მეჩაიეები სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან იგივე ყურადღებას ითხოვენ, როგორიც მევენახეობას ექცევა

მეჩაიეები სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან იგივე ყურადღებას ითხოვენ, როგორიც მევენახეობას ექცევა

access_time2021-06-24 11:00:25

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ქვეყნიდან ექსპორტზე 1 473 330 აშშ დოლარის არომატიზებული და არაარომატიზებული ჩაი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლიდან სახელმწიფომ მეჩაიეობის დარგის მნიშვნელოვანი განახლება დაიწყო, რა დროსაც ახორციელებდა საგრანტო დახმარებებს, ახდენდა 90 პროცენტიანი თანადაფინანსებას მიტოვებული და განადგურებული პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციისათვის, ციფრებით ირკვევა, რომ ჩაი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციად ვერ ჩამოყალიბდა.

 

„ქართულ ჩაის ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება“, - ამის შესახებ კომერსანტს ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანიის „ლაზის დამფუძნებელმა გონერი სალიამ განუცხადა. ბიზნესმენი ამბობს, რომ დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტი ღვინის სექტორია, მეჩაიეობის დარგს კი განსავითარებლად მეტი ყურადღება სჭირდება.

 

ჩაის აღორძინების პროცესი საქართველოში გრძელდება, მოქმედებს პროგრამები, სახელმწიფო ცდილობს ახალი ტექნიკა შემოიტანოს და ძველი მანქანები ჩაანაცვლოს. თუმცა, საერთო ჯამში, ჩაის საკმარისი ყურადღება არ ექცევა, სამინისტრო ღვინის სექტორზეა გადართული. მეჩაიეობას 2-3 წელი გარკვეული დახმარება უნდა გაეწიოს, შემდეგ ჩაი სახელმწიფოს იქით დაეხმარება. მაგალითად, კარგი იქნება თუ შხამქიმიკატებს შეღავათიან ფასად მიჰყიდის. შარშან შეღავათით იმ მეჩაიე ფერმერებმა ისარგებლეს, რომელთა პლანტაციებიც 10 ჰექტარზე ნაკლებ ფართობზე აქვთ გაშენებული, მაგრამ რა ქნას იმან, ვისაც 200 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს? ასე თუ ისე, „ლაზი მაინც ვმუშაობთ, თუმცა ჩვენი მასშტაბის საწარმოს ოპერირება ძალიან რთულია“, - განაცხადა გონერი სალიამ.

 

გონერი სალია გვიყვება, რომ „ლაზს წელს რთული წელი აქვს. კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას გაზაფხულზე ყინვები დაემატა, რამაც ჩაის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ კომპანიას 2020 წელთან შედარებით 30 პროცენტით ნაკლები შემოსავალი ექნება. მისივე თქმით, „ლაზის ზარალი 2021 წელს დაახლოებით 200 000 ლარია:


 

აპრილში ჩაის ბუჩქები მოიყინა, რის გამოც პირველი ვეგეტაცია დაიკარგა. ფაქტობრივად მოსავლის 30 პროცენტი განადგურდა, მაგრამ მცენარის კრეფას ვაგრძელებთ. წელს მაღალხარისხოვანი 15 ტონა ფოთოლი გვაქვს მოკრეფილი, შარშან ამ დროს ეს რიცხვი 35 ტონას შეადგენდა. 2021 წელს ჯამში სულ 100 ტონამდე ჩაის ველოდებით“, - აცხადებს გონერი სალია.

 

გონერი სალია გვიყვება, რომ მათ კუთვნილებაში არსებული 350 ჰექტარიდან ჩაის მხოლოდ 280 ჰექტარზე კრეფენ, ამბობს რომ 70 ჰექტარი განადგურებულია და მისი რეაბილიტაცია შეუძლებელია. ბიზნესმენის თქმით, „ლაზი წელს ფინანსების ნაკლებობის გამო კომპანიაში ინვესტიციას ვერ ახორციელებს, რადგან სალიას განმარტებით გაფართოება ძალიან ძვირი ჯდება, ახლა კი კომპანიას ამის რესურსი არ აქვს. „ლაზის პრიორიტეტი ახლა არსებული პლანტაციების შენარჩუნებაა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ჩაი ძალიან სწრაფად იყიდება, კომპანიას წარმოების მასშტაბების გაზრდა არ შეუძლია. აღსანიშნავია, რომ „ლაზი“ საექსპორტო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, კომპანიის მთავარი საექსპორტო პარტნიორი ჩინეთია, მათ მიერ მოყვანილი ჩაის 80% სწორედ ჩინეთში იყიდება.

 

„ჩინელებმა შარშან, ჩვენთან დამზადებული ჩაი ტექნიკური მიზეზების გამო ექსპორტზე ვერ გააგზავნეს. ამის გამო მაისში შესყიდვისგან თავი შეიკავეს, თუმცა კონტრაქტი ისევ დავდეთ და 35 000 ლარის ჩაი უკვე შეისყიდეს, ვიმედოვნებთ, რომ პროცესი გაგრძელდება. მათ კილოგრამში, ამ ეტაპზე 26 ლარი გადაიხადეს, პროდუქტს თვითონ აფასოებენ რის შემდეგაც ქართული ჩაი 50 დან 80 დოლარამდე ღირს. ჩვენ ასევე გვქონდა ჩაი, რომლის ფასი ხარისხის გამო 200 ლარი იყო, თუმცა ყინვებმა წელს ხარისხი მნიშვნელოვანად გააფუჭა. ჩინეთის გარდა პროდუქციას უკრაინასა და თურქმენეთში ვაგზავნით. ყველაზე დიდ მოწონებას იმ ქვეყანაში იმსახურებს, სადაც კარგი ჩაის ფასი იციან, რა თქმა უნდა ეს ქვეყანა ჩინეთია. USAID–ის პროგრამის ფარგლებში სტუმრად იყვნენ სპეციალისტები, რომლებმაც ჩვენი პროდუქტის დეგუსტაცია ჩაატარეს. შემდეგ ჩაი კანადაში წაიღეს ექსპერტებთან, სადაც ჩვენმა მწვანე ჩაიმ ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა. მათგან მივიღეთ რეკომენდაციები, რომ ფასი რვა დოლარიდან 20 დოლარამდე გაგვეზარდა. ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ქართულ მწვანე ჩაის“, - განმარტავს გონერი სალია.

 

საქართველოში ჩაის კულტურას თითქმის 200 წლიანი ისტორია აქვს. ჩაის პირველი ბუჩქი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროში გამოჩნდა. ნელ-ნელა ეს კულტურა შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა და საუკუნის შემდეგ პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს მიწების დიდი ნაწილი მოიცვა. დღეს საქართველოში ჩაის პლანტაციები 8000 ჰექტარს იკავებს, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი იკრიფება. სწორედ ამიტომ დაიწყო სახელმწიფომ პროგრამა „ქართული ჩაი“ რომლის ფარგლებში, 1 192 ჰა გაველურებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდა.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up