საკუთარი მოხმარებისთვის მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება

საკუთარი მოხმარებისთვის მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება

access_time2022-11-25 11:30:47

საკუთარი მოხმარებისთვის  მოსახლეობას სათბობი შეშის მოპოვება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება. „ტყის კოდექსის“ არსებული ვარიანტით, სოციალური ჭრის გაუქმება 2023 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა კოდექსში შესატანი ცვლილებები მის გადავადებას ითვალისწინებს.


თუ პარლამენტის მიერ  წარმოდგენილი ცვლილებები 1-ლი იანვრისთვის არ იქნა მიღებული, მოსახლეობა ვერ შეძლებს საკუთარი ძალებით სათბობი შეშის მარაგის შევსებას.


ტყის მართვის ორგანოები, როგორც ადამიანური, ასევე ტექნიკური რესურსით მზად არ არიან სრულად უზრუნველყონ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის მომარაგება. როგორც კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ჩანს, ამისთვის საჭიროა რამდენიმე წელზე გათვლილი მოსამზადებელი სამუშაოები და შესაბმისი რესურსის მობილიზება. უნდა აშენდეს დამატებით რამდენიმე ათეული საქმიანი ეზო, რომლიდანაც მოხდება სათბობი შეშის გაცემა, უნდა შეიქმნას მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ტყის მართვის ორგანოებს კი უნდა დაემატოს ადამიანური რესურსი.


კანონპროექტის განმარტებით ბარათშია წერია, რომ ამ ვალდებულების შესრულებაზე გადასვლა ტყის მართვის ორგანოებისთვის პრობლემატურია, ვინაიდან იმისათვის, რომ აიკრძალოს სოციალური მიზნებისთვის მოქალაქეების მხრიდან მერქნული რესურსის მოპოვება, აუცილებელია, რომ ტყის მართვის ორგანოებს შეეძლოთ აღნიშნული ნიშის დაკავება და მოსახლეობისთვის ალტერნატიულად თავისი მომსახურების შეთავაზება. 


„covid 19-ს პანდემისას ვერ მოხდა ტყის მართვის ორგანოების ბიუჯეტის სათანადო ზრდა, შესაბამისად დღეის მდგომარეობით არცერთი ტყის მართვის ორგანო არ არის მზად იმისთვის, რომ გადავიდეს დამზადებაზე და მთელი სექტორი ჩაანაცვლოს მხოლოდ თავისი მომსახურებით. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია მოხდეს გადაწევა კოდექსის არსებულ რედაქციაში მითითებული ვადის - 2026 წლის პირველ იანვრამდე (იგივე ვადა აქვს განსაზღვრული დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც).



ასევე, პროექტით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების მოწესრიგების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2023 წლის პირველ აპრილამდე უნდა დაამტკიცოს „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების (მათ შორის, საჯარიმო ქვითრის და სააღსრულებო ფურცლის) ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა ანგარიშგების წესი“,- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.


აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო უკვე ახორციელებს საქმიანი ეზოების პროექტის ფარგლებში მერქნული რესურსის რეალიზაციას იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ ხე-ტყის დამზადების უფლება და აღნიშნული პრაქტიკა დინამიკაში უკვე მზარდი პროცესია.


მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში მითითებული ვადა გადაიწევს 2026 წლამდე, სატყეო სააგენტო ინტენსიურად აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და მეთოდურად რეგიონებში ნელ - ნელა შეიცვლება სათბობი შეშის მოპოვების პრაქტიკა, რაც საშუალებას მისცემს ერთის მხრივ ტყის მართვის ორგანოებს მომზადებულნი შეხვდნენ 2026 წელს, ხოლო მოსახლეობაში უფრო ამაღლდება ცნობიერება და ინფორმაციულობა ამ კუთხით და შესაბამისად, ორივე მხრიდან იქნება ახალ მოდელზე გადასვლის მზაობა დათქმული თარიღისათვის.


თავის მხრივ, ხე-ტყის დამზადების ბილეთის 2026 წლიდან გაუქმებისთვის სატყეო სააგენტო მოსამზადებელ ეტაპზე აპირებს შემდეგი სახსრების მობილიზებას:


2023 წელს უნდა მობილიზდეს 7 525 120 ლარი, რაშიც შედის, 5 000 კბმ შეშის დამზადება, 44 საშტატო ერთეულის სახელფასო ანაზღაურება, 7 ერთეული ჰიდრომანიპულატორიანი მანქანა, 7 ერთეული ფოტონი, 13 ერთეული დამტვირთველი ტრაქტორი, 18 საქმიანი ეზოს მოწყობა, 7 ერთეული საჩეხი აპარატი და სხვა ხარჯები.


2024 წელს უნდა მობილიზდეს 13 709 560 ლარი, რაშიც შედის, 60 000 კბმ შეშის დამზადება, 32 საშტატო ერთეული, 7 ერთეული ჰიდრომანიპულატორიანი მანქანა, 7 ერთეული ფოტონი, 8 ერთეული დამტვირთველი ტრაქტორი, რომელიც საქმიანი ეზოების მიხედვით განლაგდება და 6 ერთეული საჩეხი აპარატი, 10 ერთეული საქმიანი ეზოს მშენებლობა, 200 კმ სატყეო გზის მშენებლობა და სხვა ხარჯები.


2025 წელს უნდა მობილიზდეს 36 126 640 ლარი, რაშიც შედის 30 000 კბმ შეშის დამზადება, 384 საშტატო ერთეული, 13 ერთეული პიკაპი, 22 ერთეული ჰიდრომანიპულატორიანი მანქანა 6x6 ზე, 25 ერთეული ფოტონი 4x2-ზე, 6 ერთეული ბულდოზერი, 48 ერთეული დამტვირთველი ტრაქტორი, 29 ერთეული საჩეხი აპარატი, 10 საქმიან ეზოს მშენებლობა და სხვა ხარჯები. 2026 წელს უნდა მობილიზდეს 31 500 000 ლარი, რაშიც შედის 400 000 კბმ შეშის დამზადება, და ასევე 300 კმ გზის მოწყობა.





მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
მთავრობა საბანკო სექტორს მოგების გადასახადს 5%-ით უძვირებს. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება. „მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ასევე, მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს...

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
საქართველოს მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების არსებული მდგომარეობა შეაფასა და ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა აღნიშნული კურორტების მაქსიმალური პოტენციალის ათვისებას აპირებს, ღარიბაშვილის თქმით,  300-ზე მეტი კლიმატური და ბალნელოგიური კურორტიდან 100-ის მდგომარეობა შეფასდა და საბოლოო ჯამში ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან
access_time2022-12-05 14:20:10
2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა
access_time2022-12-05 12:25:03
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად...

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში
access_time2022-12-05 13:30:55
ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ორშაბათს დილის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 645 მილიონ 284 ათას 347 მიაღწია. მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მილიონ 640 ათას 939 ადამიანი გარდაიცვალა. 30 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის აშშ, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია. ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა...


მსგავსი სიახლეები

up