საქართველოში, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყება, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აჩერებს სერვისების მიწოდებას.
ლაბორატორია მოქალაქეებს მომსახურებას გაუწევს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის, როგორებიცაა, ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებები, სურსათით მასობრივი მოწამვლა და ა.შ. შემთხვევებში.
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, პანდემიის პირობებში შემუშავებული რეგულაციების სრული დაცვით მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება 2021 წლის 18 იანვრიდან აღდგება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.