სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმედოვნებს, ფქვილის ფასის სუბსიდირების აუცილებლობა აღარ იქნება

სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმედოვნებს, ფქვილის ფასის სუბსიდირების აუცილებლობა აღარ იქნება

access_time2021-05-10 11:40:00

„ველით, რომ ფქვილის ფასის სუბსიდირების გაგრძელების აუცილებლობა აღარ იქნება“, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხორბლის ახალი მოსავლის მიღების შემდეგ, ბაზარზე ფასის კლების მოლოდინი აქვს.

„ამ დროისათვის, ფასების მკვეთრი ზრდა შეჩერდა. ერთი პერიოდის განმავლობაში იყო კლების კარგი ტემპი, რომელიც შემდეგ გაჩერდა. ვაკვირდებით ბაზარს და ამის გათვალისწინებით, მთავრობა იმ მოცემულობისთვის ადეკვატურ და შესაბამისი გადაწყვეტილებას მიიღებს. ველით, რომ ფქვილის ფასის სუბსიდირების გაგრძელების აუცილებლობა აღარ იქნება,“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.

მისი თქმით, დღის მდგომარეობით, ქვეყანაში 100 ათასი ტონა ხორბლის მარაგია, რაც საქართველოს 2.5-3 თვის მოხმარებას დააკმაყოფილებს.

„სტაბილურად ვგრძნობთ თავს და 100-120 ათასი ტონის მარაგით ვეგებებით ყოველ მომდევნო თვეს“, - განაცხადა ხანიშვილმა და აღნიშნა, რომ ბაზარზე ბევრი მოთამაშეა, რომლებიც აანალიზებენ ვითარებას და თადარიგს იჭერენ.


„ხორბალში რუსეთს აქვს თავისი პოლიტიკა, ეს მისი არჩევანია. დღეს მოქმედებს 50 ევროიანი საექსპორტო გადასახადი, რომელიც 1 ივლისიდან შეიცვლება სხვა მეთოდიკით, მაგრამ ცვლილების მიუხედავად, წინასწარ ვიცით, რომ საექსპორტო გადასახადი იარსებებს. რუსეთიდან ხორბალს ფასის ეფექტიანობის გამო ვყიდულობთ. თუ საექსპორტო გადასახადი 47 დოლარი იარსებებს, იმპორტიორები ალტერნატიული მომწოდებლების მოძიებაზე იმუშავებენ. მსოფლიოში საკმაოდ უხვი მოსავალია პროგნოზირებული, აქედან გამომდინარე, შეიძლება გადავერთოთ ევროპულ ხორბალზე, ფრანგულ ან რუმინულზე, ან კანადური ხორბალი ვიყიდოთ. ასეთ შემთხვევაში არა სამი ან ხუთი ათასი ტონიანი გემით, არამედ შეგვიძლია წამოვიღოთ 50 ათას ტონიანი გემით, ფრახტის ფასი გავაიაფოთ და ის მივიღოთ ფოთის პორტში. ქართველი იმპორტიორებისთვის რომელი ბაზარიც იქნება მისაღები იმ ბაზრიდან შემოიტანენ ხორბალს და აქაც არ შეიქმნება დეფიციტი. იმპორტიორები ბაზარს უყურებენ და აკონტროლებენ“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

business-partner.ge

თეგები:
ფქვილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up