,,სავსე ხურჯინი“ კახურ საოჯახო ნობათს მომხმარებელს საქართველოში, ლონდონსა და აშშ–ში აწვდის

,,სავსე ხურჯინი“ კახურ საოჯახო ნობათს მომხმარებელს საქართველოში, ლონდონსა და აშშ–ში აწვდის

access_time2021-10-08 12:00:44

,,სავსე ხურჯინი“ ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ნატურალური, ქართული პროდუქციის მოყვარულებს საოჯახო ნობათს კახეთიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აწვდის. პროდუქციის გაგზავნა შესაძლებელია საზღვარგარეთაც - ლონდონსა და ამერიკის ნებისმიერ შტატში, ასევე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.



ჩირი, ჩურჩხელა, მურაბები, თაფლი, ალკოჰოლური სასმელები, სამკურნალო და იმუნიტეტის ასამაღლებელ პროდუქტები - 6-მდე დასახელების სურსათი ადგილობრივი ნედლეულისგან მზადდება და 100%-ით ქართულია.



როგორც მეწარმე თინათინ გულხადარაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, მომხმარებლის მოთხოვნა სოფლის ნატურალურ პროდუქტზე სულ უფრო მატულობს. შესაბამისად,  ოჯახში წარმოებული პროდუქცია დაინტერესებულ პირებს  სხვადასხვა სახის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის არჩევისა და შეძენის საშუალებას აძლევს.



,,საოჯახო საწარმოს წარმოვადგენთ,  ვაწარმოებთ მხოლოდ ტრადიციულ ქართულ პროდუქციას. ამ საქმეში აქტიურად ვართ ჩართული ოჯახის ოთხივე წევრი - მე პირადად, და და დედ-მამა. თუმცა, თუ გვჭირდება მუშახელის დამატება, სეზონურად რამდენიმე ადამიანის დასაქმებასაც ვახერხებთ. ძირითადად გვაქვს ჩურჩხელა, ჩირი, ტყლაპი და სხვა დასახელების პროდუქტები. ნედლეული ოჯახისაა,  რასაც ვაწარმოებთ და მოთხოვნის შესაბამისად, ონლაინ  ვყიდით პროდუქციას.  მყიდველისთვის ხელსაყრელი თუ არის, ვყიდით ხილს ხილად, ნაწილს - ჩირად გადავამუშავებთ.  ჩვენი საქმიანობა ინტერესს იწვევს იმ მხრივაც, რომ არ ვამატებთ შაქარს, მარილს და ქიმიურ ემულგატორებს,  100%-ით ეკოლოგიური პროდუქტია. მოგვმართავს ბევრი ადამიანი, ვინც გვიცნობს, წლობით მოიხმარს ჩვენს პროდუქტს და გვენდობა.  ყველა, ვინც ქართულ, ეროვნულ წარმოებას აფასებს“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ თინათინ გულხადარაშვილი.

 



კახელი მეწარმის თქმით,  საოჯახო ბრენდი ,,სავსე ხურჯინი“  პანდემიამდე აქტიურად მონაწილეობდა ფესტივალებსა და გამოფენებში, თუმცა კოვიდ-19-ის პირობებში მთელი აქცენტი წარმოებასა და ონლაინ გაყიდვაზე კეთდება.

 


სამომავლოდ შესაძლებელია „სავსე ხურჯინები“ ექსპორტზეც გავიდეს. თინათინ გულხადარაშვილს ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, როგორ განახორციელებს ამ მიზანს, თუმცა წინასწარ იცის, რომ საორიენტაციო ბაზარი იქნება ევროპა, რომელიც ნატურალური პროდუქტის ყველაზე დიდი შემფასებელი და მომხმარებელია.

 


რაც შეეხება ფასებს, ოჯახური ჩურჩხელის საშუალო ფასი 3 ლარია, ჩირის კოკლოზინა 1,5 ლარი ღირს. დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს შეუძლია სასაჩუქრე კალათის შეკვეთაც, რომლის ღირებულება 70 ლარის ფარგლებშია.

 


საოჯახო საწარმო  და ონლაინ მაღაზია ,,სავსე ხურჯინი“  ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა.

 




მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up