სოფელ წახანთან წყალსაცავი, სასეირნო ბილიკები და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი აშენდება

სოფელ წახანთან წყალსაცავი, სასეირნო ბილიკები და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი აშენდება

access_time2022-11-15 16:50:48

ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ წახანთან, მუნიციპალური განვითარების ფონდი 15 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს განახორციელებს. როგორც sknews.ge წერს, პროექტის მიხედვით, დაბა აბასთუმანში მდებარე არსებული რეკრეაციული ტყე-პარკში ხანძრის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების შემცირებისათვის, წახანთან წყალსაცავი აშენდება, რომელიც მიმდებარე სოფლების სამელიორაციო პრობლემასაც მოაგვარებს. დაგეგმილია წყალსაცავის მიმდებარედ ერთ კილომეტრამდე სიგრძის რეკრეაციული ზონების მოწყობა, მათ შორის სასეირნო ბილიკების, მოსასვენებელი ადგილების და გარე განათების.



მუნიციპალური განვითარების ფონდი საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის ტენდერზე წინადადებების მიღებას 8 დეკემბერს დაიწყებს.



არსებული ინფორმაციით, „დაბა აბასთუმანში მდებარე რეკრეაციული ტყე-პარკის რეაბილიტაციისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში მუშავდება სახანძრო უსაფრთხოების კონცეფცია, რეკრეაციულ ტყე-პარკში ხანძრის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების შემცირებისათვის ისეთი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებისათვის, რაც უზრუნველყოფს რეკრეაციული პარკის დაცვას ხანძრისაგან, ხოლო ხანძრის გაჩენის შემთხვევაში კი - მისი გავრცელების მაქსიმალურად შეზღუდვასა და ხანძრის ჩაქრობისა და სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის სათანადო პირობების შექმნას.



ხანძრის სახანძრო ავტომობილით და ვერტმფრენით ჩაქრობის ორგანიზებისათვის დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ წახანში არსებული წყლის საგუბრის (წყალსაცავის) რეაბილიტაცია-მოდერნიზება და სოფელ წახნისწყაროდან ზემოაღნიშნულ წყალსაცავამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. წყალსაცავის გამოყენება შესაძლებელი იქნება, აგრეთვე, მიმდებარე სოფლების გაწყლოვანების მიზნით“.




მუნიციპალური განვითარების ფონდის განმარტებით, წყალსაცავმა ხანძრის ქრობის მიზნით უნდა უზრუნველყოს, როგორც ვერტმფრენების, ასევე სახანძრო ავტომობილების წყლით უწყვეტად მომარაგება. წყალსაცავის მოცულობა -არანაკლებ 6,750 მ3 და არაუმეტეს 9,950 მ3 იქნება.


სოფელ წახნისწყაროდან წყალსაცავამდე მოსაწყობ ინფრასტრუქტურათა შორის არის:

სახანძრო ავტომობილებისთვის წყალსაცავთან მისასვლელი გზა, დაახლოებით 4.8 კმ, კაპიტალური საფარით;
გზის განათება დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე;
მდინარე კარხუხზე გადასასვლელი ხიდი;
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დაახლოებით 3 კმ, ქვესადგურით;
ვერტმფრენის დასაჯდომ-ასაფრენი მოედანი ერთი ვერტმფრენისათვის;
სამომსახურო შენობა-ნაგებობა, 1 სახანძრო მანქანის გასაჩერებლად და ტექნიკური მოსახურებისათვის (დასათვალიერებელი ორმოს ჩათვლით), მომსახურე პერსონალის და მეხანძრეების მოსასვენებელი სივრცით (5-კაციან ბრიგადაზე), საფრენი აპარატისათვის და სახანძრო მანქანებისათვის საწვავის სამარაგო ავზებით;



ტექნიკურ დავალებაში ვკითხულობთ, რომ სამუშოების არეალი მცენარეულის საფარისგან უნდა გაიწმინდოს, რაც დაახლოებით 4.5 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. პროექტის მომზადების პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მინიმუმამდე შემცირდეს ან/და მაქსიმალურად თავიდან იქნეს აცილებული პროექტის ზემოქმედება კერძო საკუთრებებთან.



სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისთვის 4 თვე ექნება, სამშენებლო სამუშოების განსახორციელებლად 11 თვე.



სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე არსებული ინფორმაციით, ტენდერზე წინადადებების მიღება 8 დეკემბერს დაიწყება და 13 დეკემბერს დასრულდება.



წყარო: sknews.ge/




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up