სოფლის მცხოვრები, რომელსაც მოსავალი საკუთარი მოხმარებისთვის მოჰყავს და არა კომერციული მიზნით, დასაქმებულად აღარ ჩაითვლება

სოფლის მცხოვრები, რომელსაც მოსავალი საკუთარი მოხმარებისთვის მოჰყავს და არა კომერციული მიზნით, დასაქმებულად აღარ ჩაითვლება

access_time2020-01-14 18:31:15

2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული კუთხით, დასაქმებულად აღარ ჩაითვლება.


„აქამდე თვითდასაქმებულად ითვლებოდა ნებისმიერი საკუთარ მამულში მომუშავე პირი, მიუხედავად იმისა, საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, თუ ბაზარზე გასაყიდად. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, თვითდასაქმებულთა კატეგორიიდან გამოირიცხებიან პირები, რომლებიც აღარ არიან ბაზარზე ორიენტირებული. ანუ, თუ ისინი თავიანთი მოწეული პროდუქციის 50 პროცენტზე მეტს არ ყიდიან ბაზარზე. ასეთი ადამიანები აღარ ჩაითვლებიან თვითდასაქმებულად“, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან საქსტატის ხელმძღვანელმა.


ამასთან, როგორც გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, 2020 წლის მესამე კვარტლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქსტატი ახალი მეთოდოლოგიით დათვლილ დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს, შესაძლოა, დასაქმების მაჩვენებლები რადიკალურად შეიცვალოს.



„როგორ სხვა ქვეყნებში პილოტურმა კვლევებმა აჩვენა, ახალი მეთოდოლოგიის დამკვიდრება იწვევს ძირეულ ცვლილებებს დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკაში, რაც დიდი ალბათობით, გაზრდის უმუშევრობის დონეს. ასევე, არ არის გამორიცხული დასაქმების დონის მაჩვენებლის შემცირება“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.


გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი სტანდარტი უკვე დაინერგა 20-მდე ქვეყანაში, მათ შორის სომხეთში, მოლდოვაში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. რაც შეეხება საქართველოს, თოდრაძის ინფორმაციით, 2020 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში მონაცემების შეგროვება მოხდება როგორც ახალი, ისე ძველი მეთოდოლოგიის კითხვარით, მესამე და მეოთხე კვარტლების მონაცემებს კი საქსტატი მთლიანად ახალი მეთოდოლოგიით გამოიკვლევს.


„დასაქმებულია დაახლოებით მილიონ 700 ათასი ადამიანი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ აქედან დაახლოებით 800 000 მოქალაქე გახლავთ თვითდასაქმებული. ესენი არიან, მაგალითად, საკუთარ მამულში უსასყიდლოდ მომუშავე პირები, ტაქსის მძღოლები, ძიძები, რეპეტიტორები და ა.შ. ახალი მეთოდოლოგიის ცვლილება ძირითადად ეხება თვითდასაქმებულებს, რომლებიც მუშაობენ სოფლად, საკუთარ მამულში. მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. ამ 800 ათასიდან დაახლოებით 70-80 პროცენტი დასაქმებულია სოფლად. შესაბამისად, მათი გადაკვალიფიცირება არის დაგეგმილი ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.


1tv.ge

თეგები:
საქსტატი



Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი

Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი
access_time2021-02-26 20:00:16
ათწლეულების მანძილზე ევროპის ავიაციაში 3 ურყევი ფაქტი იყო - პირველი - ბრიტანეთს ავიარეისების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვს, მეორე - ლონდონი სხვა ქალაქებთან ყველაზე უკეთესადაა დაკავშირებული, მესამე - აეროპორტი „ჰიტროუ“ პირველ ადგილზეა მგზავრთა რაოდენობით. პანდემიამ და მის წინააღმდეგ ბრძოლამ ეს ურყევი რეალობა რადიკალურად შეიცვალა - ამაზე საავიაციო ბიულეტენის The Anker Report-ის ექსპერტის რალფ ანკერის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგები მეტყველებს. მან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-26 21:00:20
 დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ...

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია "5 ელემენტი" გამოჩნდა

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია
access_time2021-02-26 19:00:23
ქართული ტურისტული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული და უნიკალური ტურებით ახალი კომპანია „5 ელემენტი“ გამოჩნდა.როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განაცხადა, კომპანიის ტურები იქნება ბევრი ელემენტის ერთობლიობა, როგორიცაა: ქვესტები, ფიზიკური თუ ინტელექტუალური აქტივობები, დრონით გადაღება, ვიდეო მონატაჟი. „გარდა ამისა, ტურებში აუცლებლად იქნებიან საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები, რაც კიდევ უფრო სხვა ელფერს შესძენს ჩვენს ტურებს“, – დასძენს...

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-26 18:16:21
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დღეს გამართულ ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე ასოციაციის წევრებმა იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სეტორის დროულ აღდგენას შეუწყოფს ხელს. შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა, საუბარი შეეხო სახმელეთო საზღვრის ეტაპობრივი გახსნის საჭიროებას, რადგანაც ამ გზით ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის გარეშე დროულ...

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის
access_time2021-02-26 17:10:15
ფერმერთა ასოციაცია ქართველების გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამას ნაწილობრივ აკრიტიკებს. ნინო ზამბახიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანებს მიგრაციისკენ უბიძგებს. ზამბახიძე ეჭვობს, რომ გერმანიაში 3 თვით წასული მოქალაქეები საქართველოში დაბრუნებისგან თავს შეიკავებენ.   „ქართული შრომის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური კადრები იყო. სოფლის მეურნეობის სექტორი დასაქმების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახლდათ....


მსგავსი სიახლეები

up