„სოციალური უზრუნველყოფის საბიუჯეტო წილის ყოველწლიური ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის  სიღარიბის მაჩვენებელი უცვლელი რჩება“

„სოციალური უზრუნველყოფის საბიუჯეტო წილის ყოველწლიური ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელი უცვლელი რჩება“

access_time2020-02-07 10:00:40

სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თვიდან თვემდე იკლებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის იანვარში საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების რაოდენობა 442 112 იყო.  ეს რიცხვი 2019 წლის დეკემბერში 14 739 ადამიანით შემცირდა  და 422 970 შეადგინა. საარსებო შემწეობას საშუალოდ ქვეყნის მოსახლეობის 12 პროცენტი იღებს.

 

როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი აცხადებს, სოციალური დაცვის არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს სოციალურ სიდუხჭირეში მყოფი ადამიანების რეალურ გაძლიერებას და მათ მხარდაჭერას, დაძლიონ სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობა. მისი განმარტებით, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ სოციალური უზრუნველყოფის საბიუჯეტო წილის ყოველწლიური ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის  სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის უცვლელი რჩება.

 

„სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს. ერთის მხრივ, ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში აწარმოებს სიღარიბეს, წარმოქმნის ეკონომიკური უთანასწორობის იმ მასშტაბებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სიღარიბისთვის და დაუცველობისთვის სწირავს. მეორეს მხრივ, სახელმწიფოს არ აქვს სოციალური  დაცვის სისტემა, რომლითაც დაბალანსებდა ამ მდგომარეობას, ღარიბ მოსახლეობას დაეხმარებოდა და გააძლიერებდა. სოციალური დაცვის სისტემა არ არის მხოლოდ ფულის გადაცემა ღარიბებისთვის, ეს არის კომპლექსური პაკეტი, რომლითაც ადამიანმა და სიღარიბეს თავი უნდა დააღწიოს. იქნება ეს დასაქმების სერვისები, გადამზადების სერვისები თუ ბევრი სხვა სერვისი, რომლშიც ის იქნება ჩართული“, - განაცხადა კოტე ერისთავმა.

 

როგორც ცენტრის“ (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ამბობს, ქვეყანას არ გააჩნია ხედვა და პოლიტიკა თუ როგორ უპასუხებს სოციალურად მოწყვლად პირთა საჭიროებებს. მისი განმარტებით, სოციალური დაცვის პოლიტიკა არაადეკვატური და სუსტია. როგორც კოტე ერისთავი აცხადებს, არსებული პროგრამებით ტკივილის გაყუჩებას ახდენს  და პრობლემას მცირე დროით აგვარებს.

 


„დღეს რეალურად სახელმწიფო გვევლინება, როგორც ქველმოქმედი. მუნიციპალიტეტები არიან საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც თანხას უბრალოდ გასცემენ ყოველგვარი მხარდამჭერი სერვისების გარეშე, რომელიც ადგილზე უნდა ჰქონდეთ, რათა სოციალურად დაუცველი ადამიანები საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩაერთონ. პროგრამები არ არის დაფუძნებული სოციალურად მოწყვლად პირთა საჭიროებების კვლევაზე, შესაბამისად, მათი ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ჩვენს რასაც ვხედავთ არის ის, რომ იზრდება სოციალიური ხარჯები და სიღარიბის რიცხოვნობა არ მცირდება. ეს მეტყველებს სახელმწიფოს არასწორ მიდგომაში, ფრაგმენტული პოლიტიკით ცდილობს ადამიანი წლიდან წლამდე გადარჩენას. ეს არის პრობლემის მიმალვის და მიყუჩების პოლიტიკა და არა ადამიანის სიღარიბის დაძლევის პოლიტიკა“, - აცხადებს კოტე ერისთავი.

 

კოტე ერისთავი ამბობს, რომ ბაღდათში, რამდენიმე დღის წინ  მომხდარი ტრაგედია ცხადად აჩვენებს სიღარიბის დამანგრეველ შედეგებს, რომელსაც არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა ქმნის.

 

ეს არის სისტემური პრობლემა, მთელი სოციალური პოლიტიკა უნდა გავიაზროთ. მთავრი პოლიტიკის საკითხი უნდა იყოს ეს თემა და პოლიტიკოსები დღე და ღამე  ამაზე უნდა საუბრობდნენ. ტრაგედიის შემდეგ „ქართული ოცნების“  წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ განცხადებას არ გააკეთებდნენ, რადგან ტრაგედია რომელიც ათწლეულები თან გვდევს, პოლიტიკის ნაწილად არ მიაჩნიათ. ეს მაშინ, როცა მომხდარი სწორედ ხარვეზიანი პოლიტიკის შედეგია.

 

EMC მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს და მთლიანად საზოგადოებას აკისრებს, რამდენადაც ქვეყანაში არსებული უმწვავესი პრობლემების არდანახვას, სახელმწიფოს უმოქმედობასა და საზოგადოების გულგრილობას ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ.


 

არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს მოუწოდებს:

 

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმირება იმგვარად, რომელიც სამართლიანად გადაანაწილებს სახელმწიფოს ფინანსურ და სხვა ტიპის რესურსებს მოწყვლად ჯგუფებს შორის, მიზნად დაისახავს მათი სიღარიბიდან ამოყვანას და მაქსიმალურად იქნება მათ საჭიროებებზე ორიენტირებული.

 

  • უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ უსახლკარო შინამეურნეოებების (მათ შორის, სახელმწიფო და კერძო ობიექტებში თვითდახმარების მიზნით შესახლებული პირების) საჭიროებებისა და საცხოვრებელი გარემოს შეფასება, რომლის შედეგადაც მოხდება მათი დაკმაყოფილება უსაფრთხო და სათანადო საცხოვრისისა და სხვადასხვა მხარდამჭერი სერვისით;

 

  • უმოკლეს ვადაში შექმნან სხვადასხვა უსახლკარო ჯგუფის აღრიცხვისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მეთოდოლოგია, რომელიც ერთგვაროვანი იქნება ყველა მუნიციპალიტეტისთვის და გამორიცხავს რომელიმე მოწყვლადი ჯგუფის გაქრობას სახელმწიფოს ხედვის არეალიდან;

 

  • შექმნან უსახლკარობის პრევენციისა და რეაგირების ეფექტიანი პოლიტიკა (მათ შორის, სერვისები), რომელიც იქნება სოციალურად მოწყვლადი პირების საჭიროებებზე დაფუძნებული, გრძელვადიანი და მიზნად მათი ამგვარი მდგომარეობიდან ამოყვანას დაისახავს.

 

 ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up