საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე 8 კორპუსის წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
„პროექტის ფარგლებში მოეწყო კანალიზაციის ჭები, გამყვანი კოლექტორი და წყალარინების ქსელი.
სამშენებლო სამუშაოებს 128 549 ლარი მოხმარდა.
მშენებარე საცხოვრებელი კორპუსები 560 დევნილ ოჯახზეა გათვლილი.
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხვრებელი კორპუსების მშენებლობის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
დარჩენილი 6 კორპუსის მშენებლობა ეტაპობრივად - 2021 წლის გაზაფხულისთვის დასრულდება, რის შემდეგაც, ჯამში - 1800-მდე მაცხოვრებელი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.