„სოციალური მეწარმეობის სფეროს ხელშეწყობა თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“

„სოციალური მეწარმეობის სფეროს ხელშეწყობა თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“

access_time2022-09-30 15:50:00

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ (CSRDG) ევროკავშირის მხარდაჭერით, სოციალური საწარმოების რიგით მესამე, მასშტაბურ და გავლენაზე ორიენტირებულ B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) გამოფენას უმასპინძლა. 


გამოფენის მიზანი სოციალურ საწარმოებსა და ბიზნესსექტორს, ასევე, საზოგადოებრივ და სახელმწიფო სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებაა. წლევანდელი ღონისძიების თემა იყო პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის განვითარება მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად.



ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მიმართეს.



„მოხარული ვარ, რომ თბილისი მასპინძლობს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას - სოციალური საწარმოების მესამე მასშტაბურ B2B გამოფენას. სოციალური მეწარმეობის სფეროს ხელშეწყობა თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მხრივ, უკვე წლებია სისტემატურად ვუჭერთ მხარს, როგორც უშუალოდ სოციალურ საწარმოებს, ისე სფეროს განვითარებისთვის მოქმედ ორგანიზაციებს. სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან“ ერთად, დიდი ხნის წინ დავიწყეთ და აღნიშნულ სფეროს წლების განმავლობაში ვეხმარებით. თანამშრომლობის ფარგლებში, ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. მაგალითად: სოციალური საწარმოების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით სხვადასხვა შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რომლის ერთ-ერთი მაგალითია დღევანდელი B2B გამოფენა; „თბილისობის“ ყოველწლიურ დღესასწაულზე სოციალური საწარმოებისთვის სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები; სოციალური მეწარმეობის ფორუმის მხარდაჭერა; სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები ახალგაზრდებში; სოციალური სერვისების მიმწოდებელი საწარმოებისთვის ვაუჩერულ დაფინანსებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.




მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ასევე გაიხსნა სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკი“, რომელმაც აღნიშნული ფორმით, ერთ სივრცეში სოციალური მეწარმეების პროდუქცია პირველად გააერთიანა.



„დღეს საქართველოში 150-მდე სოციალური საწარმო ფუნქციონირებს. მათი მისიები მრავალფეროვანია. გვიხარია, რომ სოციალურ საწარმოებსა და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა დაინერგა და ეს გამოფენაც, სადაც 50-მდე სოციალური საწარმოა წარმოდგენილი, ამ გამოცდილების გაგრძელების კარგი შესაძლებლობაა. კიდევ ერთხელ მინდა გამოგიცხადოთ ჩემი მხარდაჭერა და თანადგომა. ჩვენ ასევე, აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას ბიზნესსექტორთან კომუნიკაციაში, რომ მათგან უფრო მეტი წარმომადგენელი დაინტერესდეს და მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.



ღონისძიების მონაწილეები 47 სოციალური საწარმოს პროდუქციასა და სერვისს გაეცნენ, შეხვდნენ სოციალურ მეწარმეებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. გამოფენის ფარგლებში, პირველ ოქტომბერს საშემოდგომო მარკეტიც გაიმართება, სადაც სტუმრები საწარმოების მრავალფეროვანი პროდუქციის დათვალიერებასა და შეძენას შეძლებენ. ასევე, ჩატარდება სემინარი, სადაც გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების საკითხებში ევროპული გამოცდილებისა და თანამედროვე ტენდეციების შესახებ გამოცდილების გაზიარებას შეძლებენ.



B2B გამოფენა CSRDG-ის ინიციატივით, 2017 წლიდან იმართება. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“. პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციებს შორის მუნიციპალიტეტის მერიაც შედის.



ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, სოციალური მეწარმეები, ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.


ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up