„სოფლის მეურნეობას მასშტაბური ცვლილებები და რეფორმები სჭირდებოდა, რომელიც საქართველოში ვერ განხორციელდა“

„სოფლის მეურნეობას მასშტაბური ცვლილებები და რეფორმები სჭირდებოდა, რომელიც საქართველოში ვერ განხორციელდა“

access_time2020-01-21 16:30:49

სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო პროგრამებითა თუ საერთაშორისო დონორების დაფინანსებით მილიონობით ლარი დაიხარჯა. სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა და ახლა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ 2016 წელს „კომერსანტს “განუცხადა, რომ 2018-2020 წელი იქნება კრიტიკული ზღვარი, როდესაც თვალსაჩინოდ დავინახავთ სოფლის მეურნეობის პროექტების შედეგებს. 

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აისახა სოფლის მეურნეობის პროექტების შედეგები მოსახლეობაზე და რამდენად დადებით ეფექტი აქვს სახელმწიფოს მიერ გატარებულ პროგრამებს. თავად, ახლა უკვე კომიტეტის თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია მედიაჰოლდინგთან კონტაქტზე არ გამოდის. 

 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა დამენია  კი აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობას მასშტაბური ცვლილებები და რეფორმები სჭირდებოდა, რომელიც საქართველოში ვერ განხორციელდა. „ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკის განვითარებაში რაც დრო გადის უფრო და უფრო მცირდება. დამენია „კომერსანტთან“ სოფლის მეურნეობის პროგრამების არაეფექტურობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ პროგრამების შედეგები მოსახლეობაზე უნდა აისახოს, თუმცა მისი თქმით, მოსახლეობა შედეგს ამ დრომდე ვერ იმკის.

 

„ამ ეტაპზე რთულია შედეგებზე ვისაუბროთ, ვთვლი,რომ  მასშტაბური ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობაში დადებითი ეფექტი ვიგრძნოთ. „დანერგე მომავალი“ პროგრამა,რომელიც ოთარ დანელიას მინისტრობის დროს დაიწყო გარკვეულწილად კონკრეტულ ადამიანებზე დადებითად აისახა და შედეგი მისცა, მაგალითად, სამეგრელოში ბევრი მოცვის და მალინის პლანტაციები გაშენდა, მაგრამ ეს დოვლათს ვერ შექმნის და ქვეყნის განვითარებაში წილს ვერ შეიტანს. თუ არ მოხდა გამსხვილება და ფერმერული მეურნეობის ხელშეწყობა, დადებით ეფექტს ვერ ვიგრძნობთ. ელემენტარულად ნიადაგი არ აქვთ შესწავლილი და არ ვიცით სად რა უნდა განვითარდეს, ასევე აუცილებლად უნდა განვითარდეს სამაცივრე მეურნეობები, რომლებშიც უნდა მოხდეს ხილის და ბოსტნეულის შენახვა. ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება,რაც მნიშვნელოვნად შეცვლის სოფლის მეურნეობის წილს ქვეყნის განვითარებაში. სამწუხაროა, რომ დღესაც არაფერი კეთდება იმისთვის რომ შედეგებზე შეძლოს გასვლა სოფლის მეურნეობის მიერ მოტანილმა სიკეთემ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“, რომლის მთავარი დანიშნულება აგრარული სექტორის საჭირო ტექნიკითა და მექანიზაციით მომსახურებაა ბოლო სამი წელია წაგებაზე მუშობს. ასევე წყალში გადაყრილი ფული იყო უფასო ხვნა-თესვის პროგრამა“, - განაცხადა ლაშა დამენიამ.

 


აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული აცხადებს, რომ სახელმწიფო პროგრამების შედეგები 2020 წლიდან იქნება თვალსაჩინო. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები საოჯახო მეურნეობიდან ფერმერულ მეურნეობაზე ნაწილობრივ გადავიდნენ. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარების შემაფერხებელი მიზეზი დარგში შესაბამისი ცოდნის ნაკლებობაა.

 

„იმ პროექტების პროდუქტიულობა, რომელიც სახელმწიფოს დახმარებით დავიწყეთ 2020 წლიდან გამოჩნდება. ბაღების გაშენებას, ფერმერული მეურნეობების დახმარება და ა.შ. ყველა პროგრამას სჭირდება დრო, მინიმუმ 4 წელია საჭირო იმისთვის, რომ მცენარე მსხმოიარობაში შევიდეს. გარკვეულწილად ვინც გააზრებული ნაბიჯები გადადგა და ისარგებლა ამ სიკეთით, ფერმერული მეურნეობები ჩამოალიბა. რა თქმა უნდა სასურველი იყო უფრო მეტი შექმნილიყო, მაგრამ ეს უკვე დამოკიდებულია ჩვენს სურვილზე, ჩვენს ცოდნაზე, ჩვენს გამოცდილებაზე. ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში სწორედ ცოდნის ნაკლებობა“,- აცხადებს გელა სამხარაული.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე, როგორ უნდა ებრძოლოს სახელმწიფო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ მიზეზს -განათლების არ ქონას და რას აკეთებს პარლამენტი ამ პრობლემის მოსაგვარებლად, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გვპასუხობს:

 

„არ მიმაჩნია, რომ ბრძოლა ამ სიტუაციას შეესატყვისება, კი არ უნდა ვებრძოლოთ, უნდა ვისწავლოთ. კომიტეტის ძირითადი მიმართულებები რაც გვაქვს არის ის, რომ მაქსიმალურად დავუახლოვოთ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობას, საუბარი მაქვს ევროკავშირზე“ , - განაცხადა გელა სამხარაულმა.


ბაჩო ადამია 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up