სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტები „ერთიანი აგროპროექტის“ ქვეშ ერთიანდება

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტები „ერთიანი აგროპროექტის“ ქვეშ ერთიანდება

access_time2016-06-21 12:13:17

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ერთი ქუდის - „ერთიანი აგროპროექტის“ ქვეშ ერთიანდება. 


როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ერთიანი აგროპროექტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე ყველა პროექტს ერთად მოუყაროს თავი „ერთიან აგროპროექტში“, რათა მთავრობის მუშაობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტიანი და სახელმწიფო პროექტებით სარგებლობამ ხალხს უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს. 


„მიგვაჩნია, რომ „ერთიანი აგროპროექტი“, როგორც ერთი მასშტაბური პროექტი, მოემსახურება სასიკეთო ცვლილებებს, რომლებსაც სოფლის მეურნეობის დარგში ვგეგმავთ. ეს ხელს შეუწყობს მათ წარმატებით განხორციელებას. რა თქმა უნდა, სოფლებში კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, თუმცა ეტაპობრივად ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საკმარისი რესურსი საამისოდ, რომ გავაძლიეროთ სოფელი, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ჩვენი პროდუქცია გავხადოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ჩვენ ამ მიზანს ნამდვილად მივაღწევთ. საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტი საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპის და სხვა საერთაშორისო ბაზარზე და ქართული სოფელი გახდება ეკონომიკურად ძლიერი, ხოლო წელში გამართული“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 



პრემიერ-მინისტრმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას და მის გუნდს. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნება ისევე როგორც ტურიზმი, საქართველოში ყოველთვის იქნება სტრატეგიული მიმართულება. 


„არც ერთ სხვა დარგში არ არის ამხელა ეფექტი დასაქმების კუთხით. თითოეული ლარი დახარჯული სახელმწიფოს მხრიდან სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაში არის თითოეული ქართული ოჯახის ბედნიერება და წელში გამართული ოჯახები“, - აღნიშნა პრემიერმა.



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up