„ნამახვანჰესის მოქმედი ხელშეკრულებით აშენება მიუღებელია“ - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

„ნამახვანჰესის მოქმედი ხელშეკრულებით აშენება მიუღებელია“ - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

access_time2021-04-13 10:00:41

მშენებარე ნამახვანჰესის გარშემო პროტესტი გრძელდება. აქტივისტები პროექტის სრულ გაუქმებას ითხოვენ. მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილისთვის თავად ჰესი პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ენკასთან დადებული ხელშეკრულება კატეგორიულად მიუღებელია. მათი განცხადებით კონტრაქტის პირობები, ეკონომიკურადაც წამგებიანია და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასაც ვერ უზრუნველყოფს.


აქტივისტების განმარტებით მათთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად მიუღებელი პუნქტი ვრცელი ტერიტორიის ინვესტორისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემაა. ხელშეკრულების მიხედვით, ენკას 121 ლარად 1.409 მლნ კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და 1.536 მლნ კვადრატული მეტრის ტყე გადაეცა. იმავე კომპანიას 99 წლიანი ვადით წლიურ 16 ლარად 2.372 მლნ კვადრატული მეტრის არასასოფლო-სამეურნეო მიწა და 445 ათასი კვადრატული მეტრის ტყეც გადაეცა. საბოლოო ჯამში ინვესტორმა 6 კვადრატულ კილომეტრამდე მიწის ნაკვეთი და ტყე 1700 ლარად მიიღო. გარდა ამისა კომპანიას რჩება უფლება 1 ლარად იმავე ფართობის „საჭირო მიწაც“ მოითხოვოს. პრობლემას ქმნის ასევე რიონის გარდა მდინარე ცხენისწყლის რესურსის გამოყენების შესაძლებლობა და ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ჰესის ვერ აშენების შემთხვევაში კომპანიას სახელმწიფოსგან $400 მლნ-ის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება უჩნდება.


ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი არგუმენტი ტარიფია. 6.2 ცენტი კვტ სთ/ზე რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 5 წლის შემდეგ ტარიფი 7 ცენტამდე, 10 წლის შემდეგ 8.1 ცენტამდე, 15 წლის შემდეგ კი 9.4 ცენტამდე გაიზრდება. ამასთან 15 წლის შემდეგ ენკას 15 წლის შემდეგ ელექტროენერგიის საქართველოში გაყიდვის ვალდებულება ეხსნება.  


იურიდიულ დეტალებში გასარკვევად "კომერსანტი" სოციალური სამართლიანობის ცენტრს დაუკავშირდა. ცენტრის სოციალური პროგრამის დირექტორის თათული ჭუბაბრიას განმარტებით, ჰესის მოქმედი ხელშეკრულებით აშენება მიუღებელია.


„საჯარო ინტერესი კერძო კომპანიის სასარგებლოდაა დათმობილი, ფისკალური ტვირთი იმდენად დიდია, რომ გაუმართლებელია პროექტს „სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე“ ეწოდოს. ენერგოდამოუკიდებლობაზე მითითებაც არასწორია, რადგან 15 წლის შემდეგ კომპანიას მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ექპორტზე გატანის უფლება ეძლევა“, - განაცხადა თათული ჭუბაბრიამ.



კითხვაზე რა არის პრობლემა ზოგადად ჰესი თუ კონკრტული ხელშეკრულება, სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი პასუხობს რომ არსებული ფორმითა და გარემოებებით პროექტის განხორციელება მიუღებელია და სანამ პირობები არ გადაიხედება ხელშეკრულების შედარება აუცილებელია. ის თავიდან უნდა გახდეს პოლიტიკური დისკუსიის საგანი, რათა ჰესი უკეთესი შეთანხმების საფუძველზე აშენდეს.


ენკას მიერ მოპოვებული გზშ - გარემოზე ზემოქმედების შეფასება ამ დროისთვის საიასა და მწვანე ალტერნატივას აქვთ გასაჩივრებული, თუმცა წელიწადზე მეტია სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა. რაც შეეხება თავად სოციალური სამართლიანობის ცენტრს ის სამართლებრივ დავას მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით აპირებს.


უკვე ერთი თვეა მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კაშხლის მშენებლობა 1 წლით შეჩერდა, თუმცა როგორც ირკვევა, მისი მშენებლობა დაწყებულიც არ ყოფილა. მეტიც კაშხალს ცალკე ნებართვა სჭირდებოდა, რაც ენკას არ გააჩნდა, სადერივაციო გვირაბის მშენებლობა კი დღემდე გრძელდება.


450 მეგავატიან ნამახვანიჰესის პროექტზე მუშაობა 70-იან წლებში დაიწყო. თავად ჰესზე 1988 წელს, მაგრამ მალევე გაჩერდა. ტექნიკურ-ეკონომიკური რეზიუმე ჯერ 2007 წელს პოლონურმა „ჰიდროდიზაინმა,“ შემდეგ 2011 წელს შვეიცარიულმა „შტუკმა,“ 2013-2014 წლებში კი იტალიურმა „StudioIng. G. Pietrangeli“-მა მოამზადა.


ჰესი კასკადურია და 2 წყალსაცავისგან შედეგება. ქვემო ნამახვანი სიმძლავრე 333 მგვტ, სარკის ფართობი - 5.1 კვადრატული კილომეტრი და ზემო ნამახვანი სიმძლავრე 100 მგვტ, (ბოლო კლვევის შემდეგ სიმძლავრე 17 მგვტ-ით შემცირდა) სარკის ფართობი - 1 კვადრატული კილომეტრი. სავარაუდო ჯამური წლიური გამომუშავება 1.560 მლრდ კვტ/სთ რაც წლიურად 750 000 ტონა CO2-ის გამოფრქვევის ალტერნატივას ნიშნავს. საინვესტიციო ღირებულება $800 მლნ-ს შეადგენს. ჰესი მაგნიტუდით 7.0 სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი. ჰესს თურქული ENKA აშენებს, რაც მოწინააღმდეგეებისთვის დამატებით არგუმენტს წარმოადგენს.


ტარიფთან დაკავშირებით მთავრობა აცხადებს, რომ 6.2 ცენტი პიკური ფასია, საშუალო შეწონილი კი 4.91 ცენტს შეადგენს, ხოლო 15 წლიანი საშუალო 5.74 ცენტს. ნამახვანჰესი 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up