„სოფლის მეურნეობის დარგში  სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„

„სოფლის მეურნეობის დარგში სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„

access_time2020-01-22 10:45:14

სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო პროგრამებითა თუ საერთაშორისო დონორების დაფინანსებით მილიონობით ლარი დაიხარჯა, ამის მიუხედავად ექსპორტსა და იმპორტს შორის დეფიციტი მხოლოდ 2018 წელს 394 მლნ აშშ დოლარი იყო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოში 8,5 მილიარდი დოლარის აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, ე.ი. ჩვენ ყოველწლიურად საშუალოდ 1.2 მილიარდ დოლარს ვხარჯავთ უცხო ქვეყნების სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული ხალხის ხელფასებში, საწარმოო ხარჯებსა და ამ უცხოური წარმოებების მოგებაში. იგივე საანგარიშო პერიოდში საქართველოდან 5.1 მილიარდი დოლარის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.

 



„კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აისახება სოფლის მეურნეობის პროექტების შედეგები მოსახლეობაზე და რამდენად დადებით ეფექტი აქვს სახელმწიფოს მიერ გატარებულ პროგრამებს.

 

ეკონომიკის საერთაშორისო­ სკოლის (ISET) აგრარული მიმართულების უფროსი მკვლევარი ირაკლი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის დარგში  სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება. მისი თქმით, ბევრი სახელმწიფო პროგრამა მოკლევადიანი იყო და სისხლის გადასხმის ფუნქციას ასრულებდა.

 


„იმის თქმა, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამებმა შედეგი მოიტანა ძალიან რთულია. არის გარკვეული ძვრები, ჩაიდო ძალიან ბევრი ინვესტიცია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აგრო სექტორის მოდერნიზაცია მოხდეს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ეტაპზე, რომ ხდება სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, თანამედროვე სოფლის მეურნეობის ელემენტების შემოტანა მაგრამ, ეს ხდება ერთეულ შემთხვევებში, ძირითადად გვაქვს წვრილი ფერმერობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მიწა აქვს იმდენად დანაწევრებული, რომ მასზე მოსავლის მოყვანა არ არის მომგებიანი. ამდენად დიდ ძვრებს სოფლის მეურნეობის დარგში ვერ ვხედავ. კონკრეტული მიმართულებები შეგვიძლია ჩავშალოთ, ზოგან არის ზრდა, ზოგან კლებაა, ზოგან სწრაფად ხდება სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია ზოგან ნაკლებად, თუმცა, საბოლოო ჯამში რომ შევხედოთ სოფლის მეურნეობაში შექმნილ დამატებულ ღირებულებას, თუნდაც იგივე პირველად წარმოებაში ან გადამუშავებაში რაიმე ძირეული ცვლა ჯერჯერობით არ ჩანს“, - განმარტავს ირაკლი კოჭლამაზაშვილი.

 

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) აგრარული მიმართულების უფროსი იმ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას აფერხებს. ერთ-ერთ მიზეზის ირაკლი კოჭლამაზაშვილის აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიების არარსებობაა.

 

„დღეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულად ძალიან ბევრი ადამიანი ითვლება, (40 პროცენტზე მეტი) თუმცა, საქსტატი მუშაობს იმაზე, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულად ჩათვალოს ის ადამიანი, ვინც შემოსავლის უმეტეს ნაწილს სოფლის მეურნობიდან იღებს. ეს ადამიანები ვერ ქმნიან ეკონომიკის შვიდ და რვა პროცენტზე მეტს. ცალსახაა,რომ სექტორი არაპროდუქტიულია , რაც გამოწვეულია იმ სისტემური პრობლემებით,რომელიც დარგში არსებობს. თუნდაც იგივე მიწის ბაზრის განუვითარებლობა. საუბარია, როგორც მიწის რეგისტრაციაზე, ასევე მიწების გამსხვილების სტრატეგიაზე, რომელიც ჯერჯერობით არ ხორციელდება. მეორე მიზეზი არის ცოდნის ნაკლებობა, თანამედროვე ტექნოლოგიების ნაკლებობა სექტორში, რამაც ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა უნდა გაზარდოს . ეს არის ორი ძირითადი დარგის განვითარების შემაფერხებელი მიმართულება. ხშირად ფერმერების მხრიდან სახელდება ფინანსებზე ხელმიუწვდომლობა, მიუხედავად იმისა, რომ არის ძალინ ბევრი პროგრამა ფერმერებისთვის კვლავ საკითხი გამოწვევად რჩება“, - აცხადებს ირაკლი კოჭლამაზაშვილი.

 

ირაკლი კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობაში გრძელვადიანი პროექტებია საჭირო. ISET- ის აგრარული მიმართულების უფროსი ამბობს, რომ მაღალ პროდუქტიული სოფლის მეურნეობა უნდა გვქონდეს, რაც მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით 5- 10 პროცენტს შეიძლება შეადგენდეს.

 

„მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, მაგრამ იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი იქნება წამყვანი მიმართულება, თუნდაც იგივე დამატებული ღირებულების შექმნის კუთხით ეკონომიკაში. უმჯობესია მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი არ გაიზარდოს, კარგი იქნება სხვა სექტორები გაიზარდოს, ის რომელიც უფრო პროდუქტიულია. როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი ახალი მეთოდოლოგიით გადაითვალა, 2018 წელს სოფლის მეურნეობაში საკმაოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა, წინა წლებში სულ კლების ტენდენცია იყო. მაღალი ზრდა გამოწვეულია არა დიდი ინვესტიციებით, არამედ იმით, რომ უბრალოდ აგრარულად კარგი წელი იყო. ტრენდი წელს ვერ გაგრძელდება, შეიძლება იყოს ზრდა, მაგრამ მინიმალური. ამაზე მიგვანიშნებს 2019 წლის ბოლო სამი კვარტლის მონაცემები, რომელიც არც თუ ის სახარბიელოა, ვსაუბრობ სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების შექმნაზე“, - განაცხადა ირაკლი კოჭლამაზაშვილმა.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up