სოფიო გორგოძის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა, დაახლოებით, 20-30 აბიტურიენტმა ვერ მოახერხა

სოფიო გორგოძის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა, დაახლოებით, 20-30 აბიტურიენტმა ვერ მოახერხა

access_time2019-07-02 21:35:19

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული აბიტურიენტების უმრავლესობამ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დასწრება მოახერხა.


როგორც სოფიო გორგოძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გამოცდისთვის ენგურის გამშვებ პუნქტზე ე.წ. საზღვარი აბიტურიენტების მცირე რაოდენობამ ვერ გადმოკვეთა.


„რამდენი აბიტურიენტი ვერ გადმოვიდა ოკუპირებული ტერიტორიიდან, მათ შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გვექნება. როგორც მოგეხსენებათ, აბიტურიენტები ქალაქს ირჩევენ, სად სურთ მათ გამოცდის ჩაბარება, არ არის მითითებული სკოლა სად დაამთავრეს. თუმცა, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სხვადასხვა უწყებებიდან შევაგროვეთ, დაახლოებით, საუბარია 170-დან 180 აბიტურიენტამდე. ორ-სამ დღეში მეცოდინება ზუსტად, ვინ მოვიდა მათგან გამოცდაზე. იმ ინფორმაციით, რაც დღეს მაქვს, დიდი უმრავლესობა გადმოვიდა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის დაწერა შეძლეს. მათ შორის იმ პირებმაც, ვინც გამოცდაზე გუშინ უნდა მოსულიყო. დაახლოებით, საუბარია 20-30 აბიტურიენტზე, რომლებმაც გადმოსვლა ვერ მოახერხეს. თუმცა, ზუსტად ეს ციფრი მას შემდეგ მეცოდინება, რაც ნაშრომები გასწორდება და მათი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია გვექნება“, - განაცხადა გორგოძემ.


შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც გამოცდაზე გასვლა ვერ მოახერხა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას.



„რაც შეეხება ინდივიდუალურ საგამოცდო გრაფიკს, ვინაიდან უკვე მორჩა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ოთხივე სესია, ამ ეტაპზე, რაც შესაძლებელი იყო ყველაფერი გავაკეთეთ, რომ აბიტურიენტებს ამ 4 სესიის მანძილზე მოეხერხებინათ და დაეწერათ ტესტი. სამწუხაროდ, დღეის შემდეგ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის აღდგენას ვეღარ შევძლებთ. ეს ტექნიკურად არის შეუძლებელი. დამთავრდა ყველა სესია, გამოვიყენეთ ყველა ტესტი, ხვალიდან ჩვენ ვაქვეყნებთ ქართული ენის და ლიტერატურის ტესტებს და მის კიდევ ერთხელ გამოყენებას ვერ შევძლებთ. ასევე სისტემა არის ელექტრონულად აწყობილი და ტექნიკურად არ შეგვიძლია ახალი გამოცდის ჩატარება ამ ბავშვებისთვის.


თუკი იქნება გარკვეული გადაწყვეტილება მიღებული, რომ დარჩენილმა აბიტურიენტებმა მიიღონ უმაღლესი განათლება, ეს არის განათლების სამინისტროს პრეროგატივა, რაც მოითხოვს კანონში ცვლილებებს. ჩემი ინფორმაციით, სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს ამ ბავშვების უფლებების დასაცავად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათთვის სკოლის შემდგომი პროგრამაც არსებობს, რაც გულისხმობს, რომ ისინი ჩაირიცხებიან კონკრეტულ პროგრამაზე მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერთი თვის განმავლობაში ისწავლიან, შიდა გამოცდებს ჩააბარებენ და იქვე გაგრძელებენ სწავლას. ეს მეორე შანსიც არის, თუმცა, ესეც არის სამინისტროს პრეროგატივა“, - განაცხადა გორგოძემ.


ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.


ipn.ge





ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს

ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს
access_time2019-11-17 10:00:29
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:"-მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს: მოგმართავთ თქვენ, როგორც ექიმი ექიმებს - ჩვენ გვაერთიანებს მინიმუმ ჰიპოკრატეს ფიცი , რომლითაც პაციენტის მკურნალობა არის უზენაესი დანიშნულება ექიმის და არ ცნობს არანაირ ბარიერებს ნებისმიერი სახის დაპირისპირების ან ომის პირობებშიც კი. უამრავი. ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებელი,...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...


მსგავსი სიახლეები

up