სმარტში სააღდგომო მზადება დაიწყო

სმარტში სააღდგომო მზადება დაიწყო

access_time2019-04-11 13:30:45


განახლებული ფორმატის სუპერმარკეტების ქსელ სმარტში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მზადება დაიწყო.


„ვისოლ  ჯგუფმა“ სააღდგომო პასკების წარმოების პროცესის გასაცნობად სმარტის საწარმოში მედია ტურს უმასპინძლა. ჟურნალისტები  სააღდგომო პასკების ცხობის პროცესს უშუალოდ დაესწრნენ - შეხვედრის მიზანი ქვეყნისთვის ახალი პროდუქციის წარდგენა იყო, რომელიც დღესასწაულისთვის მზადდება.




როგორც სმარტის საწარმოში აცხადებენ, ერთგული მომხმარებლისთვის ყველაზე გემრიელი შეთავაზება სმარტის წარმოების სააღდგომო პასკებია.



ტრადიციული რეცეპტით მომზადებული პასკის გარდა სმარტი მომხმარებლებს სადღესასწაულო და შოკოლადის პასკებს სთავაზობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასკების ღირებულება 7 ლარიდან იწყება.


სმარტის ყველაზე გემრიელი შეთავაზება ჩვენივე წარმოების პასკებია, რომელიც ტრადიციული რეცეპტით და ნატურალური, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით -კვერცხი, კარაქით, შაქრით, ნედლი რძით, ფორთოხალით, ქიშმიშით, ცუკატებით მზადდება და გამორჩეულია საკუთარი გემოვნური თვისებებით. მომხმარებლებს შევთავაზებთ როგორც ტრადიციულ, ასევე სადღესასწაულო პასკებს, რომლებიც თეთრი და შავი შოკოლადით და სხვა ინგრედიენტებით მზადდება. ჩვენი უნიკალური რეცეპტია - ხარისხი დეტალებშია, შესაბამისად სმარტის პასკებთან ერთად ჩვენი ერთგული მომხმარებელი სააღდგომო დღესასწაულს განსაკუთრებულად გემრიელად აღნიშნავს,- აცხადებენ სმარტში. 


„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხით,  საკუთარი იმპორტით, ადგილობრივი პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით.


ვისოლ ჯგუფმა სმარტის ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. სმარტი ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში -  ავტო და გაზგასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განავითარებს.


სმარტის” მორიგი მაღაზია გახსნა სააღდგომოდ, ბათუმში იგეგმება და წლის ბოლომდე სმარტის სუპერმარკეტი ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ არგვეთასთან მშენებარე ვისოლ ჯგუფის მორიგ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსშიც განთანვსდება.


ნათია ლომიძე



თეგები:
სმარტი



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-03 21:30:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გაუნათლებელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“ - ეპიდემიოლოგი     „ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი....

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს
access_time2020-12-03 21:00:49
2020 წელს ბიტკოინის კურსის ზრდამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გააოცა. გასულ კვირას მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება 20 000 დოლარამდე ავარდა, რამაც ბევრ სკეპტიკოსს აზრის შეცვლა აიძულა.   2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნოელ რუბინიმ ბიტკოინს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ უწოდა, თუმცა, დღეს ვირტუალური ფულის წარმატების ფონზე, 2020 წლის ნოემბერში, ის აღიარებს, რომ კრიპტოვალუტას ზრდის პერსპექტივა აქვს.   მაშინ რა ხდება...

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

 Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?
access_time2020-12-03 20:00:16
2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.   2020 წელმა ისტორიაში პირველად მოხმარების შოკი მოიტანა. ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში მიწოდების შოკი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო - მაგალითად, 1967 წელს ისრაელის მიერ წამოწყებული 6-დღიანი ომის დროს,...

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...


მსგავსი სიახლეები

up