სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად მეცხვარეობის დარგის წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად მეცხვარეობის დარგის წარმომადგენლებს შეხვდა

access_time2016-05-30 09:00:08

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად მეცხვარეობის დარგის წარმომადგენლებს შეხვდა. 


სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მეცხვარეობის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია ისეთ დაავდებებზე, როგორცაა ცხვრისა და თხის ყვავილი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, თურქული დაჯილეხი. 


სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი და ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად თავიდან იქნა აცილებული წვრილფეხა პირუტყვის ჭირის გავრცელება, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე წლის დასაწყისში დაფიქსირდა. უახლესი მონაცემებით, მილიონ 400 ათასი სული პირუტყვია ვაქცინირებული. 


2015 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 100 ათასამდე ცხოველია იდენტიფიცირებული. წლის ბოლომდე 700 ათასი პირუტყვის იდენტიფიკაციაა დაგეგმილი, რაც ცხოველის მიკვლევადობას და ექსპორტის წახალისებას შეუწყობს ხელს. 


2015 წელს ცხოველთა გადასარეკ ტრასებზე მოეწყო 2 ბიოუსაფრთხოების პუნქტი. ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 8 ასეთი პუნქტის აშენება. გადასარეკ ტრასებზე ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობა ცხოველების ჯანმრთელობის დაცვას და დაავადებების გავრცელების შემცირებას შეუწყობს ხელს. 



„მეცხვარეობის დარგის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს დარგის წარმომადგენლებთან. ცხოველთა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო საქართველოს, როგორც კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯის დამკვიდრებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას. აღსანიშნავია, რომ გაფართოვდა ექსპორტის გეოგრაფიული არეალიც,“ - აღნიშნა ოთარ დანელიამ. 


მიმდინარე წელს 28 500 სული ცხვრის ექსპორტი განხორციელდა არაბეთში, საუდის არაბეთსა და კატარში. აღსანიშნავია, რომ ქართული ცოცხალი ცხოველების ექსპორტი ეგვიპტეში პირველად განხორციელდა. ქართული ცხვრით დაინტერესდა ბაჰრეინის სამეფოც. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარკებების პროცესი.


მეცხვარეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და აღინიშნა, რომ თანამშრომლობა და მხარეებს შორის აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.



„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up