სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მთავარი დამსაქმებელი შეიძლება კერძო სექტორი გახდეს

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მთავარი დამსაქმებელი შეიძლება კერძო სექტორი გახდეს

access_time2022-02-02 10:00:59

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამას საქართველოს მთავრობა ოფიციალურად ერთ კვირაში წარადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო სექტორში დასაქმების რესურსი რეალურად არ არის, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სოციალური სტატუსის მქონე ადამიანების დასაქმების სფერო იქნება კერძო სექტორი, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და ვაჭრობა, სადაც ამ მხრივ მეტი პოტენციალია.


ექსპერტი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“ საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ამ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი უკვე იყოს დასაქმებულიც, რის გამოვლენაც აქამდე ჭირდა.


,,პროგრამის ამოქმედების შემდეგ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მეტს იზრუნებენ დასაქმებაზე, თუკი ეცოდინებათ, რომ მათ სტატუსზე გავლენას არ იქონიებს. ამიერიდან მათ არ ექნებათ განცდა, რომ დასაქმებით შემწეობის თანხას დაკარგავენ. ნაწილი შეიძლება არის კიდეც დასაქმებული, მაგრამ არ ჩანს. ამასთან, როცა სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების პერსპექტივაზეა საუბარი, გასათვალისწინებელია, სად არის მოთხოვნა დამატებით სამუშაო ძალაზე, სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ასევე ტურიზმიც, სადაც წელს სავარაუდოდ დასაქმების მეტი პერსპექტივა გაჩნდება. ერთ-ერთი პრობლემა კვალიფიკაციაა, მაგრამ ესეც მოგვარებადია სახელმწიფოს მაღალი ჩართულობით, მათ შორის ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით. კონკრეტული პროგრამები ამაზე უნდა აიგოს“, - ამბობს აროშიძე ,,კომერსანტთან“.



ამდენად, ექსპერტი ფიქრობს, რომ შრომის ბაზარზე დიდი ცვლილებების დროა, რაც დაიწყო საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებით და ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი შრომის ბაზრის ჩამოყალიბებას საქართველოში. ეს კი, მისივე შეფასებით,  ერთადერთი გზაა, მოქალაქეები ხელმწიფოს შემწეობაზე არ იყვნენ დამოკიდებული და დასაქმების მეტი მოტივაცია ჰქონდეთ.


შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით.


ღარიბაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში დღეს დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა. მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია, რომლებიც არსებული სოციალური პოლიტიკის გამო, სამუშაო ადგილების მოსაძებნად არ არიან მოტივირებულები.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up