სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით რეგიონული შეხვედრა კახეთის რეგიონში ჩატარდა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით რეგიონული შეხვედრა კახეთის რეგიონში ჩატარდა

access_time2020-02-16 13:51:36

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.



„შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.



კახეთის რეგიონის თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა ყვარელში ჩატარდა.



შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა,ირაკლი ქადაგიშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა მიმართეს.




ილია თამარაშვილმა სახელმწიფო პროგრამების შესახებ ფერმერთა ინფორმირებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით პროგრამები სოფლად დამატებითი ღირებულებების შექმნას, სამუშაო ადგილების გაჩენას და შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს.



სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ, 2019 წელს, ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, კახეთის რეგიონში არაერთი მიზნობრივი პროგრამა განხორციელდა, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში,აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს, ანაზღაურებულმა თანხამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა.



შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.



შეხვედრებზე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
რეგიონები



საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-04-04 12:58:05
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ​თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებს...

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა
access_time2020-04-04 12:20:41
  ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება და შედეგად, მიიღო ზომები, რამაც დადებითი შედეგები მოუტანა შესაბამის ქვეყნებს. ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან ამ ადრე რეაგირებას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უდიდესი შეფასება მისცა, მოჰყვა ადრეულ ეტაპზე ყველა ხალხმრავალი სპორტული და კულტურული...

„გუშინწინ გაზი გამითიშეს, მესიჯის წაკითხვა არ ვიცი, წავედი პენსიის ასაღებად, ფეხით“ - მარტოხელა მოხუცები ახალი რეალობის პირისპირ

„გუშინწინ გაზი გამითიშეს, მესიჯის წაკითხვა არ ვიცი, წავედი პენსიის ასაღებად, ფეხით“ - მარტოხელა მოხუცები ახალი რეალობის პირისპირ
access_time2020-04-04 15:30:22
ანზორ ნონიაშვილი, 79 “გუშინწინ გაზი გამითიშეს. მესიჯის წაკითხვა არ ვიცი. წავედი პენსიის ასაღებად, ფეხით. ავტობუსის ერთი ხუთი გაჩერება გავიარე. ორი პოლიციელი იყო იქ. რატომ გამოხვედიო, გინდა ახლა 3000-ლარიანი ჯარიმა დაგიწეროთო? გაზი გამითიშეს-მეთქი და გადახდა ხომ უნდა?! აბა ვინ გადამიხდის?! მეორედ არ გამოხვიდეო, გამაფრთხილეს, ვეღარ გავდივარ”. 79 წლის ანზორ ნონიაშვილი შვილთან, 43 წლის გიორგისთან ერთად ცხოვრობს. გიორგი მშენებლობაზე მუშაობის დროს დაშავდა და სამ წელიწადნახევარია,...

Daily Mail: ჩინეთში ღამურების გაყოდვა და ჭამა განაახლეს

Daily Mail: ჩინეთში ღამურების გაყოდვა და ჭამა განაახლეს
access_time2020-04-04 13:30:22
  კორონავირუსის ეპიდემიის სავარაუდო დასრულების შემდეგ, ჩინელებმა განაახლეს ღამურების ჭამა.   ღამურები ისევე, როგორც მორიელები, და სხვა ეგზოტიკური არსებები, იყიდება ქვეყნის ბაზრობებზე, როგორც ხალხური მედიცინის საშუალებები.   ათასობით ჩინელი გროვდება დიდ ბაზარზე ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გუილინში.  ეს გიგანტური სავაჭრო ობიექტი გამოიყურება ისევე, როგორც კორონავირუსის გავრცელების დაწყებამდე - ჟანგიანი გალიები...

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...


მსგავსი სიახლეები

up