Snob.ru: პუტინმა სომხეთი ჩააბარა

Snob.ru: პუტინმა სომხეთი ჩააბარა

access_time2020-11-11 19:00:40

მოკლევადიანი ყარაბაღის ომი არა მხოლოდ მოსკოვის მთავარი მოკავშირის, არამედ პუტინის რეჟიმის მძიმე მარცხით დასრულდა. ამ ჭეშმარიტებას ვერ გადაფარავს რუსული სამთავრობო პროპაგანდა, რომელიც დღეს რუსი ჯარისკაცების მიერ კავკასიაში მშვიდობის მოტანაზე მღერის. ვერანაირ მშვიდობას მიღწეული შეთანხმება ვერ მოიტანს - უკეთეს შემთხვევაში ეს დროებითი ზავი იქნება.


პუტინის, ერდოღანის, ალიევის და პაშინიანის შეთანხმება, მხოლოდ ეტაპია მთიანი ყარაბაღის მთლიანად აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასვლის და ამ რეგიონიდან სომხების სრული გაძევების გზაზე.


პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა გულწრფელად განაცხადა - სომხეთი აზერბაიჯანთან ომისთვის მზად არ იყო და გარკვეულ ეტაპზე ერევანს „სამობილიზაციო პრობლემა გაუჩნდა“ - ადამიანურ ენაზე ეს ნიშნავს „ხალხი საომრად არ მიდიოდა“. მაგრამ ერევანი - მოსკოვის მთავარი მოკავშირეა. თუ რუსეთის დაზვერვამ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ იცოდა - სომხეთი რატომ არ გააფრთხილა? მეტიც, პუტინმა ალიევს რატომ არ მიანიშნა - „ვიცით თქვენ რასაც აპირებთ - კარგად დაფიქრდით, სანამ ომს დაიწყებთ“? გამოდის რომ მოსკოვმა ან არაფერი არ იცოდა, ან სომხეთს უღალატა.


არასერიოზულია ვერსია, რომ პუტინი ალიევს გაურიგდა იმისთვის, რომ ურჩი პაშინიანი დაესაჯა. თუმცა, ასეც რომ იყოს, მოსკოვი აქ ძალიან ცუდად გამოიყურება. გამოდის, რომ პუტინი პირადი ბოღმის გამო თავისი მთავარი მოკავშირე გაწირა. ეს სამარცხვინო საქციელია, თუნდაც იმპერიული პოლიტიკის თვალსაზრისით.



სომხეთის განადგურების შემხედვარე, დღეს ბევრი ძლიერი გარე მოთამაშე, პირველ რიგში თურქეთი და ჩინეთი, გადაწყვეტენ რომ რუსეთის გავლენის სფეროში დღეს უკვე ომების მოსკოვის დაუკითხავად წარმოება და მოგებაც შეიძლება. ამიერიდან რუსეთის მხარდაჭერა უსაფრთხოების გარანტია არ არის. ასევე ნათელი გახდა რამდენად მოძველდა რუსული შეიარაღება, რომლითაც აღჭურვილია სომხეთის ჯარი, და რომელმაც თურქულ და ისრაელურ იარაღთან შერკინება პირწმინდად წააგო. როგორც ამბობენ სამხედრო ანალიტიკოსები, მე-20 საუკუნის ჯარმა 21-ე საუკუნის ჯართან ომი წააგო.


კრემლის გეოპოლიტიკური თამაშების შედეგად, ერდოღანის თურქეთი, თავისი ავტორიტარული რეჟიმით და გლობალური გეოპოლიტიკური ამბიციებით, მოვიდა კავკასიაში, რომელიც აქამდე რუსეთის უკანა ეზოდ ითვლებოდა. თურქების ამბიციებს სხვადასხვა ეპოქებში მეფეები, გენერალური მდივნები, ბოლოს კი ლიბერალი ელცინი თოკავდნენ. ოსმალო სულთანების ოცნება პუტინის დროს აღსრულდა - 10 ნოემბერს რუსეთმა რეგიონალური ზესახელმწიფოს სტატუსზე უარი ნებაყოფლობით თქვა. ამის მაჩვენებელია რუსეთის მოკრძალებული რეაქცია აზერბაიჯანელების მიერ რუსული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდებაზე.


კლასობრივად ახლო თურქული დიქტატურის ზეწოლის ქვეშ რუსი ჩინოვნიკები ხდებიან ისინი, ვინც სინამდვილეში არიან, შეშინებული ერთგული მონები, როლებსაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ.


10 ნოემბრის ღალატი პოსტსაბჭოთა სივრცეზე დიდ ექოს გამოიწვევს, რევოლუციურ მინსკში, მუდამ რევოლუციურ ბიშკეკში, წინარევლოციურ კიშინიოვში, აღელვებულ თბილისში, გამდიდრებულ ტაშკენთში. უფრო სწორედ იქ სადაც აქამდე პოსტსაბჭოთა სივრცე იყო. დღეს ის უკვე არ არსებობს, ტყუილად პუტინს ნუ დაურეკავთ - უკეთესი იქნება პირდაპირ ნატოს მიმართოთ.


Snob.ru

თენგიზ აბლოთია


თეგები:
ყარაბაღი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up