მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიწყო. პროტესტს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან.
აქციას უკვე შეუერთდნენ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, ელენე ხოშტარია, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო, ევროპული საქართველო.
საპროტესტო აქციის აღწერაში ნათქვამია, რომ ის აერთიანებს ყველა იმ სეგმენტის პროტესტს, სადაც აკრძალვები განსაკუთრებით ამძიმებს სოციალურ მდგომარეობასა და ლახავს ადამიანის უფლებებს.
ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე გაჟღერდება შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნები სხვადასხვა მიმართულებით:
- ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა.
- სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების მოთხოვნა.
- ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მოიხსნას, საჭიროების მიხედვით, ყველა შეზღუდვა.
- საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვის მოხსნა.
- სახელოვნებო სივრცეების ფუნქციონირების აღდგენის მოთხოვნა.
- კომენდანტის საათის შემსუბუქების მოთხოვნა და ა.შ
tabula.ge