სოფელ იორმუღალოში ფსტის ბაღები გაშენდა

სოფელ იორმუღალოში ფსტის ბაღები გაშენდა

access_time2016-08-22 15:00:18

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალოში ირანელმა ბიზნესმენებმა ფსტას (ლათ. Pistacia) ბაღები გააშენეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ორი კომპანიის „TR Georgia Project 2“ და „Aric Group”-ის ახლადგაშენებული ბაღები დაათვალიერა და კომპანიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.


მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. როგორც ირანელმა ბიზნესმენებმა აღნიშნეს, კომპანიები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. მათ გაშენებული აქვთ ვენახი, თხილის ბაღები და სხვადასხვა სახის ხილი.


განსაკუთრებული ყურადღება კი, ფსტას ეთმობა, რადგან საქართველოსთვის ის ახალი კულტურაა, შესაბამისად მისი წარმოების განვითარებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.


სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კომპანიის წარმომადგენლებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები აქტიურად დაეხმარებიან ფერმერებს და გაუზიარებენ ცოდნას, რათა ფსტის ხარისხიანი მოსავალი მოვიდეს და მეურნეობა წარმატებით განვითარდეს.



„ძალიან საინტერესო წამოწყება საქართველოში ისეთი კულტურების გაშენება, რომელიც ახალია და არ არის ადაპტირებული ჩვენი ქვეყნის გარემო პირობებთან, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია როგორც შიდა ბაზარზე, ისე საექსპორტო კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ ფსტა - კაკლოვანი კულტურა ნელ-ნელა სულ უფრო პოპულარული ხდება. ჩვენი სურვილია, რომ მისი ადაპტაცია საქართველოში პროფესიონალურ დონეზე მოხდეს, რათა მიღებული შედეგიც უფრო ეფექტიანი იყოს“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ახლო მომავალში, კომპანიები „TR Georgia Project 2“ და „Aric Group” მეურნეობის ტერიტორიაზე თხილის და ფსტის გადამამუშავებელი ქარხნების აშენებას გეგმავენ.


წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება და ექსპორტზეც გავა.


როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, 2020 წლისთვის სრულად დასრულდება მიწების კულტივირება, რის შემდეგ დაიწყება ტურიზმის მიმართულებით განვითარება. დაგეგმილია 5-ვარსკვლავიანი ვილების აშენება, ყველა საჭირო ატრიბუტიკით და გასართობი საშუალებებით. ეს იქნება ძალიან ლამაზი მწვანე სოფელი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის“, - აღნიშნა კომპანია “ARIC GROUP”-ის დირექტორმა, აფზალ რავარიმ.



ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...

გორში რე|ბანკის ფილიალი გაიხსნა

გორში რე|ბანკის ფილიალი  გაიხსნა
access_time2019-11-13 16:10:25
გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53, ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5 და ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩა #54. რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება
access_time2019-11-13 16:25:34
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები...


მსგავსი სიახლეები

up