სოციალურ მუშაკთა ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

სოციალურ მუშაკთა ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

access_time2019-05-16 13:15:28

სოციალური მუშაკების ნაწილის თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იმ შეთანხმებას არ ასრულებს, რომელსაც უწყება ჯერ კიდევ გაფიცვების პერიოდში დაჰპირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს აჭარის სერვის-ცენტრში განუცხადეს, აჭარის რეგიონში , სამინისტროსა და სოციალურ მუშაკებს შორის შეთანხმების არც ერთი ნაწილი არ შესრულებულა.


„აჭარაში არაფერი შესრულებულა, ავტომობილების გამოყოფის, ტექნიკური საკითხების ჩამოშორების შეთანხმება გვქონდა, ასევე იყო მოთხოვნა,რომ ექსპერტიზის ბიუროში არ მივსულიყავით და ელექტრონული ხელმოწერა ეღიარებინათ, არც ეს შესრულებულა. აჭარაში არც ერთი შეთანხმება და ვალდებულება არ შესრულებულა“,-აცხადებს სოციალური მუშაკი ინგა დავითაძე.


მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა სამინისტროს და მინისტრის დონეზე არის გადასაწყვეტი და მათი სამუშაო პირობები და მოთხოვნები საპროტესტო ტალღის შემდეგაც იგივე დარჩა. მისივე თქმით, ამ დროისთვის სამოქმედო გეგმა არ აქვთ და „ერთადერთი რაზეც შეიძლება იფიქრონ სამსახურიდან წასვლაა“, რადგან მსგავს პირობებში მუშაობა შეუძლებელია.


„ელემენტარული , რაც შეიძლებოდა ჩამოგვშორებოდა და მოგვარებულიყო ადგილობრივ დონეზე ესეც არ ჩამოგვშორებია. მაგალითად: კოლეგებზე გადანაწილებულიყო ფუნქციები, ამის მოგვარება ადგილობრივად შეიძლებოდა და ესეც კი არ მოხდა. გვესმის, რომ „მოთხოვნები შესრულდება“, მაგრამ არაფერი არ არის. აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენი კოლეგები გვეუბნებიან, რომ რამდენიმე სერვის-ცენტრს მანქანა გამოეყოთ და სარგებლობენ, მაგრამ იქაც აქვთ პრობლემები. ყოფილა ორი დღე რომ მანქანა საერთოდ არ მისულა, მაგრამ როგორც კი გაახმაურეს მაშინვე დააყენეს მანქანები“,-აცხადებს სოციალური მუშაკი ინგა დავითაძე.


„ინტერპესნიუსი“ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ქუთაისის სერვის-ცენტრსაც დაუკავშირდა. ქუთაისის სერვის-ცენტრის სოციალური მუშაკი ნათია წივწივაძე აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილს სახელმწიფო ქუთაისის შემთხვევაში ასრულებს. მისვე ინფორმაციით, გამოიყო ავტომობილებიც და გადაადგილების პროცესში პრობლემები არ ექმნებათ, გარდა ამისა, სრულდება ტექნიკურ პროცედურებთან დაკავშირებული მოთხოვნებიც. რაც შეეხება სახელფასო ანაზღაურებას სოციალური მუშაკის თქმით, შრომით ანაზღაურების ნაწილში არაფერი შეცვლილა.


შეგახსენებთ, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვა 25 მარტს დაიწყო. ისინი სამუშაოს შესრულების დროს საჭირო რესურსების გამოყოფას ითხოვდნენ და დაბალ ანაზღაურებას, არასათანადო სამუშაო პირობებსა და ტრანსპორტის პრობლემას აპროტესტებდნენ. ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკების შემდეგ სოცმუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს, რადგან მოთხოვნების გარკვეული ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდა.


IPN





Bloomberg-ის სისტემაში ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება

Bloomberg-ის სისტემაში ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება
access_time2020-06-04 12:45:38
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.0175-ით დაიწყო, 12:40 საათისთვის 1 დოლარი 3.9850-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0416 ლარი შეადგინა.

დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს

დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს
access_time2020-06-04 11:26:59
იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური და სწრაფი...

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
access_time2020-06-04 09:25:22
ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ამ ერთერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიისგან ფინკა ბანკმა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო. “ფინკა ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო კომპანია სიმბიოტიკსთან თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი 15 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული აქტივობები დაგვეხმარება გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლების მომსახურება, განსაკუთრებით კი...

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს
access_time2020-06-04 10:10:02
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა. შეხვედრაში ასოციაციის ის წევრი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც სამშენებლო სექტორსა და უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებენ. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის მონაწილეები შეეხნენ იმ პრობლემატიკას, რომელიც მშენებლებსა და დეველოპერებს ბოლო წლებია აწუხებთ და რომელთა გადაწყვეტაც პოზიტიურად აისახება სექტორის განვითარებაზე მაშინ, როცა პანდემიის...

„20%-იანი სესხის პირობებში, შეუძლებელია ბიზნესმა მოგება ნახოს“-ევროპული ბიზნეს ასოციაცია

„20%-იანი სესხის პირობებში, შეუძლებელია ბიზნესმა მოგება ნახოს“-ევროპული ბიზნეს ასოციაცია
access_time2020-06-04 13:00:01
„ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში საჭიროა ეკონომიკური რეფორმების გააქტიურება.როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისას აცხადებს, პარლამენტიც და მთავრობაც ამ მიმართულებით მუშაობენ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. „კარგი მმართველობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს დიდი პრობლემაა ბიუროკრატია და ინვესტორები ხედავენ ამას. როდესაც იწყებ ბიზნესს და...


მსგავსი სიახლეები

up