საბურთალოზე „ვენდის“-ი დაიხურა, მის ადგილზე „სნეპ ფიტნესი“ ახალ ფილიალს ხსნის

საბურთალოზე „ვენდის“-ი დაიხურა, მის ადგილზე „სნეპ ფიტნესი“ ახალ ფილიალს ხსნის

access_time2018-09-14 11:00:32

„ვენდის“ კიდევ ერთი რესტორანი დაიხურა, ამჯერად საბურთალოზე და მის ადგილზე, ფიტნესკლუბი „სნეპ ფიტნესი“ განთავსდება.


„სნეპ ფიტნესის“ მესამე ფილიალი ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება. ამ ეტაპზე ინვესტიციის მოცულობა კონფიდენციალურია.


 

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „სნეპ ფიტნესის“ ეიჩარ მენეჯერი ინგა ხვისტანი აცხადებს, ადგილმდებარეობა კომერციულად მომგებიანია. ახალი ფილიალი უკვე არსებულისგან გარკვეული სახის სერვისებით განსხვავებული იქნება. მაგალითად, ახალ ფილიალში ბარის ნაცვლად კაფეს მოწყობა იგეგმება.


 

ხვისტანის თქმით, ბაზარზე პროფესიონალი კადრების პრობლემა დგას და სწორედ ამიტომ ფიტნესკლუბი ფუნქციონირებას ძველი თანამშრომლებით დაიწყებს.

 


„ძველი კადრები გამოცდილები არიან. დროთა განმავლობაში კი ახალ კადრებსაც ავიყვანთ და მათ პროფესიულ განვითარებას შევუდგებით. ჩვენ ბაზარზე კადრებთან დაკავშირებულ პრობლემებს ვხედავთ და მიგვაჩნია, რომ მათი გადამზადება აუცილებელია.


სწორედ ამიტომ, „სნეპის აკადემია“ გვაქვს, სადაც მწვრთნელების თეორიული გადამზადება ხდება და მათ სპეციალური სერტიფიკატიც ეძლევათ. პრაქტიკული გადამზადება კი ჩვენივე დარბაზებში ხდება,“ - განაცხადა მენეჯერმა.


 

„კომერსანტის“ კითხვაზე რითი გაუწევს კონკურენციას სხვა ფიტნესდარბაზებს „სნეპ ფიტნესის“ ახალი ფილიალი? - ეიჩარ მენეჯერი გვპასუხობს, რომ ფიტნესკლუბი სხვა კლუბებს კონკურენციას მაღალი ხარისხის მომსახურებით, კვალიფიციური მწვრთნელებით და მისაღები საფასო პოლიტიკით გაუწევს.

 


მისივე განცხადებით, ფიტნესკლუბებს შორის ბაზარზე კონკურენცია დიდია და „სნეპ ფიტნესი“ ბაზარზე კონუკრენტან ყველა მსხვილ ფიტნესკლუბს აღიქვამს.


 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად „სნეპ ფიტნესს“ ორი ფილიალი, ყაზბეგის და ჭავჭავაძის გამზირებზე აქვს.


 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up