სოციალური პასუხისმგებლობა თუ მონოპოლია - „აგრო პროდუქციის შესყიდვა „ჯიბეს“ საქართველოს მთავრობამ სთხოვა“

სოციალური პასუხისმგებლობა თუ მონოპოლია - „აგრო პროდუქციის შესყიდვა „ჯიბეს“ საქართველოს მთავრობამ სთხოვა“

access_time2020-04-24 13:00:03

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში აგრარული ბაზრები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით დაიკეტა. მალფუჭებადი სურსათის ბაზარზე მიწოდების მიზნით ხელისუფლებამ კომპანია „ჯიბეს“ დახურული ზონებიდან აგრო-სასურსათო პროდუქტების შესყიდვის და დისტრიბუციის ნებართვა მისცა.  სურსათის შესყიდვა ერთადერთმა მსხვილმა კომპანიამ, რომელიც მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადებულ მუნიციპალიტეტში თავისუფლად შედის უკვე დაიწყო. გუშინ მარნეულში მოსახლეობა პროდუქციას შეკრების წესის დარღვევით ყიდდა, თუმცა, ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც მკაცრ საკარანტინო ზონაში ხდება.


მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონკურენციის არ არსებობის გამო ადგილობრივები იძულებულები არიან პროდუქტი კომპანიის დადგენილი დაბალი ფასით გაყიდონ. „კომერსანტი“ დაინტერესდა ერთადერთი შემსყიდველი რა პრინციპით ადგენს ფასს და აქვს თუ არა ადგილი ბიზნესის არა თანაბარ პირობებში ჩაყენებას. საკითხზე სასაუბროდ სავაჭრო ქსელ „ჯიბეს“კომერციულ დირექტორს სანდრო კახიძეს მივმართეთ. კახაძემ განგვიცხადა, რომ უამრავი შეკვეთა აქვს და ჩვენთან სასაუბროდ დროს ვერ გამონახავდა.

 

რაზეც არ გვესაუბრა „ჯიბეს“კომერციული დირექტორი, საუბრობს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი. ივა ჭყონია ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ „ჯიბეს“ სთხოვა აგრო პროდუქცია შეესყიდათ და ფერმერებს დახმარებოდნენ. მისი თქმით, არარელევანტურია და არასწორია კომპანიისთვის მონოპოლიის დაბრალება, რადგან როგორც ჭყონია ამბობს „ჯიბესთვის“ ეს პროექტი მომგებიანი არ არის და კომპანია ამას სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე აკეთებს. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით, კომპანია გამოირჩევა ლოგისტიკით და ინფრასტრუქტურით. სწორედ ამიტომ სთხოვა საქართველოს მთავრობამ დახმარება. თუმცა, ივა ჭყონია აცხადებს, რომ ნებისმიერ კომპანიას შეუძლია პროცესში ჩაერთოს. იგი ამბობს, რომ ვისაც აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა როგორც ასოციაცია, ასევე სოფლის მეურნეობის სამინსიტრო და საკოორდინაციო შტაბიც მზად არის დაეხმაროს, შევიდეს მარნეულში და შეიძინონ ფერმერებისგან პროდუქცია.

 


„ჯიბე გახლავთ ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, იმპორტიორი პირველადი მოხმარების პროდუქტების, აგრეთვე „ჯიბეს“ აქვს ბაზა საქართველოს ყველა რეგიონში სადაც აგზავნის თავისას და ასევ სხვის მიერ იმპორტირებულ პროდუქციას, რომელსაც ყიდულობს და თავის ბაზებში ყიდის საბითუმო ფასში. ბოლო პერიოდში დავდიოდით შეხვედრებზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროში იყო შტაბი შექმნილი, რომლის წევრიც ვარ მე. შეხვედრებზე ჩვენ მივიყვანეთ ყველა კომპანია, მათ შორის „ჯიბეც“ და სთხოვა სახელმწიფომ დახმარებოდა, რადგან ერთ-ერთი ისეთი კომპანიაა ვისაც თავისი ტრაილერები ჰყავს, ჩავიდოდა პროდუქციას შეიძენდა და წამოიღებდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ სახელმწიფო სთხოვა ჯიბეს, სხვა კომპანიებსაც ეძებენ. დღეს მომართა ერთმა შპს-მ რომელსაც უნდა მარნეულში შევიდეს და გამოვიდეს. არანაირი პრობლემა არ არის ნებისმიერს შეუძლია მარნეულში შევიდეს პროდუქციით დაიტვირთოს და წამოიღოს გასაყიდად, არავინ უშლის. გუშინ სამი ტრაილერი გამოიტანა კომპანია „ჯიბემ“. ნებისმიერ ბიზნეს ოპერატორს ვისაც აქვს საშუალება მოვუწოდებ და ვთხოვ შევიდნენ, გამოიტანონ და დაეხმარონ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზებაში ადგილობრივ ფერმერებს, არ არის შეზღუდული და არასწორ ინტერპრეტირებას ნურავინ აკეთებს. რა მონოპოლია აიღო რიგ შემთხვევაში ის რასაც აკეთებს „ჯიბესთვის“ არის ზარალი. მადლიერები ვიქნებით თუ ვინმე შევა, უბრალოდ, „ჯიბეს“ გარდა არ არის არც ერთი კომპანია, ვინც ამის დაორგანიზებას შეძლებს. არიან პატარა კომპანიები რომელიც არ ჩანს. პირობითად, „ჯიბეს“ თუ გამოაქვს 100 ტონა, ვიღაცას შეუძლია საკუთარი ავტომობილით შევიდეს და წამოიღოს 2 ტონა,“- განაცხადა ივა ჭყონიამ.

 

ივა ჭყონიას მოსაზრებას იზიარებს სავაჭრო ცენტრ „უნივერსამის“ კომერციული დირექტორი დავით ფარესაშვილი. მისი თქმით, საქართველოში ყველაზე კარგად ლოჯისტიკა „ჯიბეს“ აქვს დალაგებული.

 

„ყველაზე ორგანიზებული ლოგისტიკური ცენტრი აქვს „ჯიბეს“. რეალურად რა პროდუქციასაც ყიდიან ბაზარზე ყოველთვის კონკურენტუნარიანი ფასით გამოირჩევა. ბევრი კომპანია ახორციელებს ხილ-ბოსტნის იმპორტს თუმცა, მოუწესრიგებელი აქვთ ფასები, მოწოდება, დაწესებული აქვთ კვოტები, ცუდი ამინდები როდესაც არის პროდუქტის ფასს ზრდიან, ეგრე ხომ არ უნდა იყოს? აქედან გამომდინარე, კომპანიას ლოჯისტიკა და ოპერატიულობა დალაგებული აქვს. ჩემთვის მთავარია სწორ დროს კონკურენტულ ფასში მქონდეს საქონელი და ვინ მომიტანს პროდუქტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ლოჯისტიკა არის ჩვენს საქმეში ყველაზე მთავარი, რადგან მე ვერ დავუცდი ვიღაცას, რომელსაც დღეს არ სცალია და პროდუქტს ხვალ მომიტანს, ძალიან ხშირად ყოფილა მსგავსი ფაქტები. გააკეთოს სხვა კომპანიამ რატო არ აკეთებს? მარტო „ჯიბეს“ აქვს ისეთი სპეციალური მაცივრები, რომელიც პროდუქტს ინახავს რათა არ გაფუჭდეს. ვიცი, რომ თვითონაც არ უნდოდათ ეს საქმე რომ ჰქონოდათ, რადგან ძალიან შრომატევადია. იმდენად რთული საქმეა, რომ არავისთვის არ წარმოადგენს ეს პლიუსს, რომ გინდა თუ არა ხილ-ბოსტანი ჰქონდეს“, - განმარტავს დავით ფარესაშვილი.

 

 ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up