„სმარტი" სავაჭრო ობიექტებს ხურავს

„სმარტი" სავაჭრო ობიექტებს ხურავს

access_time2017-02-13 09:30:12

„ვისოლ ჯგუფში" შემავალი, სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი" ობიექტებს ხურავს. როგორც „კომერსანტს" სადისტრიბუციო კომპანიებში კონფიდენციალურად განუცხადეს, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ რითეილს გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რაც ობიექტების დახურვის მთავარი მიზეზი ხდება. „კომერსანტის" ინფორმაციით იხურება „სმარტის" გლდანის და ვაზისუბნის ფილიალები, ასევე რუსთაველის გამზირზე, ფოსტის ყოფილ შენობაში განთავსებული სუპერმარკეტი. ჩვენივე ინფორმაციით, სამივე ობიქტზე ოპერირებას „კარფური" იწყებს.

 

სავაჭრო ობიექტების დახურვასთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას „კომერსანტი" „ვისოლ ჯგუფში" შეეცადა. კომპანიაში „სმარტის" ვაზისუბნისა და რუსთაველის ფილიალების დახურვა კატეგორიულად უარყვეს. რაც შეეხება „სმარტის" გლდანის ფილიალს, კომპანიაში მისი დახურვა დაგვიდასტურეს და განაცხადეს, რომ ობიექტზე ოპერირებას „კარფური დაიწყებს.

 


„რუსთაველის და ვაზისუბნის ობიექტებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, თუმცა რაც შეეხება გლდანის „სმარტს", ჩვენ 2016 წელს მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ განვავითარით საშუალო ფორმატის მაღაზიები, დღესდღეობით „სმარტის" ქსელის 60% ისედაც ასეთი ფორმატის სუპერმარკეტები არის და მომავალში ქსელის განვითარებას „ვისოლის" ავტოგასამართ სადგურბზე და სხვაგანაც მხოლოდ საშუალო ფორმატში ვგეგმავთ. რაც შეეხება გლდანს, ის ჩვენს ქსელში ყველაზე დიდი სუპერმარკეტია და ვინაიდან ეს ჩვენი ნიშა არ არის, გადავწყვიტეთ, რომ ამ სავაჭრო ცენტრში, რომელიც ჩვენი ჯგუფის მფლობელობაშია, ფართი სხვა ოპერატორს მივაქირაოთ. ეს ოპერატორი კი „კარფურია", - განუცხადეს „კომესანტს" „ვისოლ ჯგუფში".

 

შეგახსენებთ, "ვისოლ ჯგუფი" საცალო ვაჭრობის ბაზარზე 2010 წელს, "სმარტის" სახით შემოვიდა. დღეს ქსელი 16 სუპერმარკეტის სახითაა წარმოდგენილი.


 

რაც შეეხება კონკრეტულად ზემოთჩამოთვლილ ობიექტებს, ყველა სამივე დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა. „სმარტის" გლდანის ფილიალი 2015 წლის დეკემბრის ბოლოს გაიხსნა. 2 500 კვადრარული მეტრის ფართობზე „სმარტთან" ერთად განთავსებულია "ვენდისა" და "დანკინ დონატსის" ამერიკული რესტორნები და "ვისოლის" ბენზინისა და გაზის გასამართი სადგური. იქ 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

 


2011 წლის აგვისტოს დასაწყისში გაიხსნა „სმარტის" ვაზისუბნის ფილიალი. სავაჭრო ობიექტი 2 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. როგორც სავაჭრო ცენტრის გახსნისას აღინიშნა, ობიექტზე დაახლოებით 150-მდე ადამიანია დასაქმდა.

 


რუსთაველის გამზირზე, ფოსტის ყოფილი შენობის პირველ სართულზე კი „სმარტი" 2012 წლის სექტემბერში გაიხსნა. როგორც ობიექტის გახსნისას განაცხადეს, სავაჭრო ქსელში 223 ადამიანი დასაქმდა.

 

 

ავტორი: "კომერსანტი"



22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს

ნათია მეზვრიშვილი - ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს ყველაფერი დააზარალებს პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს
access_time2020-09-22 16:43:09
ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს, ამაზე თამამად ვსაუბრობთ და ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს დააზარალებს მოქალაქეებს, შესაბამისად იმისთვის, რომ...

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს

კორუფცია, ლარის კურსით თამაში და ბანკებთან გარიგება - რომან გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებს აკრიტიკებს
access_time2020-09-22 17:10:44
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ხვალ კი სებ-ი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნული ბანკის მიერ ასეთი თანმიმდევრობით განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-22 21:00:52
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დანაპირები კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე გასულ 4 წელში გადაჭარბებით შესრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა...

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა

WeChat და TikTok შტატებში ოფიციალურად აიკრძალა
access_time2020-09-22 20:00:35
20 სექტემბრიდან შტატებში WeChat და TikTok-ს გადმოტვირთვა და განახლება ოფიციალურად აიკრძალა. საგადამხდელო სისტემა WeChat-ს ასევე აეკრძალა შტატებში ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო ამერიკულ კომპანიებს მისთვის მომსახურეობის გაწევაც დაიბლოკათ, რაც სისტემის მუშაობის სიჩქარეს მკვეთრად შეამცირებს. TikTok-ს შტატებში 100 მლნ. მომხმარებელი ჰყავს (მსოფლიოში 800 მლნ.) - ეს ძირითადად ახალგაზრდა აუდიტორიაა. რაც შეეხება WeChat-ს, ამერიკაში მას...


მსგავსი სიახლეები

up