სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

access_time2019-08-23 15:30:18

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.






3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო ავტოტრანსპორტი - 304, ავტოკიბე - 10   ეს ის ადამიანური და ტექნიკური რესურსია, რითაც სახელმწიფო ხანძარს ებრძვის.


ამ რესურსით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა წელს ტყის 20-მე მასშტაბური ხანძრის ლიკვიდაცია გართულებების გარეშე მოახერხა.





“ზაფხული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ძალიან დატვირთული პერიოდია. ტყის ხანძრები ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ გამოწვევად იქცა. გვახსოვს 2017 წლის ხანძარი ბორჯომის ხეობაში, რომელსაც მეხანძრე-მაშველები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდნენ. უკანასკნელ 5 წელიწადში, სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე 1 500-ზე მეტი ტყის ხანძარი დაფიქსირდა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 2 წელიწადში სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, როგორც ტყის ხანძრების რაოდენობის, ასევე ხანძრის შედეგად დამწვარი ფართობების მხრივ,“ - აღნიშნავს “კომერსანტთან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.


სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსის თქმით, არის შემთხვევები, როცა ხანძარი ტყის მასივებში ბუნებრივად ჩნდება, თუმცა, უფრო მეტად, ტყის ხანძრები ადამიანური ფაქტორებით არის გამოწვეული და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ და მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. არ დატოვონ დანთებული ცეცხლი უმეთვალყურეოდ, არ გადააგდონ ნამწვი, გაითვალისწინონ, რომ ერთი ნაპერწკალიც კი შესაძლებელია გახდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზი.


“ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საკუთარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, წინა წლის მოსავლის ნარჩენებს წვავენ. ასეთ დროს, ადამიანები ვეღარ ახერხებენ ცეცხლის შეკავებას და ხანძარი მასშტაბურ ტერიტორიებზე ვრცელდება. ხშირად საფრთხე ექმნება არამხოლოდ ტყის მასივებს, არამედ დასახლებულ ტერიტორიებსაც.


ასევე, განსაკუთრებით პრობლემატურია შემთხვევები, როცა დაგვიანებით ხდება მეხანძრე-მაშველების გამოძახება. ტყის ხანძრის დროული აღმოჩენა და შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება, მნიშვნელოვნად ამცირებს ზიანს. ტყეში ხანძარი ძალიან სწრაფად ვრცელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კერა საფუძველში აღიკვეთოს,“ - აცხადებს დავით სუხიშვილი.



მისი თქმით, ცეცხლი ხშირად ჩნდება მთაში, მეხანძრეებისთვის რთულად მისადგომ ადგილას, სადაც გადაადგილება სახანძრო ტექნიკით, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ასეთ დროს საჭირო ხდება დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის მობილიზება.



“ბოლო წლებში, ტყის ხანძრების დროს დამწვარი ტერიტორიის ფართობის შემცირება მნიშვნელოვნად გამოწვეულია ამ მხრივ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გაძლიერებით. არც ისე დიდი ხნის წინ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავტოპარკს ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი 20 ერთეული სახანძრო-სამაშველო მანქანა დაემატა. მუდმივ მზადყოფნაში არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ჩაქრობის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან. ჩვენი მაშველები ყოველთვის მზად არიან ხანძრების ჩასაქრობას, თუმცა პრევენციისთვის მნიშვნელოვანია. მისათვის რომ  ამაღლდეს მოსახლეობის ცნობიერება,ჩვენი სამსახური  აქტიურად მუშაობს, თუმცა თავად მოსახლეობის პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია   აღნიშნავს სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსი.


ნათია კეკენაძე





Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

 ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს
access_time2020-04-01 17:50:09
„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად...


მსგავსი სიახლეები

up