სოციალური მეწარმეები გრანტის დაბეგვრისგან განთავისუფლებას ითხოვენ

სოციალური მეწარმეები გრანტის დაბეგვრისგან განთავისუფლებას ითხოვენ

person access_time2016-04-03 14:05:52

სოციალურ საწარმო „ზესხოში" ამ ეტაპისთვის 3 შშმ ადამიანია დასაქმებული, საწარმო უშვებს სვანურ მარილ „ზესხოს". როგორ დაიწყო კომპანია „ზესხომ" წარმოება, რა პერსპექტივები აქვს ბაზარზე ქართული წარმოების სვანურ მარილს და გეგმავს თუ არა კომპანია მარილის გარდა სხვა პროდუქციის წარმოებას?


ამ საკითხებზე „კომერსანტთან" კომპანია „ზესხოს" ხელმძღვანელი გიორგი ალავიძე საუბრობს


- როდის დაფუძნდა კომპანია „ზესხო" და ტერიტორიულად სად მდებარეობს?


- ჩვენ 2012 წელს მოვიგეთ პროექტი, ევროპის ფონდის და სტრატეგიული კვლევების ცენტრის მიერ გამოცხადებულ სტუდენტულ კონკურსში. სტუდენტებმა სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით ერთერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ითანამშრომლეს. ამ პროექტში გავიმარჯვეთ და ავიღეთ 15 000 ლარი. გარდა ამისა, ვისარგებლეთ მერიის დაბალპროცენტიანი კრედიტით, 10 000 ლარის ოდენობით. ანუ, ბიზნესი 25 000 ლარით დავიწყეთ. ამ თანხით შევიძინეთ საწარმოო საშუალებები, რითიც სვანური მარილი უნდა გვეწარმოებინა. ეს ძველი რეცეპტია სვანეთის მაღალმთიანი სოფელ „ზესხოდან". მცხეთაში, ყოფილი რესტორანი „არაგვის" ფართი ვიქირავეთ. ეს არის მცირე საწარმო, რომელსაც შეუძლია აწარმოოს თვეში რამდენიმე ათასი ქილა, დაახლოებით 2 000-3000 ქილა.


- რატომ გადაწყვიტეთ სვანური მარილის წარმოების დაწყება, ბაზარი შეისწავლეთ და ამის საჭიროება დაინახეთ თუ გადაწყვეტილება სპონტანური იყო?


- სტუდენტების დახმარებით ჩავატარეთ კვლევა და ვნახეთ, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტი ამ ბაზარზე არ არის. სვანურ მარილს ვხვდებით ბაზარში, ბაზრობებზე, თუმცა, არაშეფუთული სახით. ასევე ამ ადგილებში მარილის ხარისხი არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი. ნიშა თავისუფალი იყო და წარმოება დავიწყეთ. პირველი ჩვენი მიმართულება მომხმარებლის ნდობის მოპოვება იყო. ანუ ჩვენ გავაკეთებდით პროდუქტს, რომელიც იქნებოდა ხარისხიანი პროდუქცია კარგი შეფუთვით.


- რა ღირს თქვენს მიერ წარმოებული სვანური მარილი და რეალიზაცია სად ხდება?


- ბაზარში და ბაზრობებზე გასაყიდი სვანური მარილისგან განსხვავებით ცოტა ძვირია. მაგალითად, 100 გრამიან ქილას სუპერმარკეტებში 2.20 ლარად ვყიდით, 200 გრამიანს 3.30 ლარად. შესაძლოა, უახლოეს მომავალში 50–გრამიანი შეფუთვითაც გამოვუშვათ. ჩვენი სტრატეგია ხარისხი და მაღალი ნდობაა. ვინც გასინჯა ჩვენი პროდუქტი, ერთგული კლიენტი გახდა. ამ ეტაპზე წარმოდგენილები ვართ თბილისის დიდ სუპერმარკეტებში, როგორებიცაა გუდვილი, ნიკორა, სმარტი და ფუდმარტი. სამომავლოდ, შესაძლოა რეგიონებში გასვლაც. ბაზარზე კი კონკურენტი არ გვყავს.



- რატომ მხოლოდ დიდი სუპერმარკეტები და არა ეგრეთ წოდებული უბნის, არაბრენდული მაღაზიები?


- ჯერჯერობით ჩვენ სადისტრიბუციო ქსელი არ გვაქვს, ამიტომ გვიჭირს ამ მიმართულებით. ამაზეც ვმუშაობთ და გვინდა, რომ რომელიმე სადისტრიბუციო კომპანიასთან ხელშეკრულება გავაფორმოთ.


- როდესაც წარმოებას იწყებდით, ალბათ გქონდათ გარკვეული გათვლა, მაგალითად, რა ოდენობის პროდუქციას გაყიდდით, რამდენად იქნებოდა მოთხოვნადი და ასე შემდეგ, გაამართლა იმ მოლოდინმა, რაც გქონდათ?


- პირველ ეტაპზე კი. ჩვენ მოვიკოჭლებთ პიარ-კამპანიაში. ამ ეტაპზე გვინდა, რომ ძალიან კარგად ვიმუშაოთ პროდუქტის ცნობადობის ამაღლების და ახალი პროდუქტების დამატების მიმართულებით.

 

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რომელ ახალ პროდუქტს გამოუშვებთ?


- საერთოდ, ბიზნესის კანონია, რომ ერთი პროდუქტი ვერ აძლევს საწარმოს მდგრადობას. ამიტომ ვფიქრობთ ასორტიმენტი გავაფართოვოთ. იდეები შეტანილი გვაქვს სხვადასხვა ფონდში გრანტის მიღების იმედით. ასორტიმენტი გაფართოვდება ქართული სუფრის ინგრედიენტების მიმართულებით, ვცდილობთ, რომ ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია გავაკეთოთ.


- თქვენ აღნიშნეთ, რომ საწარმოს გაფართოება გრანტის მიღებაზეა დამოკიდებული. კომპანიის შემოსავალი არ იძლევა რეინვესტირების საშუალებას?

 

- კომპანია ამ დრომდე მოგებაზე ვერ გავიდა. საწარმო თავის თავს ინახავს. საერთოდ, სოციალური საწარმოს კრიტერიუმები იზომება იმით, რომ მას აქვს მისია. ანუ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა დასაქმება. ამ ეტაპზე ეს მისია შესრულებულია. თუმცა, იმისთვის რომ მოგებაზე გავიდეთ, რეინვესტირება განვახორციელოთ, ინვესტიციებია საჭირო. ამ ეტაპზე რთულია ჩვენთვის ინვესტიციების მოზიდვა. მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ სოციალურ მეწარმეებს არ გვაქვს სოციალური სტატუსი. ამ ეტაპზე ნებისმიერ შპს-ს შეუძლია დაირქვას სოციალური საწარმო და მოითხოვოს გრანტი ან რამე ამდაგვარი დახმარება. ამიტომ, ამჟამად, პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი სოციალურ მეწარმეებთან დაკავშირებით. დაინტერესებულები ვართ, რომ ეს კანონი გავიდეს. ჩვენი ამჟამინდელი კანონმდებლობა გრანტის გაცემას შპს-ზე არ კრძალავს, თუმცა, 15 პროცენტით ბეგრავს. წარმოიდგინეთ, მე რომ 10 000 ლარი ავიღო, იმის 15 პროცენტი ბიუჯეტში უნდა გადავიხადო. ჩვენ ვითხოვთ, რომ მეწარმეს, რომელსაც აქვს სოციალური მეწარმის სტატუსი, არ ჰქონდეს დაბეგვრის ვალდებულება და საზოგადოების მხარდაჭერა ჰქონდეს. სხვა ტიპის შეღავათებზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის. შესაძლოა, მომავალში მოვითხოვოთ, რომ შშმ პირებს, რომლებსაც დავასაქმებთ, სახელმწიფომ მათი ხელფასის სუბსიდირება მოახდინოს. ეს აპრობირებული მეთოდია.


- კადრები საიდან აგყავთ, რამდენი ადამიანია დასაქმებული და აქედან შშმ პირი რამდენია? გარდა ამისა, ხშირად, ბიზნესმენები პროფესიონალი კადრების ნაკლებობაზე საუბრობენ ხოლმე. თქვენც გეხებათ ეს პრობლემა?


- სულ კომპანიაში 5 ადამიანი მუშაობს და აქედან 3 შშმ პირი ვართ. რაც შეეხება კადრების პროფესიონალიზმს, ამ საქმეს განსაკუთრებული უნარ-ჩვევები არ სჭირდება. ჩვენთან მთავარია რეცეპტი, ხოლო შეფუთვა და თავსახურების დახურვა, ასევე იარლიყების მიკვრა პრობლემას არ წარმოადგენს. ამას ვასწავლით ნებისმიერ ადამიანს. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ დასასაქმებელს ხელები ჰქონდეს მუშა მდგომარეობაში.


- ექსპორტის მიმართულებას განიხილავთ?


- ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი საწარმოს უკეთ მოწყობაზე და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოვებაზე. ასევე, ძალიან გვინდა ჩავერთოთ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ გარკვეულ პროგრამაში, რომელიც დაეხმარება ქართულ კომპანიებს მიუახლოვდნენ საერთაშორისო სტანდარტებს. ამის გარეშე ჩვენ პროდუქციას ევროპაში ვერ გავიტანთ. ამიტომ ეკონომიკის სამინისტროსთან ვგეგმავთ დაკავშირებას, რათა ამ პროგრამაში ჩავერთოთ.


 -თქვენ ეკონომიკის სამინისტრო ახსენეთ, რატომ არ ინტერესდებით ისეთი სახელმწიფო პროგრამებით, როგორიცაა მაგალითად, „აწარმოე საქართველოში"?


- ვფიქრობთ ამაზე. რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს კავშირი, რომლებიც ბიზნეს-გეგმის დაწერაში დაგვეხმარებიან. სავარაუდოდ, მივიღებთ მონაწილეობას.




დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up