Veon Armenia-ს (სავაჭრო ნიშანი Beeline) ადგილობრივ კომპანია Team LLC ყიდულობს. გარიგების ღირებულება 51 მლნ დოლარს შეადგენს. VEON-ში ვარაუდობენ, რომ ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება.   VEON-ი სომხეთის ბაზრიდან გამოსვლას „კომპანიის სტრუქტურის გამარტივებით და მიმზიდველი პერსპექტივების მქონე ბაზრებზე ორიენტირების სურვილით“ ხსნის.   სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის ვებსაიტის თანახმად,...

"რამდენი ქარხანაც არ უნდა ავაშენოთ, დრო გაივლის და ქვეყანაში მხოლოდ სახელი დარჩება, ვიბრძოლოთ სახელისთვის" - ცეზარ ჩოჩელი ბიზნესმენებს

access_time2020-10-30 12:30:38
„ენმ“ - ის ძალა ერთობაშიას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი პარტიის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ბიზნესმენებს, მეწარმეებს და კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს თანადგომისკენ მოუწოდა.   „მე მინდა მოვუწოდო ყველა მეწარმეს, ყველა ბიზნესმენს და ყველა კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანს, თუ  ჩვენ გვინდა, რომ ხვალიდნელი დღე იყოს უკეთესი,  თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე იდგეს, არა...

2020 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა

2020 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა
access_time2020-10-30 12:00:43
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ სექტემბერში 0.7% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი -5%-ია. მათ შორის წლის პირველ კვარტალში ზრდა 2.2% იყო, მეორე კვარტალში - 12.3%-იანი ვარდნა, მესამე კვარტალში კი - 3.8%-იანი კლება დაფიქსირდა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2020 წლის სექტემბერში,...


მსგავსი სიახლეები

up