„სმარტი“ ზუგდიდში მეორე სუპერმარკეტს ხსნის

„სმარტი“ ზუგდიდში მეორე სუპერმარკეტს ხსნის

access_time2020-02-13 12:25:09

სუპერმარკეტი „სმარტი“ რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და ზუგდიდში, აღმაშენებლის ქ #89-ში მდებარე ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე ახალ სუპერმარკეტს ხსნის. ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ „სმარტი“ აქტიურად ავითარებს ქსელს „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში და მომავალი 3 წლის მანძილზე „ვისოლის“ ქსელს „სმარტის“ 50-მდე სუპერმარკეტი შეემატება და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავთან ერთად, „სმარტის“ ევროპული იმპორტის და ადგილობრივი პროდუქციის ფართო არჩევანს შესთავაზებს.


„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ უახლოეს პერიოდში თბილისის გარდა, ქუთაისში, ბორჯომში, რუსთავსა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც გახსნის ობიექტებს და მომხმარებლებს მგზავრობისთვის უფრო კომფორტულ გარემოს შეუქმნის. ზუგდიდში პირველი სუპერმარკეტი „სმარტი“ რუსთაველის ქ. #167-ში 2012 წელს გაიხსნა. ახალგახსნილი „სმარტის“ გარდა „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე უმაღლესი ხარისხის ბენზინის. დიზელის და ავტოგაზის მიღებასთან ერთად, მომხმარებელს სხვა საავტომობილო სერვისების მიღების შესაძლებლობაც აქვს. „სმარტს“ ზუგდიდში ჯამურად 50-მდე ადგილობრივი მოსახლე ყავს დასაქმებული.


„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ფორმატის ცვლილებაზე სტრატეგიული გადაწყვეტილება 2018 წელს მიიღო. ფართო ფორმატის სუპერმარკეტები, რომელიც „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეველოპმენტის“ მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ცენტრებში იყო განთავსებული, იჯარით მსხვილ სავაჭრო კომპანიებს გადასცა და განვითარება საშუალო ფორმატის სუპერმარკეტების ფორმით გადაწყვიტა „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში. ცნობისთვის, პირველი „სმარტი“ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 2010 წელს გაიხსნა.


დღესდღეობით „სმარტის“ უკვე 15 სუპერმარკეტია წარმოდგენილი ევროპული და ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტით მთელი საქართველოს მასშტაბით. „სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელს კომფორტული კაფეც ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს.




(R)


თეგები:
სმარტი



ერთი კაცის ქვეყანა

ერთი კაცის ქვეყანა
access_time2020-02-16 20:13:02
რატომ მცირდება ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და იზრდება პანამიდან, სადაც რეგისტრირებული კომპანიებით ბიძინა ივანიშვილია ჩართული ტურიზმის ბიზნესში? როგორ ყიდულობს ივანიშვილი მიწებს საქართველოში საუკეთესო, გამწვანებულ ადგილებში და იყენებს თუ არა ხელისუფლებაზე მის გავლენებს იქ მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად? რა აქცევს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქიულ მმართველად და რა პრობლემებს უქმნის ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას? ნახეთ თავისუფლების მონიტორის” ახალი ჟურნალისტური...

საყოველთაო ჯანდაცვის მორალური რისკი

საყოველთაო ჯანდაცვის მორალური რისკი
access_time2020-02-16 20:00:53
გასული წლის ბოლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და მთავრობის 520-ე დადგენილება საკმაოდ აქტუალური საკითხი იყო, რაც, დიდი ალბათობით, მედიის ყურადღების მიღმა არც 2020 წელს დარჩება.     ამის მიზეზი კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების განცხადებებია, რითაც ჯანდაცვის სისტემაში და კონკრეტულად საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით რიგი ცვლილებები დაანონსდა. მათი ნაწილის შესრულება დაწყებულია (მაგალითად,...

EastFruit: საქართველო ზრდის ნიგოზის ექსპორტს

EastFruit: საქართველო ზრდის ნიგოზის ექსპორტს
access_time2020-02-16 18:00:39
  საიტ EastFruit-ის ცნობით,  საქართველო, რომელიც წლების მანძილზე იყო ნიგოზის იმპორტიორი,  მკვეთრად ზრდის ამ პროდუქტის ექსპორტს, რომელიც 2019 წელს გაიზარდა 10-ჯერ და შეადგინა 321 ტონა.   ეს არაა დიდი რაოდენობა, და ამ ეტაპზე ნიგოზის იმპორტი კვლავ აღემატება ექსპორტს, თუმცა, თავად ზრდა შთამბეჭდავია. ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა მიაღწია 1,4 მლნ. დოლარს,   იმპორტი 1 წელიწადში შემცირდა 11% და 2019 წელს შეადგინა 1 100 ტონა....

Washington post: ჩინეთი ცდილობს ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების აღდგენას

Washington post: ჩინეთი ცდილობს ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების აღდგენას
access_time2020-02-16 15:00:31
  ჩინეთში კორონავირუსისგან 1000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების ფონზე, ოფიციალურმა პეკინმა მოუწოდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც შეწყვიტეს ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აღადგინონ ჩვეული კავშირები გლობალური ეკონომიკის წინსვლის შენარჩუნების მიზნით.   ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ხაზს უსვამს საფრთხეს, რომელსაც ქმნის უპრეცენდენტო გაურკვევლობა მსოფლიოს მეორე ეკონომიკაში, და ასევე მმართველი კომუნისტური პარტიის შეშფოთებას იმის გამო, რომ ვირუსის ეპიდემია...

Bloomberg-ის ჟურნალისტი: ფულს მხოლოდ ის გამოცემა მიხდის, სადაც ვმუშაობ

Bloomberg-ის ჟურნალისტი: ფულს მხოლოდ ის გამოცემა მიხდის, სადაც ვმუშაობ
access_time2020-02-16 16:00:49
გამოცემა Bloomberg-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ავტორი, ილაი ლეიკი შეერთებულ შტატებში ბიძინა ივანიშვილის მიერ ლობისტების დაქირავებაზე საუბრობს, საქართველოს მთავრობის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ლეიკი სტატიაში...


მსგავსი სიახლეები

up