SOCAR-ი აზერბაიჯანელ სტუდენტებს საქართველოში ფინანსურად დაეხმარა

SOCAR-ი აზერბაიჯანელ სტუდენტებს საქართველოში ფინანსურად დაეხმარა

access_time2020-04-23 16:00:29

SOCAR Energy Georgia-ამ, რომელიც აზერბაიჯანული SOCAR -ის შვილობილი კომპანიაა, აზერბაიჯანელ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოში უმაღლესი განათლების მისაღებად იმყოფებიან, ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა.


კომპანიის ადმინისტრაციულ შენობაში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ. შეხვედრას SOCAR Energy Georgia-ას გენერალური დირექტორი მახირ მამედოვი დაესწრო, მისი თქმით 70 სტუდენტს მატერიალურ დახმარებას აღმოუჩენენ. როგორც მახირ მამედოვმა აღნიშნა, იქამდე სანამ ცხოვრების ჩვეული რიტმი აღდგება, სტუდენტებს კიდევ არაერთხელ დაეხმარებიან.


"კომპანია ყოველთვის მზადაა განიხილოს ყველა თხოვნა და დაეხმაროს აზერბაიჯანელ სტუდენტებს, იმედი მაქვს, ეს რთულ პერიოდი ორივე ქვეყანისთვის მალე უკან დარჩება და ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება.", - ამბობს SOCAR Energy Georgia-ის გენერალური დირექტორი.


კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით SOCAR-ი აცნობიერებს სოციალურ პასუხისმგებლობას და აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.



"SOCAR-მა და სხვა აზერბაიჯანულმა კომპანიებმა გადარიცხეს თანხები საქართველოში Coronavirus- ის მხარდაჭერის ფონდში. ამის გარდა, ჩვენი ფინანსური დახმარებით მომზადებულ იქნა საკვებ პროდუქტებით სავსე 1000 ყუთი. რამდენიმე დღეში, პროდუქტები დაურიგდებათ განსალუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კომპანიამ დახმარება გაუწია შეზღუდული შესაძლებლობების 160 ადამიანს ქვემო ქართლის რეგიონშიც. ეს ადამიანები რეგულარულად იღებენ წამლებს და სხვა სამედიცინო მომსახურებებს", - განაცხადა მახირ მამედოვმა.


შეხვედრას ესწრებოდა აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვიც, რომელმაც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის დგას თავისი მოქალაქეების გვერდით.


შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა, აზერბაიჯანის მოქალაქე, თამარა თათარაშვილმა სტუდენტების სახელით მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მთავრობას და SOCAR-ს ყურადღებისა და მზრუნველობისთვის. მისი თქმით, ასეთ რთულ პერიოდში სტუდენტებისთვის ფინანსური მხარდაჭერა აუცილებელია.





report.ge

(R)



თეგები:
SOCAR



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up