საქართველოში, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო მოქალაქეების მომსახურებას განახორციელებს შემდეგი განრიგით: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სააგენტოს პროგრამებით/პროექტებით განსაზღვრული ნებისმიერი დოკუმენტაცია მიიღება ელექტრონული ფორმით, ელ.ფოსტის მისამართზე: document@rda.gov.ge
სოფლის განვითარების სააგენტო, პანდემიის პირობებში შემუშავებული რეგულაციების სრული დაცვით, მუშაობას 2021 წლის 18 იანვრიდან განააახლებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.