სოციალური პაკეტი შეეხება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს და თვითდასაქმებულებს, აგრეთვე იმ ადამიენებს ვინც სამუშაო დაკარგა, რისთვისაც ცალკე 450 მილიონი ლარია გამოყოფილი

სოციალური პაკეტი შეეხება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს და თვითდასაქმებულებს, აგრეთვე იმ ადამიენებს ვინც სამუშაო დაკარგა, რისთვისაც ცალკე 450 მილიონი ლარია გამოყოფილი

access_time2020-05-27 18:10:02

სოციალური პაკეტი რომელიც უკვე შეეხო 1 200 000 ოჯახს სხვადასხვა სახის დახმარებების ფორმით, იყო სწორი გადაწყვეტილება ტაქტიკურადაც და სტრატეგიულადაც. პირველ რიგში ეს შეეხება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს და თვითდასაქმებულებს, აგრეთვე იმ ადამიენებს ვინც სამუშაო დაკარგა, რისთვისაც ცალკე 450 მილიონი ლარია გამოყოფილი.  კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 3 თვით, საკრედიტო დავალიანებების გადავადება, რომელიც 600 000 ადამიანმა ისარგებლა და კიდევ 3 თვით არის გაგრძელებული, ასევე ყველაზე დიდი არმიისათვის პენსიონერებისათვის წინსწრებად პენსიების ჩარიცხვა და უკვე ივნისიდან პენსიის ზრდა 30 ლარით, უზრუნველყო დროში მათთვის მნიშვნელოვანი შეღავათი და ხარჯებში შეხიდება სახელმწიფოს მხრიდან,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში წერს და პრემიერ-მინისტრ  გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ წარდგენილ ანგარიშს

ეხმიანება.  

 

მისი თქმით,  როდესაც ოპოზიცია მუდმივად საუბრობს ეკონომიკის გაჩერებაზე და მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე თუ გაზრდილ უმუშევრობაზე, ხშირ შემთხვერვაში არის თითიდან გამოწოვილი.

 


,, პრემიერის გამოსვლიდან ცხადი გახდა, რომ ეს ატარებდა წმინდა სპეკულატიურ დატვირთვას. არ გაჩერებულა არც ერთი სტრატეგიული დანიშნულების ინდუსტრიული საწარმო, მათ შორის აგროსაწარმო. აქ საუბარია საკმაოდ დიდ რიცხვზე 65 000 ერთულზე, და პირველ რიგში ეს ეხება საექსპორტო პროფილის საწარმოებს. ნიშანდობლივია, რომ პრაქტიკულად არ შეჩერებულა ტრანსნაციონალური გადაზიდვები, ქვეყნის ტერიტორიაზე სატვირთო გადაზიდვების კუთხით, არის ძალზე მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყანაში სურსათის შემოსატანად, ასევე საერთაშორისო სატრანზიტო კონკურენტუნარიანობის არათუ შენარჩუნების, არამედ გაძლიერების თვალსაზრისითაც. რაც ასევე არის 6000 მძღოლის დასაქმებაც თავისთავად. ეს არის კრიზისი რომელიც არავინ არ იცის როდის დამთავრდება ან თუნდაც მეორე ან მესამე ტალღა იქნება თუ არა და სავარაუდოდ როდის. ასეთ დროს ოპოზიციის შეთავაზებები ერთჯერადად კონკრეტული თანხებით დახმარებაზე, რაც არის ერთჯერადი მოხმარება, პოპულისტურია და ატარებს დროში საკმაოდ მაღალ რისკებსაც. მეორე ან მით უმეტეს მესამე ტალღის შემთხვევაში სახელმწიფოს ისევ მოუწევდა ანალოგიური თანხებით დახმარებების გაწევა ბიუჯეტიდან და რაც თუნდა მეორე ტალღისას მისი სიდიდიდან გამომდინარე(მინიმუმ წლიური ბიუჯეტის 20 % -მდე) სერიოზულ პრობლემად იქცეოდა, ისევე როგორც ამ თანხის ბიუჯეტიდან ერთბაშად გასროლა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სიდიდიდან გამომდინარე( კვარტალური ბიუჯეტის 40 %), რაც სხვა მნიშვნელოვანი მუხლების დაფინანსების პრობლემასაც შექმნიდა. გარდა ამისა, ერთჯერადი დახმარება ასევე ატარებდა ინფლაციურ რისკებსაც სასურსათო საქონელზე მაღალი პანიკური და გაურკვეველი ფონიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კრიზისის საწყის ეტაპებზე და რაც მთავარია, სერიოზულ დილემად იქცეოდა საბანკო პროცენტების დაფარვაც.

ეს სოციალური პროგრამები არის გაცილებით მორგებული კრიზისის შედეგად თითოეულ დაზარალებულ ადამიანზე და ეკონომიკაზე ზოგადად, რადგან არსებული გაურკვევლობის პირობებში ერთჯერადი არ არის და მისი კორექციაც შესაძლებელია. თუნდაც არსებული სოციალური პაკეტი რომელიც უკვე შეეხო შეეხო 1 200 000 ოჯახს სხვადასხვა სახის დახმარებების ფორმით, იყო სწორი გადაწყვეტილება ტაქტიკურადაც და სტრატეგიულადაც. პირველ რიგში ეს შეეხება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს და თვითდასაქმებულებს, აგრეთვე იმ ადამიენებს ვინც სამუშაო დაკარგა, რისთვისაც ცალკე 450 მილიონი ლარია გამოყოფილი.

კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 3 თვით, საკრედიტო დავალიანებების გადავადება, რომელიც 600 000 ადამიანმა ისარგებლა და კიდევ 3 თვით არის გაგრძელებული, ასევე ყველაზე დიდი არმიისათვის პენსიონერებისათვის წინსწრებად პენსიების ჩარიცხვა და უკვე ივნისიდან პენსიის ზრდა 30 ლარით, უზრუნველყო დროში მათთვის მნიშვნელოვანი შეღავათი და ხარჯებში შეხიდება სახელმწიფოს მხრიდან.

და ბოლოს, საქართველო არის ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანა რომელიც წარმატებით გაუმკლავდა პანდემიას და საერთაშორისო შეფასებებიც ამის დასტურია”,- წერს გიორგი ცუცქირიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up