სოციალური ქსელის როლი დასაქმებაში

სოციალური ქსელის როლი დასაქმებაში

access_time2021-11-27 12:30:33

სქროლავთ თქვენს ფოტოებს გასული შაბათ-კვირის ივენთიდან და გეცინებათ იმის გააზრებაზე, თუ როგორ ჰგავს ისინი The Hangover-ის კადრებს? ბრაზობთ თქვენს ამჟამინდელ ხელმძღვანელზე ან თანამშრომლებზე და გსურთ, რომ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწეროთ? კარგად დაფიქრდით…

სოციალურმა ქსელებმა, როგორიცაა FacebookTikTok და Instagram, ორგანიზაციებს კანდიდატის შესწავლისა და მათი დაქირავების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ახალი ინსტრუმენტი მისცეს. 

დასაქმების ვებგვერდის – CareerBuilder-ის კვლევის თანახმად:

  • დამსაქმებელთა 70% იყენებს სოციალურ მედიას კანდიდატის შესამოწმებლად დაქირავებამდე 
  • დამსაქმებელთა 54%-მა უარი თქვა განმცხადებლის დასაქმებაზე მის სოციალურ ქსელში ნანახი კონტენტის გამო
  • დამსაქმებელთა თითქმის ნახევარი (48%) ამოწმებს ამჟამინდელ თანამშრომლების გვერდებს სოციალურ მედიაში
  • დამსაქმებელთა მესამედმა (34%) უსაყვედურა თანამშრომელს ან გაათავისუფლა ის მის მიერ გამოქვეყნებული კონტენტის შინაარსის საფუძველზე.

CareerBuilder-ის მკვლევრებმა ასევე გამოიკვლიეს სამუშაოს მაძიებელი 266 ამერიკელის Facebook გვერდი.

„მათ მიერ გამოქვეყნებული ზოგიერთი ინფორმაცია მოიცავდა სფეროებს (განათლება, სამუშაო გამოცდილება და სხვა აქტივობები), რომლებსაც ორგანიზაციები რეგულარულად და ლეგიტიმურად აფასებენ დაქირავების პროცესში. მაგრამ პროფილების მნიშვნელოვანი წილი შეიცავდა დეტალებს, რომელთა გათვალისწინებაც შეიძლება, იურიდიულად აეკრძალოთ კომპანიებს, მათ შორის სქესი, რასა და ეთნიკური წარმომავლობა (გამოხატულია პროფილების 100%-ში), შეზღუდული შესაძლებლობები (7%), ორსულობა (3%), სექსუალური ორიენტაცია (59%), პოლიტიკური შეხედულებები (21%) და რელიგიური კუთვნილება (41%)“,  ვკითხულობთ კვლევის შედეგებში.  

როგორც კვლევიდან ირკვევა, სამუშაოს მაძიებელთა მრავალი პროფილი ასევე მოიცავდა ინფორმაციას, რომელიც პოტენციურ დამსაქმებლებს აწუხებდა: 

  • 51% შეიცავდა უხამსობას
  • 11% მიუთითებდა აზარტულ თამაშებზე
  • 26% აჩვენებდა ან მიუთითებდა ალკოჰოლის მოხმარებაზე
  • 7% მიუთითებდა ნარკოტიკების მოხმარებაზე

„თქვენ ხედავთ, რატომ უყვარს ბევრ დამსაქმებელს სოციალური მედია – ეს საშუალებას აძლევს მათ, აღმოაჩინონ ყველა ინფორმაცია, რის შესახებაც კითხვის დასმის უფლება ინტერვიუს დროს არ აქვთ“,  ამბობს ჩად ვან იდეკინჯი, აიოვას უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი. 


სოციალური ქსელები გვთავაზობენ უფასო, ადვილად მისაწვდომ პორტრეტს აპლიკანტზე, რაც გარკვეულ წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, მიაღწევს თუ არა ის წარმატებას სამსახურში. თუმცა, როგორც ირკვევა, მსგავსი წარმოდგენების წინასწარ შექმნა, არც ისე გამართლებულია: 

„შედეგებმა აჩვენა, რომ სოციალური მედიის შეფასებები არ აუმჯობესებს პროგნოზს იმის შესახებ, თუ როგორ შეასრულებს განმცხადებელი მომავალ სამუშაოს“,  ვკითხულობთ ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ სტატიაში. 

ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ევროკავშირის მარეგულირებლები მენეჯერებს უკვე უკრძალავენ კანდიდატის სოციალურ ქსელებზე თვალის დევნებას, თუ არ იქნება აღნიშნული პირის პირდაპირი თანხმობა. 

„არ ვამბობთ, რომ სოციალურ ქსელებში მოცემული ინფორმაცია დამსაქმებლისთვის უსარგებლოა“,  აღნიშნავს აიოვას უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი, – „მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვაქვს ინსტრუმენტები, რომლითაც ვიპოვით სიგნალს მთელ ამ ხმაურში.“

წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up