დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 1 ან 2 წევრისგან - 17 000 ლარის ნაცვლად, 22 000 ლარი;
• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 3 წევრისგან - 21 000 ლარის ნაცვლად, 25 000 ლარი;
• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 4 წევრისგან - 23 000 ლარის ნაცვლად, 28 000 ლარი;
• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 5 წევრისგან - 26 000 ლარის ნაცვლად, 31 000 ლარი;
• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 6 წევრისგან - 29 000 ლარის ნაცვლად, 34 000 ლარი;
• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 7 წევრისგან - 32 000 ლარის ნაცვლად, 37 000 ლარი;
• დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 8 წევრისგან - 35 000 ლარის ნაცვლად, 40 000 ლარი, ხოლო ყოველ შემდეგ წევრზე დამატებით 3000 ლარი.
მიმდინარე წელს, დევნილთა სააგენტო „სოფლად სახლს“ 1200-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.