სოფელ შინდისს  24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

სოფელ შინდისს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

access_time2018-05-31 11:25:59


თბილისის მერია სოფელი შინდისის მოსახლეობისთვის 24-საათიანი წყლის მომარაგებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს კომპანია  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან" მოლაპარაკებების დაწყება  და 24-საათიანი წყლის მომარაგებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება დაავალა.


„შინდისი სააგარაკედ ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა და შეუძლებელია მისი განვითარება თუ ელემენტარულად, სასმელი წყალი არ აქვთ ადამიანებს. დაიწყეთ პროექტზე მუშაობა და წელსვე დავიწყოთ ამ პროექტის განხორციელება, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ამის პრობლემა არ ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ამასთან, თბილისის მერმა კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ თანამშრომლობისთვის.



„ჩვენ ძალიან ბევრ ქუჩაზე ვართ შესულები და ვაწარმოებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.  მათი მხრიდან ყოველთვის არის მზაობა თანამშრომლობაზე. იქ, სადაც ინფრასტრუქტურული ღონისძებები ხორციელდება, ჩვენ არ გვინდა, რომ დაიგოს ასფალტი და შემდეგ თავიდან მოგვიწიოს გადათხრა.  ამიტომ, პირველივე დღიდან მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად მიმდინარეობდეს ეს სამუშაოები , როგორც საკანალიზაციო, სანიაღვრე და ა.შ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


გარდა ამისა, თბილისის მერია სოფელ დიღომში საკანალიზაციო ქსელის მოსაწყობად 25 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის განხორციელებას იწყებს.


როგორც  მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტის პირველ ეტაპი 10 ქუჩას მოიცავს.


„წელს დაგეგმილი გვაქვს პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება, დაახლოებით 4 მილიონი ლარის სამუშაოები. ამ ეტაპისთვის ეს საპროექტო დოკუმენტაცია გადაგზავნილია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საიდანაც ველოდებით საბოლოო დასკვნას და დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში გამოვაცხადოთ ტენდერი მშენებლობასთან დაკავშირებით. წელსვე დავიწყებთ ამ სამუშაოებს და დიდი ნაწილი წელს იქნება შესრულებული. პირველი ეტაპი დაახლოებთ 10 ქუჩას მოიცავს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.




მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...

ნეტო აღრიცხვის პროგრამას აქვს პოტენციალი განახლებადი ენერგიების წახალისება და ათვისება მოახდინოს

ნეტო აღრიცხვის პროგრამას აქვს პოტენციალი განახლებადი ენერგიების წახალისება და ათვისება მოახდინოს
access_time2021-05-15 14:00:10
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“  სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის პირველმა მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ ლიბერალური ელექტრო ენერგეტიკული ბაზრის პირობებში აღრიცხვის პოლიტიკის განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნეტო აღრიცხვა მასიურად ხელმისაწვდომი პროგრამაა, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ როგორც მცირე კომერციულ და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე საყოფაცხოვრებო სუბიექტებისთვის განახლებადი ენერგიების წახალისება და ათვისება...


მსგავსი სიახლეები

up