„ქართული ოცნების“ პროგნოზი სოფლის მეურნეობის ორნიშნულიან ზრდასთან დაკავშირებით არ გამართლდა -  ფერმერების მთავარი გამოწვევბი

„ქართული ოცნების“ პროგნოზი სოფლის მეურნეობის ორნიშნულიან ზრდასთან დაკავშირებით არ გამართლდა - ფერმერების მთავარი გამოწვევბი

access_time2018-06-21 13:00:00


2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნება“ სოფლის მეურნეობის სექტორის ორ ნიშნულიან ზრდას პროგნოზირებდა. დარგმა 5  წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარზე მეტი დაფინანსება მიიღო. მიუხედავად ამისა სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდის ტემპი დაბალია.  რა გამოწვევების წინაშე არიან ფერმერები?

 

მთავარი გამოწვევა -  განათლება


მეფუტკრე- ფერმერი ნიკო წივწივაძე, ამბობს, რომ 2017 წელს სახელმწიფოს თუ დონორების მიერ დაფინანსებულ 69 ტრენინგში მიიღო მონაწილეობა, თუმცა საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღო:


„საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება ტრენინგებზე და განათლებაზე. მაგრამ ამას ეფექტი ვერ მოაქვს. ინფორმაციას მოძველებული ტექნოლოგიების შესახებ გვაწვდიან. ქართულ თაფლს აქვს ევროკავშირის ბაზარზე გასვის პერსპექტივა, მთავრობის პოლიტიკა ფერმერების განალთების შესახებ უფრო გააზრებული უნდა იყოს“


მეორე გამოწვევა - ლაბორატორიები


უცხოეთის ბაზარზე ადგილობრივ თაფლზე და თხილზე მოთხოვნა მზარდია. თუმცა თაფლის და თხილის მწარმოებელი ფერმერები „კომერსანტთან“ საუბარში ამბობენ, რომ მთავარი გამოწვევა ლაბორატორიებია, სადაც  ევროსტანდარტების შესაბამისი სერთიფიკატი უნდა მიიღონ.


კოოპერატივ „გურიის თხილის“ გამგეობის თავმჯდომარე ლია მუხაშავრია „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ თხილის ბიზნესის განვითარება ვერ მოხდება, თუ ნაწარმის კომპონენტური შემოწმება ადგილზე არ მოხდა:


„ევროკავშირის ბაზარზე თხილზე მოთხოვნა არის. პროდუქცია გადის,მაგრამ რისკები მაღალია, რომ შემოწმება ვერ გაიაროს და უკან დაბრუნდეს. ხელისუფლება ამ მიმართულებით უნდა წავიდეს და ქვეყანაში სათანადო ლაბორატორია უნდა გაიხსნას სადაც თხილის ხარისხი შემოწმდება. შესაბამისად ეს უცხოეთის ბაზარზე უხარისხო პროდუქტის მოხვედრის რისკს გამორიცხავს“ - ამბობს მუხაშავრია.


ანალოგიური პრობლემის წინაშეა თაფლის წარმოებაც. კოოპერატივების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ამბობს, რომ 2019 წლის 1  იანვრიდან თაფლის ხარისხის შემოწმება ევროსტანდარტებით ადგილზე მოხდება.


„მიმდინარე კვირას დაიწყება  თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა, რომელიც სათანადო ლაბორატორიით აღიჭურვება. საწარმოს მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დასრულდება “ - აცხადებს მიშელაძე.


თაფლის მწარმოებლებს პროდუქტის ნიმუშები შესამოწმებლად ანტიბიოტიკებზე და დაავადებებზე ლიტვის ლაბორატორიაში მიაქვთ.



უთანასწორო კონკურენცია და ფალსიფიკაცია


ადგილობრივ ბაზარზე სოფლის მეურნეობის სექტორში კონკურენცია მძაფრია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყოველ წელს მოსახლეობის გამოსაკვებად ქვეყანაში 1 მილიარდ დოლარზე მეტი პროდუქცია შემოდის. ადგილობრივ წარმოებას იმპორტთან კონკურენცია უჭირს. ამას ემატება მსხვილი  მარკეტების კაბალური ხელშეკრულებები, რაც ადგილობრივი ნაწარმის ქსელში დაშვებას პრობლემას უქმნის:


„მთავარი გამოწვევა არის ბაზარი. რაც უფრო მაღალ ღირებულ პროდუქტს ქმნი, მით უფრო რთულია მისი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზება. ამიტომ ევროპული ბაზარი არის მთავარი გამოსავალი და გამოწვევაც ის არის როგორ გაიტანო პროდუქცია“ - ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში მეწარმე ნატალია ფარცხალაძე. 


სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი „კონა“ ჩაის კომპოზიციებს აწარმოებს ნატალია ფარცხალაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ  მსხვილ სუპერმარკეტებში პროდუქციის შეტანა რთულია. „მაგალითად „გუდვილი“, უწყვეტ მომარაგებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 50 ათასი ლარია. მცირე მეწარმეებისთვის მსხვილი სუპერმარკეტები მიუწვდომელია. “


კომერსანტთან“ ფალსიფიკაციის პრობლემაზე საუბრობს თუშური ყველის მწარმოებელი  კოოპერატივი „ალაზნისთავის ერთერთი დამფუძნებელი დავით მუმლაძე .  მისი თქმით,  ყველის ადგილობრივ ბაზარზე  ფალსიფიკაციის დონე  მაღალია:

 


„გუდის ყველის წარმოებაში ფალსიფიცირების დონე მაღალია. ამ პროდუქტის წარმოებას თავისი ციკლი აქვს. დღეს  აწარმოებენ პროდუქტს ცელოფანში და გუდის ყველის სახელით ყიდიან. სტანდარტებია შესაქმნელი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს  გაწერილი როგორ იწარმოება გუდის ყველი, მაგრამ  ამ რეგულაციის იმპლემენტაციაა საჭირო. “



სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოლიდური დაფინანსების ფონზე, ამ სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში წლიდან წლამდე მცირდება. 2017 წელს მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) სოფლის მეურნეობის სექტორის წილი 8,2 % -ია. ეს მაჩვენებელი 2012 წლის ნიშნულზე  დაბალია.




საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მეტი პროდუქტი ექსპორტის სახით თურქეთში გააქვს, შემდეგ რუსეთსა და ჩინეთში. ამ ქვეყნების სიის ათეულში ევროპული ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიაა [მე-7 ადგილი], ბულგარეთი [მე-9 ადგილი] იტალიაა [მე-10 ადგილი].





საექსპორტო პროდუქტების ხუთეულში სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან მხოლოდ ქართული ღვინოა. საქართველოდან ექსპორტის სახით ყველაზე მეტად სპილენძი და ფეროშენადნობები გადის, ასევე მსუბუქი ავტომანქანები [იგულისხმება სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ავტომობილების ექსპორტი].





სტატისტიკური მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სექტორი ინვესტორების  ინტერესის სფერო ვერ გახდა. საინვესტიციო პორტფელში ეს დარგი არ ფიგურირებს





 

 კომერსანტი





Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი
access_time2021-04-23 09:55:25
Galaxy A სერია წლების განმავლობაში ინარჩუნებს ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სმარტფონის სტატუსს სამსუნგის ბიუჯეტური მოდელების კატეგორიაში; დღეს მინდა დეტალურად გაგაცნოთ Galaxy A52, რომელიც სამსუნგმა 2021 წლის მარტში წარუდგინა მსოფლიოს;   Galaxy A52 აღჭურვილია თანამედროვე უსაზღვრო O ტიპის 6.5’’ ინჩიანი, FHD+ რეზოლუციის Super  AMOLED ეკრანით. A52-ის ეკრანის ყველაზე შთამბეჭდავი პარამეტრი მისი განახლების სიხშირეა. A52-ს 90 ჰერციანი ეკრანი აქვს და გადმოსცემს დინამიურ და გლუვ...

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს
access_time2021-04-23 10:00:58
დიდი ვარდნის შემდეგ საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვებში ზრდა ფიქსირდება. 2021 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით 2.917 მლნ ტონა ტვირთი გადაიზადა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3%-ით მეტია. კიდევ უფრო მეტად, 14%-ით 86.9 მლნ-მდე გაიზარდა სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი. 2012 წელს რკინიზის ტვირთბრუნვა 20.1 მლნ ტონას შეადგენდა. 2018 წელს ის 10 მლნ ტონამდე შემცირდა. 2019 წელს 8 წლიანი მუდმივი კლების შემდეგ ბრუნვა 8%-ით 10.8 მლნ ტონამდე...

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა
access_time2021-04-22 20:00:21
გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 2050 წლისთვის მსოფლიოს შემოსავლების მეხუთედი დაკარგოს, თუ კლიმატის ცვლილების შესწავლის პროგრამამ კრახი განიცადა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ აზია იმყოფება - კვლევა  Swiss Re-მ გამოაქვეყნა.   მოხსენება, რომელიც ინსტიტუტმა გაავრცელა, ხაზს უსვამს, რომ შემოსავალი შესაძლოა 18 პროცენტით დაბალი იყოს ვიდრე მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება არაა მოსალოდნელი.   აღმოჩნდა, რომ თუ პარიზის შეთანხმების...

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!
access_time2021-04-22 19:00:26
რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის „ფხიზელი რუსეთის“ წევრმა სულთან ჰამზაევმა რუსული რადიოსადგურის ეთერში ჩეხური ლუდის აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა, ეს ყველაფერი კი ჩეხეთის ქმედებების პასუხად.   მისი აზრით ასეთ შემხთევვაში ჩეხეთის პოლიტიკური ჯგუფები გაიაზრებენ, რომ მათი განცხადებები შეიძლება ეკონომიკური შედეგების მომტანი იყოს მთელი ქვეყნისთვის. ჰამზაევის თქმით, რუსები შეძლებენ სასმლის გარეშე არსებობას , ხოლო აკრძალვა კი მოსახლეობაში ალკოჰოლის პოპულარობას...

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა
access_time2021-04-22 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 22 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 22 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვისაა) ეროვნული...


მსგავსი სიახლეები

up