"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" : საწვავზე მოთხოვნა სტაბილურია

access_time2020-03-10 16:06:57

"საწვავზე მოთხოვნა სტაბილურია, თუმცა იმაზე ნაკლებად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჯერ-ჯერობით რთული სათქმელია კორონავირუსის ეფექტი რა იქნება," - ამის შესახებ report.ge-ს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორმა ლევან გიორგაძემ, ექსკლუზიურად განუცხადა.


მისი თქმით, ბოლო ნავთობის საერთაშორისო ფასმა 11 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი პროცენტული კლება განიცადა. გიორგაძე report.ge-სთან საუბრისას იხსენებს, 2016 წელს, როცა „ბრენტის“ ფასი 27 აშშ დოლარამდე დაეცა და განმარტავს, რომ "შავი ოქროს" ბოლოდროინდელი გაუფასურება უკავშირდება საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ვერ მიღწეულ შეთანხმებას, ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირებაზე.


"ნავთობის ფასები 11 წლის მინიმუმზე არ არის. 2016 წელს „ბრენტის“ ფასი 27 აშშ დოლარამდეც შემცირდა. ბოლო 11 წლის განმავლობაში ეს უბრალოდ ყველაზე დიდი კლება იყო პროცენტულ გამოხატულებაში. ეს კონკრეტული ვარდნა უკავშირდება საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ვერ მიღწეულ შეთანხმებას, ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოთხოვნას საწვავზე, სტაბილურია, თუმცა იმაზე ნაკლებად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჯერ-ჯერობით რთული სათქმელია, კორონავირუსის ეფექტი, რა იქნება," - განუმარტა გიორგაძემ report.ge-ს.


სოკარი 13 წელიწადია, აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში. ლევან გიორგაძის ინფორმაციით, სოკარი აქტიურად განიხილავს მზის პანელების საშუალებით, უფრო ეკომეგობრული გახდეს. კომპანიას სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებშიც დიდი გეგმები აქვს.



"მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ვაპირებთ მეტი სიახლე შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს ახალი მულტიფუნქციური კომპლექსების სახით, ისეთების როგორიც უკვე გვაქვს რუსთავში, ურბნისში და თერჯოლაში. სოკარი ასევე აქტიურად განიხილავს მზის პანელების საშუალებით, უფრო ეკომეგობრული გახდეს. ვაგრძელებთ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში სხვადასხვა პროქტების განხორციელებას. მაშ შორისაა, შშმ პირებისათვის ინფრასტრუქტურის ადაპტაცირება ჩვენს ობიექტებზე და სხვა," - გვითხრა კომპანიის დირექტორმა.


შეგახსენებთ, "სოკარ ჯორჯია გაზმა" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) საინვესტიციო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადი წარადგინა.


ცნობისთვის, კომპანია "სოკარმა" საქართველოში გაზიფიცირების კოეფიციენტი გაზარდა. ამის შესახებ "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორის, მაჰირ მამედოვის თქმით, 2008 წელს "სოკარის" გაზიფიკაციის რაოდენობა საქართველოში 46% პროცენტს შეადგენდა, დღევანდელი მონაცემებით კი ეს რიცხვი 78%-მდე გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ყოველდღიურად 10 000-ზე მეტი აბონენტი "სოკარის" გაზს იყენებს.


report.ge

(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up