სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ნერგების მწარმოებელ ესპანურ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ნერგების მწარმოებელ ესპანურ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

access_time2017-01-26 10:00:00

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ნერგების მწარმოებელ ესპანურ კომპანიასთან „La Encina" თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ესპანეთიდან საქართველოში ხეხილოვანი, სუბტროპიკული და აგროსატყეო კულტურების ახალი ჯიშების შემოტანა მოხდება. ჯიშები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზებზე განთავსდება, სადაც მოხდება მათი შესწავლა და შემდგომ ფერმერულ მეურნეობებში გავრცელება.

 

 


მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ესპანურ კომპანიასა და საქართველოს სანერგე მეურნეობებს შორის სამეცნიერო-პრაქტიკული თანამშრომლობა, ერთობლივი სანერგეების შექმნა, ფერმერების ხარისხიანი ნერგით უზრუნველყოფა, ასევე, ქართველი სპეციალისტების სტაჟირება ესპანეთის სანერგე კომპანიებში და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება.

 

 


„მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი ნერგების მწარმოებელი ესპანური კომპანია საქართველოში სანერგე მეურნეობის მოწყობას გეგმავს. მოგეხსენებათ, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი" ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით უკვე გაშენდა და შენდება ხეხილის ბაღები. გამოყენებული ნერგების დიდი ნაწილი იმპორტირებულია. სანერგე მეურნეობის პროგრამა, რომლის განხორციელებასც ჩვენი ესპანელი კოლეგები აპირებენ მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს ადგილობრივი, სტანდარტული ნერგებით ჩვენი ფერმერების ურუნველყოფას", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.


 

 


როგორც ესპანური კომპანიის „La Encina" პრეზიდენტმა, ხაურეს ფერერიმ აღნიშნა, ესპანური მხარე დაინტერესებულია ქართული ბაზრით და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობით.

 

 


„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს ნერგები საქართველოში ვაწარმოოთ და შემდეგ მივაწოდოთ მომხმარებელს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გავიტანოთ ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში და ევროპაში", - აღნიშნა კომპანია „La Encina" პრეზიდენტმა.
საქართვლოში ვიზიტის ფარგლებში, ესპანური კოპანიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზები დაათვალიერეს და ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.

 

 

 



m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up