სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანიის მეორე ეტაპი მომავალი კვირიდან დაიწყება

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანიის მეორე ეტაპი მომავალი კვირიდან დაიწყება

access_time2020-04-25 21:04:32

დედაქალაქის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის მერია პირველ ეტაპზე, სოციალურად დაუცველ 8 000 მარტოხელა ხანდაზმულს დაეხმარა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



როგორც პანდემიის წინააღმდეგ მერიის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე საუბრისას ილია ელოშვილმა აღნიშნა, სოციალური პროექტი გაგრძელდება და მომავალი კვირიდან ნობათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყება.



„უფასო სასადილოების ბენეფიციარებისა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტის დარიგების პარალელურად, ყველაზე მოწყვლად ჯგუფად ჩაითვალა 70 წელს გადაცილებული მარტოხელა, სოციალურად ყველაზე უფრო დაუცველი მოხუცები. პირველ რიგში, დავიწყეთ სიების შედგენა და აღმოჩნდა, რომ ათივე რაიონში ასეთი კატეგორიის დაახლოებით, 8 000 ადამიანი გვყავდა. დავიწყეთ მათთვის არამალფუჭებადი პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების დარიგება, რომ სახლიდან ნაკლებად გამოსულიყვნენ. სპეციალისტებთან ერთად, შევიმუშავეთ სპეციალური მენიუ, რომელიც შედგებოდა დაახლოებით, 15 პროდუქტისგან. ასევე, წითელ ჯვართან ერთად ავამოქმედეთ კიდევ ერთი პლატფორმა. კერძოდ, დიდ სუპერმარკეტებში ნებისმიერ მყიდველს შესაძლებლობა მიეცა, რომ ამ პროდუქციიდან ნებისმიერი რამ შეეძინა, სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა. შემდგომში ამ ყველაფერს ერთ ნობათად ვკრავდით და დაახლოებით, 19 პროდუქტისგან შემდგარ პაკეტს ვაწვდიდით მოწყვლად ჯგუფებს.



მეორე მხრივ კი მოვუწოდეთ ბიზნესს, რომ სწორედ ამ შედგენილი მენიუს მიხედვით მოეწოდებინათ ჩვენთვის მსგავსი ტიპის პაკეტები. ამას ჰქონდა ძალიან დიდი გამოხმაურება. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დიდ სუპერმარკეტებში დაახლოებით, 6000-ზე მეტი პაკეტი შეგროვდა. ეს ნიშნავს იმას, რომ 20 000-დან 30 000-მდე მოქალაქემ თავისი წვლილი შეიტანა სოციალურ კამპანიაში. გარდა ამისა, ბიზნესსექტორმა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზოგიერთ მათგანს რთული პერიოდი აქვს, მაინც შეძლო ჩვენი თანადგომა. მათი მხრიდანაც მოხდა დაახლოებით, 10 000-მდე ამგვარი პაკეტის მობილიზება, რომელიც მოქალაქეებს უკვე დაურიგდათ. ორშაბათიდან გავაგრძელებთ ამ პროექტს და შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანები მსგავს ნობათებს უკვე მეორედ მიიღებენ“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.




თბილისის მერის მოადგილემ დედაქალაქის მერიისა და ათივე გამგეობის თანამშრომლებს, მოხალისეებს, წითელი ჯვრის საზოგადოებას, ბიზნესსექტორსა და მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.



„გარდა ამისა, მიმდინარე მოვლენების გამო, მოქალაქეები სოციალური პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ჩვენ მათ მივეცით საშუალება, რომ ცხელ ხაზზე, სოციალური მედიის საშუალებით დაგვკავშირებოდნენ და თუ დავრწმუნდებოდით, რომ საჭიროებდნენ დახმარებას, ამას ვაკეთებდით კიდეც. გამგეობებისგან ათასობით მსგავსი დახმარება არის გაცემული, რაზეც ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ამაში იყო ჩართული. მერიის ათასობით თანამშრომელი მობილიზებული იყო იმისთვის, რომ ეს კამპანია ჩატარებულიყო. ისინი ფიზიკურად შრომობდნენ. ჩვენ არავისთვის დაგვიძალებია ამის კეთება. პროდუქციის დახარისხების და დარიგების საქმეში თავისი სურვილით ჩაერთნენ, როგორც ჩვენი თანამშრომლები, ასევე მოხალისეები და წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.



კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, დედაქალაქის მერიამ თბილისის ათივე რაიონის მასშტაბით, ხანდაზმულების, მრავალშვილიანი ოჯახების და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების ნივთებისა და მედიკამენტების დარიგება დაიწყო. აქცია ახლგაზრდა მოხალისეების ინიციატივით, რაიონული გამგეობების, წითელი ჯვრის საზოგადოების დახმარებითა და თბილისის საკრებულოს ჩართულობით მიმდინარეობს.



ბიზნესკომპანიების, ასევე მოქალაქეების მხრიდან გამოხატული ქველმოქმედების სურვილის გათვალისწინებით, თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში დაიწყო პროდუქტების დახარისხება. მსურველებს სწორედ აღნიშნულ მისამართზე მიაქვთ პროდუქტები, რომლებიც შემდეგ დახმარების სახით საჭიროების მქონე ადამიანებზე ნაწილდება.



გარდა ამისა, მოქალაქეებს საშუალება აქვთ, დიდ ჰიპერმარკეტებში შეიძინონ პროდუქტები, რომელსაც ადგილზე მყოფი წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები დააფასოებენ და თბილისის გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს დაურიგებენ. ეს ჰიპერმარკეტებია: „აგროჰაბი“, „კარფური“, „სმარტი“ და „გუდვილი“.




აღსანიშნავია ისიც, რომ საჭირო პროდუქტების დახარისხების და მოქალაქეებისთვის გადაცემის პროცესში ჩართული არიან წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ სპეციალურად დატრენინგებული, როგორც თბილისის მერიისა და გამგეობების თანამშრომლები, ასევე მოხალისეები. პროდუქტების შეგროვება, დახარისხება და დარიგება ყველა საჭირო რეკომენდაციის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up