„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ იტალიის საგზურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ იტალიის საგზურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

access_time2020-03-10 13:00:01

რამდენიმე კვირის წინ, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა მომხმარებელთათვის გამოაცხადა გათამაშება, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გათამაშების ბოლოს, 11 იღბლიან მომხმარებელს გადაეცემა ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩზე დასასწრები ორკაციანი საგზური. მატჩი რომში, ზაფხულში გაიმართება. თუმცა, კომპანიამ იტალიაში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარება გაითვალისწინა და საჯარო განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„კორონავირუსმა მსოფლიოს ტურისტული რუკა და მილიონობით ადამიანის გეგმები შეცვალა. გადაიდო უამრავი ღონისძიება, მათ შორის ისეთი მასობრივი, როგორიც სპორტული ტურნირები და საფეხბურთო მატჩებია.


უახლესი ცნობების მიხედვით, კარანტინში მოექცა სრულიად იტალია, სადაც 12 ივნისს, წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩი უნდა ჩატარდეს.5 მაისს, სოკარის გათამაშების 11-მა იღბლიანმა გამარჯვებულმა მატჩზე დასასწრები ორკაციანი საგზურები უნდა მიიღოს, რომელშიც მატჩის ბილეთები, ორმხრივი ფრენა და სასტუმროში განთავსება შედის;


თუმცა, ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს იტალიაში განვითარებულ მოვლენებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. თუ ივნისამდე მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მზად ვართ განსხვავებული პრიზები შევიძინოთ ყველა გამარჯვებულისთვის.



გულდასაწყვეტი იქნება ასეთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების გაუქმება, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ფასდაუდებელია.ამ ეტაპზე, ვმოქმედებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და უეფას რეკომენდაციების მიხედვით.


მანამდე კი ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობას,“ - ნათქვამია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


(R)





20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up