სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ამერიკის საელჩოსა და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსგან პირადი დაცვის აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირებების საშუალებები გადაეცა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ამერიკის საელჩოსა და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსგან პირადი დაცვის აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირებების საშუალებები გადაეცა

access_time2021-03-05 11:10:00

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსგან (DTRA) პირადი დაცვის აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირებების საშუალებები გადაეცა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



საჩუქრების გადაცემის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე სტეფანი ბეგლი, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარგო შილდსი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი და დირექტორის მოადგილე ანა გულბანი ესწრებოდნენ.



სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამართულ ღონისძიებაზე მხარეებმა ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად, პანდემიის პირობებში ახორციელებს.



მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას, წლების განმავლობაში გაწეული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა პანდემიის დროს აღმოჩენილი დახმარების მნიშვნელობას.




„ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებისკენ სწრაფვის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორის მხარდაჭერა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. აშშ გვეხმარება საქართველოს სამრეწველო, ლაბორატორიული პოტენციალის გაძლიერებაში, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში, რათა დროულად გადაილახოს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები. 2020 წლის დასაწყისში, საქართველო, როგორც მთელი მსოფლიო, კორონავირუსის გავრცელების შედეგად, დიდი გამოწვევების წინაშე დადგა. მყისიერად იქნა გამოყენებული ამერიკის მთავრობის დახმარებით ქვეყანაში შექმნილი ლაბორატორიული რესურსი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია წარმოადგენს მძლავრ რესურსს, რომელიც გამოყენებულია კორონავირუსის დიაგნოსტიკის მიმართულებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.



რაიან ჰარკერ ჰარისმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ დროული და ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები დადებითად შეაფასა, ამ პროცესში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ჩართულობის მნიშვნელობის საკითხს გაუსვა ხაზი და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის, ირაკლი გულედანის განცხადებით, აშშ-ისგან მიღებული აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირებების საშუალებები პანდემიასთან ბრძოლის გარდა, მნიშვნელოვანი დახმარებაა ვეტერინარიის მიმართულებითაც, განსაკუთრებით საშიში დაავადებების დროულად დიაგნოსტირების პროცესში.









LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up