სოფელ მუშევანში კორონავირუსზე ყველა მცხოვრებს იკვლევენ

სოფელ მუშევანში კორონავირუსზე ყველა მცხოვრებს იკვლევენ

access_time2020-05-29 20:20:38

რამდენიმე საათია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. ადგილზე ეპიდემიოლოგთა ცხრა ჯგუფი მუშაობს, შვიდი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, ორი კი, ადგილობრივი. სოფელში 600-მდე საკვლევი მასალის აღებაა დაგეგმილი. სულ მუშევანში 250 ოჯახი ცხოვრობს. დღევანდელი ტესტირება ფაქტობრივად მთელ სოფელს მოიცავს.

 

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სოფელში იმყოფებოდა დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომელიც ტესტირების პროცესს დააკვირდა.

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი გახსოვთ, საქართველოში ყველაზე მეტად დაზიანებულია. სამ მუნიციპალიტეტში – ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში გვაქვს 60-მდე კოვიდ დადებითი შემთხვევა. ყველაზე დაზიანებულია ბოლნისი და მუშევანი. 55 შემთხვევაა სამკურნალო დაწესებულებებში გადაყვანილი. 60-მდე ადამიანი კარანტინშია.


 

გვინდოდა მთელი სოფლის გამოკვლევა, მაგრამ დამყოლობა იყო რთული. მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას, მათ ბევრი იმუშავეს. ასევე, ძალოვან სტრუქტურებს. ჩატარდა სერიოზული სამუშაო. ცხრა ბრიგადა მუშაობს. ვიყავი მისული. მოსახლეობა უკვე კმაყოფილებას გამოთქვამს. დამყოლობა იყო კარგი. 556 ადამიანს აუღეს სინჯი. ხვალ დღის ბოლომდე იქნება აღებული სინჯები, სულ 575 სინჯს ავიღებთ. მოვიცავით მთელი სოფელი. იმის მიხედვით, როგორი პასუხები იქნება, გადაწყდება, თუ რა ზომებს მივიღებთ“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

მუშევანი 25 აპრილიდან წითელი ზონაა და ჩაკეტილია.


1tv.ge




პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?
access_time2020-07-09 20:30:54
პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ (ვიცე-მარშალმა), დეპუტატმა მაგოჟატა მარია გოშიევსკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეხმაურება საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ...

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-09 21:30:12
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება  - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა
access_time2020-07-09 19:00:25
პროექტი „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ გულისხმობს გრძელვადიან კვლევით საქმიანობას, რომლის პირველი ეტაპი, თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების ბაზის შექმნას მოიაზრებს. კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ყოფილი რკინიგზის ჩიხი, ელექტროსადგური, რკინისა და ფოლადის მწარმოებელი საწარმო, ქიმიური წარმოება, ქარხნები და ფაბრიკები, სამრეწველო კომპლექსები. MUA-ს (Multiverse architecture) არქიტექტურულმა გუნდმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის თბილისის ინდუსტრიული...


მსგავსი სიახლეები

up