„Social Impact Award-ის დამსახურებაა, რომ ჩვენი ბიზნეს იდეა განვახორციელეთ“ - სოციალური საწარმო ,,ჩუ“

„Social Impact Award-ის დამსახურებაა, რომ ჩვენი ბიზნეს იდეა განვახორციელეთ“ - სოციალური საწარმო ,,ჩუ“

access_time2020-07-15 14:15:03

საქართველოს ბანკის Impact Hub Tbilisi-სთან ერთად უკვე მეოთხე წელია ატარებს Social Impact Award-ს. ის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 20 ქვეყანაში პარალელურად მიმდინარეობს. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე და ბიზნესის მხარდაჭერაზე სოციალური მეწარმეობის დარგში.

 

სოციალური მეწარმეობა და ბიზნესის ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს პროგრამაში ჩართული მხარეებისთვის. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული პროგრამისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. ამის მიზეზი ისაა, რომ პროგრამის განხორციელების მიზანი იმ ახალგაზრდების და ინოვაციური იდეების მხარდაჭერაა, რომლებსაც აქვთ უნარი, რეალობა უკეთესობისკენ შეცვალონ. სოციალური მეწარმეობა არის ბიზნეს მოდელი, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე. სწორედ აღნიშნული ღირებულებების მატარებელია Social Impact Award-ი. ამ პროცესში ახალგაზრდებს უდიდესი როლის შესრულება შეუძლიათ, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი აღჭურვა საჭირო უნარებითა და ცოდნით, რაც პროექტის ფარგლებში გარანტირებულია კიდეც.

 

იმაზე, რომ პროექტი წარმატებულია, მეტყველებს ის საბოლოო პროდუქტი, რასაც კონკურსში გამარჯვებული კომპანიები  დებენ. ერთ-ერთი ასეთი, 2018 წლის გამარჯვებული სოციალური საწარმო „ჩუ“-ა. მისი დამფუძნებელი სალომე წიკვაძე პროგრამის მნიშვნელობაზე გვიყვება და აღნიშნავს, რომ საქართველოს ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და Impact Hub Tbilisi-ის მხარდაჭერით, განხორციელებული პროგრამა სტარტაპისთვის დიდი სტიმულის მიმცემია.

 

„Social Impact Award-ის პროექტის დამსახურებაა, რომ საქმიანობა დავიწყეთ, ჩვენი ბიზნეს იდეა განვახორციელეთ და იქ მიღებული გრანტის სახით საწყისი კაპიტალი მოვიპოვეთ. ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხითაც, რომ სხვადასხვა საკითხებში კარგი გამოცდილება დავაგროვეთ, მაგალითად როგორიცაა ბიზნესის მართვა და მარკეტინგი. პროექტმა საშუალება მოგვცა გაგვეცნო უამრავი ადამიანი, რომლებთანაც დღეს უკვე თანამშრომლობის და ბიზნესსაქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა გვაქვს.



„ჩუ“ არის სტარტაპი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ვისწავლოთ ჟესტური ენა და გავიმარტივოთ კომუნიკაცია სმენის პრობლემების მქონე ადამიანებთან. სამაგიდო თამაში „ჩუ“, სხვაგვარად კი ჟესტური ენის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი სოციალური საწარმო, სამაგიდო თამაშების მეშვეობით ცდილობს საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას“, - აცხადებს სალომე წიკვაძე.


ინფორმაციისთვის, Social Impact Award-ი ახალგაზრდებს თავიანთი ბიზნეს იდეების განსახორციელებლად ათთვიან საგანმანათლებლო კურსს სთავაზობს. პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნეს გეგმის შედგენამდე. პროგრამა მეორე წელია ხორციელდება გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

 

ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award 2020-ის ფინალისტები სულ ცოტა ხნის წინ გამოვლინდნენ. პროგრამის ფარგლებში 94 საკონკურსო განაცხადი შემოვიდა და დამოუკიდებელმა ჟიურიმ, მათ შორის, ექვსი საუკეთესო პროექტი შეარჩია. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით, რეგიონების გაძლიერების მიზნით, ძირითადი ფინალისტების გარდა საქართველოს რეგიონებიდან დამატებით ოთხი ფინალისტი გუნდი გამოვლინდა.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up