სოციალური მედია მარკეტინგის დასასრული - იცვლება თუ არა თამაშის წესები?

სოციალური მედია მარკეტინგის დასასრული - იცვლება თუ არა თამაშის წესები?

access_time2020-10-25 17:00:06

სოციალური მედია ყველაზე ბოლო მოდური სიტყვაა, არა?

 

თუ სოციალური მედიის ერა უკვე დასასრულისკენ მიექანება?

 

მოდური სიტყვები,  სოციალური მედია ან სოციალური მედია მარკეტინგი, ტექნიკური თვალსაზრისით, ყველაზე გაბერილი სიტყვებია. ამ სფეროში კარიერის გაკეთება ჯერ კიდევ ბევრს სურს. დღესაც კი, ახალი ბრენდის ან პროდუქტის ბაზარზე გასატანად აუცილებელია ფართომასშტაბიანი მარკეტინგული კამპანია სოციალურ ქსელებში, რომ მაქსიმალურად ბევრმა პოტენციულმა მყიდველმა გაიგოს მისი არსებობა. მაგრამ, ერთი წუთით, მოითმინეთ!  სოციალური მედიის მოდა მკვეთრად იცვლება? ხომ არ ფიქრობთ, რომ სოციალური მედია უკვე წარსულს ჩაბარდა?

 

თუ თქვენ ახლავე მიხვალთ რაღაც დასკვნამდე, არასწორი იქნება, რადგან მომავლის წინასწარ განჭვრეტა თითქმის შეუძლებელია. სოციალური მედია აპლიკაციები - Facebook, LinkedIn, Twitter, Ello, Instagram ბაზრის სტრუქტურაში  სრულიად არასტაბილურია და ამ დროს, ყველაზე მარტივი ნებისმიერი ინფორმაციის გასავრცელებლად. ამასთან, თითეული მათგანი ყველაზე პოპულარულია ახალგაზრდებსა და ანტრეპრენერებს შორის. Geekay Bikes-ის დამფუძნებელი რაჯათ ბჰატია აცხადებს, - „როდესაც ახალი ელექტრონული ველოსიპედების გაშვება დავიწყე, ყველაზე აუცილებელი იყო სწორი არხის გახსნა სოციალურ ქსელებში,  რომ მის შესახებ ახალგაზრდებსა და ველოსიპედების მოყვარულებს შორის ცნობადობა გაზრდილიყო.  ველოსიპედების კარგი ბაზრის შექმნაში პირველ წელს რეკლამა დაგვეხმარა Instagram-სა და  Facebook-ზე და გარდა ამისა, სოციალური ქსელების მარკეტოლოგის მომსახურება“.

 

დიახ, სოციალური ქსელები უზომოდ მნიშვნელოვანია. ანტრეპრენერები ამ ქსელებს იფიცებენ კიდეც და ისინი თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრების განუყოფელი ნაწილიცაა, რომლებიც უმოკლეს ხანში დიდებასა და სახელის მოხვეჭაზე ოცნებობენ. ისინი დილიდანვე აქვეყნებენ სხვადასხვა ინფორმაციას, თან, უკლებლივ ყველაფერს, ტრენაჟორების დარბაზში ვიზიტი იქნება ეს  თუ როდის რას მიირთმევენ, როდის ვის ხვდებიან და ა.შ. მათი მიზანი თავის რაც შეიძლება კარგად წარმოჩენა და სოციალურ ქსელებში კონტაქტების დამყარებაა. 

 


კუში დავარი, მედიცინის დოქტორი Bright India Corp. Pvt. Ltd-დან ამბობს, - „ვიდეო რგოლის გადაღება და მისი რედაქტირება შევისწავლე საკუთარი არხის შესაქმნელად Youtube-ზე. ამან თავისთავად მიბიძგა ჩემი პროდუქტისკენ, და ამავე დროს, ჩემი შემოქმედებისკენაც. – „ვინ  არ ოცნებობს იმ 10 წუთიან დიდებაზე, რის მოხერხებაც ასე მარტივია სოციალურ მედიაში!“

 

 „სოციალური მედია მილიონობით ბლოგერისა და მარკეტოლოგისთვის  შემოსავლის მუდმივ წყაროდ იქცა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სახლიდან სურს მუშაობა. სოციალურ მედიას შემოსავლის ახალი ნაკადები მოაქვს თან და ამიტომ ისინი აქ დარჩებიან“, - დასძინა Reva Enterprises-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აშიშ გუპტამ.

 

მედლის მეორე მხარე

 

გარკვეული ჯგუფები კი ამბობენ, რომ სოციალური მედიის ერა თანდათანობით უკან რჩება.  სოციალურ ქსელებში კონფიდენციალობის და უსაფრთხოების მკაცრი კანონების შემოღების გამო ახალი პოლიტიკა გაბატონდა,  და ამიტომ ქსელებთან წვდომა უწინდებურად მარტივი აღარ არის. როდესაც  Google-ში ვეძებ ინფორმაციას, ყველაზე მეტად, ჩემთვის არასასურველი რეკლამების მოზღვავება მაღიზიანებს, რომლებიც წინა პლანზე ციმციმებენ. ტექნოლოგიები გაცილებით ჭკვიანები ხდებიან და როდესაც ჩემი ბოლო ძიების რეკლამები თანდათანობით გამოდიან ჰორიზონტზე, შპიონაჟის შეგრძნება მიჩნდება“, - ამბობს ანკურ გუფთა, Shori Chemicals-ის აღმასრულებელი დირექტორი.

 

მილენიალები და X-თაობა თავის Facebook და SnapChat  ანგარიშებს თანდათანობით აუქმებენ. სურთ, მყარად იდგნენ მიწაზე და სამუშაოზე გაამახვილონ მთელი ყურადღება. დჰრუვ ტრეჰანი, მედიცინის დოქტორი Shree Ram Wood Industries-დან აცხადებს, - „მეტისმეტად გადატვირთული ვიყავი იმ ინფორმაციით, რომელსაც ჩემი კოლეგები აქვეყნებდნენ. ყველა ბოლო სიახლის თვალყურის მიდევნება ნამდვილად საინტერესო იყო, მაგრამ ამავე დროს, დიდ დროს მოითხოვდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც რბოლაში ვიყავი ჩაბმული. ჩემი Facebook ანგარიშების გაუქმება დიდ დროს მიზოგავს, ახლა მთლიანად სამსახურზე ვარ კონცენტრირებული“.

 

გარდა ამისა, კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკის გამო, სოციალური ქსელები უკვე ზღუდავენ უწყვეტ სარეკლამო აქციებს. კლიენტები, რომლებსაც არ სურთ შემთხვევითი სარეკლამო განცხადებების ან ელექტრონული წერილების მიღება, ამას ყურადღებას აქცევენ და სარეკლამო აქციების ნორმები კიდევ უფრო მკაცრდება. WhatsApp მაქსიმუმ  ხუთ ადამიანამდე ზღუდავს შეტყობინების გაგზავნას და ეს უკვე სერიოზული ნაბიჯია ამ მიმართულებით. თქვენ ადვილად შეგიძლიათ თქვენი შეტყობინებების პარამეტრების ოპტიმიზაცია ტელეფონში და ელექტრონულ ფოსტაში, რომ წერილებმა შემოჭრევა  ვეღარ შეძლონ.

 

შესაძლოა, თამაშის წესები შეიცვალოს, შესაძლოა, მოთამაშეებიც შეიცვალონ, მაგრამ თამაში გაგრძელდება. სოციალური მედია მოდური სიტყვაა და მომავლის თამაში. თქვენთვის აუცილებელია არხი, რომ თქვენი სამუშაო კლიენტებს უჩვენოთ. თქვენთვის აუცილებელია არხი, რომ თქვენს პროდუქტზე მოთხოვნა გაჩნდეს და თქვენთვის აუცილებელია არხი, რომ თქვენი სიმამაცე დაამტკიცოთ. ეს მედია საშუალება ამ ყველაფერს ერთად შეძლებს.


entrepreneur.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up