გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფისთვის ახალი სისტემების პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
„სამუშაოებს 11 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
პროექტის ფარგლებში სოფლების- ნუკრიანის, ზემო მაღაროსა და ზემო ბოდბეს სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემები მოეწყობა.
დაინტერესებულ პირებს წინადადების წარდგენა 11 ნოემბრიდან - 17 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
წყალმომარაგების სისტემა სამივე სოფელში მოძველებულია. ასევე , რეაბილიტაციას საჭიროებს არსებული სატუმბო სადგური და ჭაბურღილები. გარდა ამისა, მოეწყობა ახალი მაგისტრალური მილები.
პროექტის შედეგად აღნიშნული სოფლების მოსახლოება, ჯამში 2 500-ზე მეტი ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს. გამარჯვებული კომპანიამ სამუშაოები 17 თვეში უნდა დაასრულოს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.