სოფელ მარტყოფში მესაქონლეობის მაღალტექნოლოგიური ფერმა გაიხსნება

სოფელ მარტყოფში მესაქონლეობის მაღალტექნოლოგიური ფერმა გაიხსნება

person access_time2016-05-06 14:00:34

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „მარტყოფის ბაგას“ მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმის (მერძეული-მეხორცეული) შექმნის მიზნით გარდაბანში, სოფელ მარტყოფში მდებარე 101980.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საინვესტიციო პირობებით გადასცა.


საინვესტიციო პირობების მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 509 408 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამასთან, კომპანია წლიურად უზრუნველყოფს არანაკლებ 1 000 000 ლიტრი რძის და არანაკლებ 2 500 კილოგრამი საქონლის ხორცის წარმოებას. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქციის წარმოების რაოდენობის გაზრდას, რაც დადებითად აისახება ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე.



სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 164 საწარმო დაფინანსდა. ამასთან, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 400 მილიონ ლარს აჭარბებს და 7 500 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.




გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა
access_time2019-09-19 17:15:52
ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის თქმით, კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა. “ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული...

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“
access_time2019-09-19 15:20:57
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა 84 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.   საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა, ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი....

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ
access_time2019-09-19 15:00:53
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ...

თინა ტურძილაძე: „ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის“

თინა ტურძილაძე: „ჩვენი სისტემის პირობებში, სადაც  არა გვაქვს ჯენერიკების სწორი სტრატეგია, ფასრეგულაციით დაწყება სწორი არ არის“
access_time2019-09-19 16:15:58
ჯანდაცვის კონსულტანტი თინა ტურძილაძე რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სახელმწიფომ მედიკამენტების ფასები ნაწილობრივ დარეგულიროს. როგორც ტურიძილაძე განმარტავს,მედიკამენტების ფასის რეგულირება ფასის შეკავების მექანიზმია, რომელიც როგორც წესი, ფარმაცევტული დანახარჯის შესამცირებლად და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად გამოიყენება. საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ დამოუკიდებლად ეს ინსტრუმენტი ეფექტური...

საქართველოდან ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში 24 პროცენტით, ევროკავშირში კი, 25 პროცენტით გაიზარდა

საქართველოდან ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში 24 პროცენტით, ევროკავშირში კი, 25 პროცენტით გაიზარდა
access_time2019-09-19 12:24:14
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტი 2 411.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12.4 პროცენტით მეტია.საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 274.0 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 24.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.8 პროცენტს შეადგენს. საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 571.1 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 25.3 პროცენტით მეტია წინა...


მსგავსი სიახლეები

up